იყავი შენი თავი ანუ be you. არ აქვს მნიშვნელობა გასაუბრებაზე მიდიხარ, თუ თანამშრომელს უნდა გაუზიარო უკუკავშირი, ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა საკუთარი თავის წინაშე, როგორ მოვიქცე? როგორ გამოვხატო ჩემი თავი? . . .
თუ თქვენ ხართ ის ადამიანი ან თუ იცნობთ ვინმეს ვისაც ძალიან უნდა რომ ყველას უყვარდე, ყველას მოსწონდეს და ძალიან არ უყვარს კრიტიკა ეს სტატია მისთვისაა . . .
იყავი შენი თავი ანუ be you. არ აქვს მნიშვნელობა გასაუბრებაზე მიდიხარ, თუ თანამშრომელს უნდა გაუზიარო უკუკავშირი, ნებისმიერ სიტუაციაში ჩნდება შეკითხვა საკ . . .
თუ თქვენ ხართ ის ადამიანი ან თუ იცნობთ ვინმეს ვისაც ძალიან უნდა რომ ყველას უყვარდე, ყველას მოსწონდეს და ძალიან არ უყვარს კრიტიკა ეს სტატია მისთვისაა . . .
ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის კომპანიების "ფლომასტერი" და "მართვის აკადემია" დამაარსებელი, მოწინავე კომპანიების ტრენერი, სპიკერი, ქოუჩი და კონსულტანტი მენეჯმენტის, ლიდერობის, გაყიდვების და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
სანდროს აქვს 25 წელზე მეტი მენეჯერული გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორებში მაღალ თანამდებობებზე,
ამჟამად სანდრო ხელმძღვანელობს კომპანია ფლომასტერის განვითარებას, ასევე არის რამდენიმე კომპანიის მრჩეველი და საბჭოს წევრი. 2008 წლიდან სანდრო აქტიურად მონაწილეობს კომაროვის სკოლის კურსდამთავრებულების საბჭოს მუშაობაში.
ნინო აბდალაძე
ნინო არის პროდიუსერი, ჟურნალისტი და ფულბრაიტის პროგრამის კურსდამთავრებული. მას აქვს მედიაში მუშაობის 7 წლიანი გამოცდილება და მისი სტატიები დაბეჭდილია სხვადასხვა ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებში.
ეკატერინე ხუცაიძე
ეკატერინე განათლებით იურისტია. ბაკალავრიატი კავკასიის უნივერსიტეტში გაიარა, შემდგომში კი, ამავე მიმართულებით, მაგისტრატურა ემორის უნივერსიტეტში გააგრძელა. იურიდიულ სფეროში ხუთწლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, ამჟამად პროექტების მენეჯმენტით არის დაკავებული და ეჯაილ მეთოდოლოგიას შეისწავლის.
ვანო ნადირაძე
ვანო ნადირაძე არის კომპანიების "ფლომასტერი" და "მართვის აკადემია" თანადამფუძნებელი, ტრენერი, ქოუჩი და კონსულტანტი ზოგადი მენეჯმენტის, პროექტის მართვისა და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით.
ვანოს აქვს 15 წელზე მეტი მენეჯერული გამოცდილება სხვადასხვა კერძო სტრუქტურაში. ამჟამად ხელმძღვანელობს კომპანია ფლომასტერის ონლაინ სწავლების მიმართულების განვითარებას,
ბექა კემულარია
ბექას დამთავრებული აქვს ხელოვნების მენეჯმენტის ფაკულტეტი თეატრალურ უნივერსიტეტში.
არის მომღერალ-მგალობელი, ‘კვარტეტი რანინა’-ს წევრი, ჯანსუღ კახიძის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელის მომღერალ-მსახიობი.
ფლომასტერის გუნდის ახალი წევრი -გაყიდვების მენეჯერი
მარიამ მუნჯიშვილი
მარიამ მუნჯიშვილი, 2010 წლიდან მუშაობს სტრატეგიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. განხორციელებული აქვს 50-ზე სტრატეგიული დაგეგმვის, ორგანიზაციული სტრუქტურის და ბიზნეს პროცესების განვითარების პროექტი წამყვან ქართულ ორგანიზაციებში.
ანი ხარშილაძე
ანი ხაშილაძე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სტუდენტი. აქვს ციფრულ საგანმანათლებლო სფეროსა და მედიაში მუშაობის გამოცდილება. უნივერსიტეტის ფარგლებში უმუშავია სხვადასხვა ქართული ორგანიზაციების საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებაზე. ამჟამად სწავლობს LMS-ის მართვას, Video Production-ს და არის კონტენტ კრეატორი