"დაკიდება" ანუ Quiet Quitting

"დაკიდება" ანუ Quiet Quitting


მოგეხსენებათ 2021 წელს, პანდემიის შედეგად ამერიკაში და მსოფლიოს მასშტაბითაც რამდენიმე ახალი ტენდენცია დამკვიდრდა შრომის ბაზარზე.  

მათ შორის ერთ-ერთი იყო დიდი განსვლა, ანუ მილიონობით ადამიანმა დატოვა სამსახურები და გადაინაცვლა სხვა სამსახურებში. შედეგად ბევრ კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა და ბევრმა იხეირა. დიდი ანალიზი გაკეთდა თუ როგორმა კომპანიებმა იზარალეს და როგორებმა იხეირეს.  

მეორე სერიოზული ტენდენცია იყო, რომ ადამიანების ნაწილმა არ დატოვა სამსახურები მაგრამ გადაწყვიტა ე.წ. Quiet Quitting ანუ უჩუმრად წასვლა სამსახურიდან. ეს ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ვრჩები ორგანიზაციაში და „ფეხებზე ვიკიდებ“ საქმის კეთებას, ოღონდ ისე გავაკეთებ ამას, რომ უფროსებმა ვერ შემამჩნიონ, ანუ სამსახური მინდა  რომ შევინარჩუნო, მაგრამ საქმე არ ვაკეთო. შეიძლება იფიქროთ, რომ რამდენი ხანია ქართველებმა აღმოაჩინეს ეს მიდგომა და ამერიკელებმა სულ რაღაც 2021 წელს დაიწყეს ამის კეთება, შეიძლება გარკვეულწილად ეს მოსაზრება სწორიცაა, მაგრამ ახლა ამ ქმედებაზე ვსაუბრობთ Z თაობის კონტექსტში.  

საქმის არ კეთება სამსახურში შეიძლება არ არის ზეტების ექსკლუზივი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრი ზეტი ირჩევს ზუსტად ამ სტრატეგიას. მათი ფიქრებია, რომ „ვერ ავენთე მე, როგორც ზეტი, ამ კომპანიაში, არ შემომთავაზეს „გეიმიფიქეიშენი“, აქტიური სწავლების სტრატეგია, ეჯაილ მართვის სისტემა ა.შ. თუმცა, წასვლაც არ მინდა, საკმაოდ კარგ კომპანიაში ვარ და კარგი პირობები მაქვს, მაგრამ ვერ ვარ მოტივირებული, ამიტომ ვამბობ, რომ რა უჭირს ვიმუშავებ, ნომინალურად შევასრულებ ჩემ მოვალეობებს და ვიქნები ჩვეულებრივად, როგორც კი მოთხოვნები წამომეწევა უცბად გავაქტიურდები, მენეჯერს რომ დავანახო რომ მინდა მუშაობა და მერე ისევ გავპასიურდები. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი აწყდება ამ რეალობას თავის გუნდში.  

როგორ ვებრძოლოთ ამას?  

უებარია, რომ ზეტ თაობა გვყავდეს მუდმივად მოტივირებული. რეალურად 1 კვირიანი პასიურობის პერიოდი ყველას აქვს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. წელიწადში ჯამში 1 თვე თუ პასიურები ვიქნებით ეს ნორმალურიცაა, ხოლო წელიწადში 11 თვე პასიურობა და 1 თვე მენეჯერების დასანახად გააქტიურება უკვე არის Quit Quitting.  

ზეტები აზარტული ხალხია, სამსახურში კომპიუტერული თამაშების ელემენტების შემოტანა დინამიკურობას შემატებს მათ სამუშაო პროცესს და მოტივაციას აუმაღლებს თანამშრომლებს. ზეტებს სწრაფად ცვლადი და სწორი შეთავაზება უნდა გავუკეთოთ, ვიცოდეთ რა უნდათ, რა აინტერესებთ და ამ მიმართულებით განვავითაროთ.  

როდესაც ზეტი Quit Quitting-ს გადაწყვეტს, ძალიან ურთულდება მენეჯერს სამუშაო, განსაკუთრებით ეჯაილ სისტემაში, როდესაც ზეტი თანამშრომელი რამდენიმე გუნდში მუშაობს. მათთვის მარტივია დაუძვრნენ საქმის კეთებას ისე, რომ ეს მენეჯერებმა ვერ აღმოაჩინონ. ერთ უფროსს ჰგონია, რომ მეორე გუნდის საქმეს აკეთებს, მეორე უფროსს ჰგონია, რომ პირველი გუნდის საქმეს აკეთებს, რეალურად კი ზეტი არაფერს აკეთებს. შრომატევადია აღმოაჩინო ზეტი, რომელიც ასე იქცევა და, ფაქტობრივად, შეუძლებელი რომ ეს ქმედება აღკვეთო.  

მილენიალ მენეჯერებს ანუ Y თაობას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მართავენ ზეტებს, ნერვები ეშლებათ ამ საქციელზე, რადგან ისინი არიან საქმისთვის თავდადებული ხალხი და როდესაც ხედავენ, რომ ვიღაც ახერხებს რომ დაუძვრეს საქმის კეთებას ძალიან ბრაზდებიან.  

მილენიალებმა ამას უნდა შეხედონ, როგორც ტექნიკურ საკითხს, თამაშის ნაწილად უნდა აქციონ. თუ ამ ქმედების გამო გადაწყვეტენ, რომ ზეტები ცუდი თანამშრომლები არიან და თავს აარიდებენ მათ სამსახურში აყვანას, ეს კომპანიას ძალიან დააზარალებს, რადგან მომავალი სწორედ ამ ხალხის ხელშია. გარდა ამისა, ტექნიკურადაც შეუძლებელია ზეტებს თავი აარიდოთ, რადგან შრომის ბაზარზე მათი რაოდენობა უფრო და უფრო იმატებს. ასევე,  

ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ხალხია და ყველაზე კარგად იციან კლიენტებს რა უნდათ. საბოლოოდ მოგვიწევს რომ ამ ადამიანების მოთხოვნებს და ფასეულობებს მოვერგოთ, იმისთვის რომ მათი პოტენციალ მაქსიმალურად გამოვიყენოთ.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც Gen Z-ის სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ გარემოში უფროს თაობას მათი არ ესმით . . .

Z თაობასთან მუშაობის პრობლემები

Gen Z-ის დარჩება ბურთი და მოედანი, ყოველმა შემდეგმა თაობამ აჯობა წინა თაობას, გამონაკლისი არც ეს ახალი თაობაა. . . .

როგორი სამსახური უნდა Z თაობას?

როგორი სამსახური უნდათ Z-ებს? მოკლე პასუხი არის, რომ არანაირი სამსახური არ უნდათ . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები