დაადელეგირე ან მოკვდი

დაადელეგირე ან მოკვდი


ამ სტატიის სათაური საკმაოდ დრამატულად ჟღერს, თუმცა კარგად უსვამს ხაზს დელეგირების საჭიროებას. 

სწორედ ამ სათაურით 5-6 წლის წინ დაიწერა სტატია, სადაც საუბარი იყო, რომ დელეგირება კარგი რამ კი არ არის, არამედ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თქვენი მენეჯერული და კარიერული განვითარებისთვის. 

თქვენი ყურადღებაც სწორედ იმაზე გვინდა გავამახვილოთ, თუ რატომ არის დელეგირება ასეთი მნიშვნელოვანი. 

რა არის დელეგირება?

დელეგირება არის კონკრეტული საქმის გადატანა ადამიანზე. ის განსხვავდება დავალების გაცემისგან. დავალება არის მოკლევადიანი საქმე, რომელიც დელეგირებული საქმისგან განსხვავებით მოკლევადიანია და ერთჯერადი. დელეგირებული საქმე არის მოვალეობა, რომელიც გადააბარეთ შესაბამის თანამშრომელს. 

რატომ არის დელეგირება ასეთი კრიტიკული და რატომ გვიწევს ამაზე ლაპარაკი?

წარმოიდგინეთ თასი, რომელიც სავსეა ბურთებით. თქვენი სამუშაო დღე და საათები არის თასი, ხოლო ბურთები გამოხატავენ საქმეებს. ეს საქმეები შეიძლება იყოს დოკუმენტებთან დაკავშირებით, კოლეგებთან ურთიერთობა, შეხვედრები, თათბირები, დამკვეთებთან ურთიერთობა და ა.შ. ეს ყველაფერი ავსებს თქვენს სამუშაო დღეს ანუ თასს.

ამ ძირითად საქმეებს ემატება პატარ-პატარა საქმეები, რომლებიც დაუგეგმავად, ყოველდღიურობაში გამოხტება ხოლმე.

თუ გაგიჩნდათ შეკითხვა, რომ მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყველაფერს კარგად უმკლავდებით, რა საჭიროა დელეგირება? გეტყვით, რომ თქვენს უფროსს, იერარქიულად თქვენს ზემდგომს ასევე აქვს თასი საქმეებით სავსე და ადრე თუ გვიან აუცილებლად გადაწყვეტს საქმეების თქვენზე გადმობარებას. სწორედ ამ დროს თქვენს ისედაც სავსე თასს დაემატება საკმაოდ დიდი ბურთი, დიდი იმიტომ, რომ ის საქმე თქვენთვის იქნება ახალი, რომელიც იმაზე მეტ დროს და რესურსს საჭიროებს, ვიდრე თქვენი არსებული საქმეები.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, პროფესიული წინსვლისთვის საჭიროა ახალი საქმეების დამატება. თუ მუდამ ერთი და იგივე საქმე აკეთეთ წინ ვერ წახვალ ვერც თანამდებობრივად და ვერც მატერიალურად.

როდესაც თავად მიდიხართ თქვენს უფროსთან და სთხოვთ, დაგავალოთ თქვენთვის საინტერესო საქმე თქვენნაირი თანამშრომელი ფასდაუდებელი იქნება, კომპანიები მათ სანთლით ეძებენ და მათი დაწინაურებაც მარტივად ხდება. 

მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, თქვენი უფროსის ჯამიდან რომ აიღებთ ბურთს, ეს არის თქვენთვის სიახლე, ახალი გამოწვევა, წინ გადადგმული ნაბიჯი.

თუმცა თქვენ ჯამში ასეთი ახალი ბურთის ადგილი არ არის. როგორ შეიძლება იპოვოთ ადგილი? სწორედ აქ შემოდის დელეგირების აუცილებლობა, საჭიროა იმის გაანალიზება, რომ აუცილებლად საჭიროა მუდმივად ადგილის გათავისუფლება ჯამში, კალენდარში თუ სამუშაო დღეში. „თავზე დაყრილი“ საქმეებით საბოლოოდ ვერაფერს გააკეთებთ. სამუშაო გრაფიკის დალაგება დელეგირებით და რაღაცებზე უარის თქმით ხდება. 

თქვენ თუ კარგად დელეგირება არ შეგიძლიათ, თქვენი წინსვლა და განვითარება საფრთხეშია. ამიტომ არის დელეგირება კრიტიკული თქვენი წარმატებისა და განვითარებისთვის.

დელეგირების პროცესი ხანგრძლივია და რამდენიმე დღეში არ სრულდება. თუ თქვენი უფროსი დაგავალებთ ახალ საქმეს, აუცილებლად გექნებათ შეკითხვები, აუცილებლად დაგჭირდებათ პერიოდულად მასთან გარკვეული საკითხების გავლა. სწრაფი დელეგირება მთავრდება შეცდომებით, პრობლემებით და კამათით. სწორედ ამიტომ, საჭიროა, გამართულად გქონდეთ აწყობილი დელეგირების პროცესი და მხოლოდ მაშინ გათავისუფლდეთ საქმისგან, როდესაც ხვდებით რომ გაიჭედეთ, არასწორია. 

ყოველდღიურად იფიქრეთ თქვენს ჯამში რა არის ისეთი, რაც ნელ-ნელა უნდა გადააბაროთ სხვას. ნებისმიერ თანამშრომელს სჭირდება დრო, რომ ისწავლოს და გაერკვეს ახალ საქმიანობაში. და როგორც კი ბოლომდე გადააბარებთ სხვას საქმიანობას, მაშინ გამოთავისუფლდება თქვენს ჯამში ადგილი და შეგეძლებათ ახალი საქმეების დამატება.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
24 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები