0 კლასი - ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები

0 კლასი - ონლაინ კომუნიკაციის ინსტრუმენტები


პანდემიამ ჩვენს ცხოვრებაში უდავოდ ბევრი რამ შეცვალა. ბევრი „ძველებური“ რამ კი დღესაც არ დაბრუნებულა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ონლაინ სამყაროში სრულად გადართვა იყო, რაც დღესაც საკმაოდ აქტუალური თემაა. დისტანციური მუშაობა თუ შეხვედრები იმდენად კომფორტული აღმოჩნდა უმეტესი ადამიანისთვის, რომ უკან დაბრუნებას თავი რომ დავანებოთ, პირიქით ამ საკითხის განვითარებაზე დავიწყეთ ზრუნვა. 

ონლაინ მუშაობას, უდავოდ, ბევრი დადებით მხარე აღმოაჩნდა და სწორედ ამიტომ არ დაუკარგავს აქტუალობა, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ახალი საჭიროებები გააჩინა. იმისთვის, რომ ონლაინ ვიყოთ ეფექტურები და სამსახურებრივი მოვალეობები შეუფერხებლად შევასრულოთ, პირველ რიგში გვჭირდება შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა და უზრუნველყოფა. 

ჩვენმა გუნდმა დიდი გზა გაიარა, იმისთვის, რომ ხარისხიანად და შეუფერხებლად ვმუშაობდეთ ონლაინ. პანდემიის პერიოდში კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ონლაინ „პრესენსი“ (presence). ამის გარეშე, ფაქტობრივად მუშაობა შეუძლებელი იყო. 

სწორედ ამიტომ , გადავწყვიტეთ ახალ სერიებად შემოგთავაზოთ ონლაინ ინსტრუმენტების სტატიები, რომლებიც დავყავით 0-დან 12 კლასამდე. ამ სტატიაში ვისაუბრებთ 0 კლასზე. 

როდესაც ონლაინ მუშაობის აუცილებლობა გაჩნდა, ყველა ჩვენგანმა იმ საშუალებებით და ინსტრუმენტებით დაიწყო სახლიდან მუშაობა, რაც იმ მომენტში გააჩნდა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ლეპტოპი გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი ყველა ადამიანის ყოველდღიურობაში.

რა იყო ჩვენი პირველი ნაბიჯები? ვიპოვეთ თავისუფალი ოთახი, საიდანაც შევძლებდით მუშაობას და ონლაინ შეხვედრების გამართვას. ოთახი როგორიც იყო ისეთად ჩანდა შეხვედრებზე, უკან ფონს დიდად ყურადღებას არ ვაქცევდით, იმ განათებით დავკმაყოფილდით რაც ოთახში გვქონდა, იმ ტექნიკურ აღჭურვილობას ვიყენებდით რაც გაგვაჩნდა - სწორედ ასე გამოიყურება 0 კლასის ვიდეო კომუნიკაცია. 

ამ დროის განმავლობაში ჩვენ ყველა კლასი გამოვიარეთ და ზუმის მაგალითზე ვიდეოში გაჩვენებთ თუ როგორ გამოვიყურებოდით 0 კლასში. 

ვანო, ჩემი კოლეგა იმყოფება კაბინეტში, მის უკან ჩანს სურათებიანი კედელი, მარჯვნივ ფანჯარა და მარცხნივ თაროებიანი კედელი. ლეპტოპი დგას დაბალ მაგიდაზე და მოსაუბრე იყურება ზემოდან, რომელიც ზის სავარძელზე. უნდა აღინიშნოს, რომ ვანოს უკვე აქვს კარგი კომპიუტერი, ბოლო თაობის მაკბუკი, მისივე ვებ კამერით არის ჩართული ხოლო ინტერნეტი არის სახლის Wi-Fi.

ჩემი ხმა ვიდეო შეხვედრისას ისმის წყვეტილად, უნდა აღინიშნოს რომ Wi-Fi კარგად არ მიმუშავებს, მოდემი აყენია დიდ ოთახში და მოწყობილობა არის სუსტი, იმისთვის, რომ სახლის ყველა ოთახში ინტერნეტი კარგად იჭერდეს, პერიოდულად ჩემი ხმა ისმის, მაგრამ ვიდეო გამოსახულება იჭედება. ოთახში სამუშაო, საოფისე სკამი დგას, ლეპტოპი კი კარგი მოდელია, მაგრამ ცოტა მოძველდა, ვებ კამერაც თავისი აქვს, დინამიკი კი კარგად არ მუშაობს. განათებას რაც შეეხება, მხოლოდ იმით მიწევს დავკმაყოფილდე, რა განათებაც ოთახშია, შუაში ერთი ნათურა.  

ვიდეო შეხვედრის დროს ვცდილობ გავაზიარო ეკრანი სადაც ჩავრთავ ვიდეოს, თუმცა სუსტი ინტერნეტის გამო, ფაქტობრივად, აზრი არ აქვს ეკრანის გაზიარებას. თუმცა, ვიდეოსგან განსხვავებით, გაზიარებული სლაიდები უკეთესად ჩანს.  

პირველ რიგში, შეფასებისთვის რომ ითქვას ვიდეოს გამოსახულება და ხარისხი ვერ დავინახეთ, ალბათ ინტერნეტის ბრალია, განათებაზეც შეიძლება ითქვას რომ სანდრო არ ჩანს საერთოდ. ხმის გასაგებად ხანდახან ყურების დაძაბვაა საჭირო. 

სანდროსთან ვანოს გამოსახულება არ გაჭედილა, მაგრამ პერიოდულად ნაწყვეტებად ჩანდა და ხმაც წყდებოდა. შედეგად, ზუმმა ვიდეოს ზომა დააპატარავა და ოპტიმიზაცია გაუკეთა, რომ სუსტი ინტერნეტის დროს მაქსიმალურად კარგად ემუშავა. 

0 კლასის ვიდეო ზარი დამეთანხმებით, რომ საკმაოდ ცუდად გამოიყურება. ასევე გვესმის, რომ ბევრ ადამიანს შესაძლოა არ ჰქონოდა მაღალი ხარისხის ლეპტოპი თუ ვებკამერა, ინტერნეტის ხარისხს რომ დავანებოთ თავი. 

0 კლასის ვიდეო ზარის შეჯამება რომ გავუკეთოთ ვნახეთ, რომ, ვანო იყურება ზემოდან ქვემოთ, წინიდან აქვს განათება დაყენებული რომ კარგად გამოჩნდეს, მოსაუბრე, სანდრო, კი გამოდის, რომ ქვემოდან უყურებს ვანოს. წარმოიდგინეთ ადამიანი თავზე რომ დაგადეთ და ზემოდან გიყურებდეთ და ისე გესაუბრებოდეთ საქმეზე, ამაში კომფორტული ნამდვილად არაფერია. მეორე მინუსი კი მიკროფონია, თუ შეხვედრაზე ერთმანეთის ხმა კარგად არ გავიგეთ, საერთოდ რა აზრი აქვს ამ შეხვედრას. მესამე თავისებურება არის, რომ თუ სახლში არსებული ინტერნეტი მხოლოდ საოჯახო საქმეებისთვის გამოდგებოდა და მომწოდებელმა რა Wi-Fi დაგვიყენა იმით ვკმაყოფილდებით, ონლაინ მუშაობის ეპოქაში ეს ინტერნეტი არასაკმარისი აღმოჩნდა. ასევე, თუ არ გვექნება კარგი დინამიკები, მოსაუბრეს როგორი კარგი მიკროფონიც არ უნდა ჰქონდეს, ჩვენ ხმას მაინც ვერ გავიგებთ. ყურადღება მისაქცევია ფონი, განათება და ა.შ. ანუ ის გარემო რა გარემოდანაც ვხვდებით ადამიანებს.

ყველა ვყოფილვართ ისეთ შეხვედრებზე, სადაც ვიღაცა გაივლის-გამოივლის, ჩანს არეული ოთახი. ერთი თანამშრომელი მოწესრიგებული ოთახიდან რომ ერთვება და მეორე არეული საწოლის ფონით, რა თქმა უნდა, განსხვავებული შთაბეჭდილება შეგვექმნება ამ ორ ადამიანზე.

მოკლედ, ვიდეო შეხვედრას 0 კლასში ძალიან ბევრი მინუსი აქვს, 1 კლასში როდესაც გადავალთ ვნახავთ რა გაუმჯობესებები გვექნება. აუცილებელია გაკეთდეს ეტაპობრივი ინვესტიციები ისე რომ ბევრი ფული არ დავხარჯოთ.

შემდეგ სტატიაში მოგიყვებით, რომ ლეპტოპი ნორმალურად განათავსოთ მაგიდაზე,  ფონს ყურადღება მივაქციოთ, კარგი ყურსასმენი და მიკროფონი გამოვიყენოთ, Wi-Fi გავაუმჯობესოთ და შესაძლოა განათებასაც მივაქციოთ ყურადღება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 ნოემბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები. თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის . . .

ვის ვუყვარვართ?

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით. . . .

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები