ICCP - გავლენა, დარწმუნება და მოლაპარაკების ქოუჩი 24 ოქტომბრიდან

ICCP - გავლენა, დარწმუნება და მოლაპარაკების ქოუჩი 24 ოქტომბრიდან


„ფლომასტერი“ გთავაზობთ 8 კვირიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას გავლენა, დარწმუნება და მოლაპარაკების ქოუჩი (ICCP) ნებისმიერი პროფესიონალისთვის.

დარეგისტრირდი ღია ჯგუფში

 

რას მოიცავს გავლენა, დარწმუნება და მოლაპარაკების ქოუჩი (ICCP) პროგრამა: 

  • კვირაში ერთი მოდული,რომელშიც შედის ვიდეო ლექციები (Flowmaster LMS სისტემაში), ინდივიდუალური და ჯგუფური პრაქტიკული დავალებები;
  • საერთო ონლაინ სადისკუსიო სივრცე პროგრამის მონაწილეებისათვის შეკითხვების, რჩევების და ქეისების გასაზიარებლად;
  • კვირაში ერთი, დასკვნითი, შეხვედრა გამოცდილ ტრენერებთან სავარჯიშოებით, კითხვა-პასუხით და განხილვებით;

 

რას მიიღებენ მონაწილეები: 

  • გაზრდილი ეფექტურობა ყოველკვირეულ მუშაობაში
  • უნარები პირადი და პროფესიული განვითარებისთვის
  • კონტაქტების გაფართოების შესაძლებლობა

 

პროგრამის შინაარსი:

გავლენა

  • გავლენის გააზრება: როგორ მუშაობს და რა სახის შეიძლება იყოს გავლენა
  • ნდობისა და ავტორიტეტის, როგორც გავლენის საფუძვლების ჩამოყალიბება.
  • ემოციური ინტელექტი: საკუთარ თავში და სხვებში ემოციების ამოცნობა და მართვა.
  • ძალაუფლების დინამიკა: ძალაუფლების სტრუქტურების იდენტიფიცირება და გამოყენება პროფესიულ გარემოში.
  • სოციალური მტკიცებულება და კონსენსუსი: სოციალური ზემოქმედების ეფექტური გამოყენება.
  • სამართლიანი ურთიერთგაცვლის პრინციპის გამოყენება.
  • აღქმული ავტორიტეტის ჩამოყალიბება და გამოყენება.
  • იშვიათობის და მაღალი ღირებულების შეგრძნების შექმნა.
  • თანმიმდევრულობა და დანაპირების შესრულება: სასურველი ქმედებისკენ მიმავალი ვალდებულებების წახალისება.

დარწმუნება

  • დარწმუნების პრინციპები: ძირითადი ცნებები და ფსიქოლოგიური პრინციპები.
  • ამბების თხრობის ტექნიკა: დამაჯერებელი ნარატივების შექმნა დარწმუნებისთვის.
  • ფორმულირება და რეფორმულირება: ინფორმაციის წარდგენა აღქმაზე გავლენის მოსახდენად.
  • დამაჯერებელი ენა: მამოტივირებელი და დამარწმუნებელი სიტყვებისა და ფრაზების გამოყენება.
  • არავერბალური კომუნიკაცია: სხეულის ენა, თვალის კონტაქტი და სხვა არავერბალური ელემენტები.
  • წინააღმდეგობების დაძლევა: პრობლემების განხილვისა და გადაჭრის ტექნიკა.
  • ურთიერთობის (რაპორტის) დამყარება: კავშირების დამყარება და მოწონება (likability).
  • კითხვების ძალა: საუბრის წარმართვა სწორი კითხვების დასმით.
  • ეთიკური დარწმუნება: დარწმუნების გამოყენება პასუხისმგებლობით და ეთიკურად.

მოლაპარაკება

  • მოლაპარაკების საფუძვლები: ძირითადი პრინციპები და სახეები.
  • მომზადება და დაგეგმვა: მიზნების დასახვა, ინტერესების გააზრება და სტრატეგიების დაგეგმვა.
  • BATNA (შეთანხმების საუკეთესო ალტერნატივა): ალტერნატივების იდენტიფიცირება და გამოყენება.
  • მოლაპარაკების ეტაპები: საწყისი კონტაქტიდან შეთანხმებამდე და დახურვამდე.
  • მოლაპარაკების სტილები და ტაქტიკა: კონკურენტული და თანამშრომლობითი მიდგომები.
  • აქტიური მოსმენის უნარები: მოსმენის დონეები, გააზრება და ეფექტური პასუხი.
  • ღირებულების შექმნა: “ნამცხვრის გაზრდა” გაყოფამდე.
  • კონფლიქტის მართვა: დავების და ჩიხების მოგვარების ტექნიკა.
  • გარიგების დახურვა: შეთანხმების უზრუნველყოფა და ურთიერთვალდებულების დაფიქსირება.

ღია ჯგუფში მონაწილეობისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ორი პაკეტიდან ერთ-ერთი:

  • სრული პროგრამა - ღირებულება - 2 250 ლარი. ჩართული იქნებით კურსის ყველა აქტივობაში.
  • პრემიუმ პაკეტი - ღირებულება - 2 750 ლარი. პრემიუმ პაკეტის შეძენის შემთხვევაში, თქვენ მონაწილეობას მიიღებთ, როგორც სრულ პროგრამაში, ასევე საშუალება გექნებათ დაესწროთ 2 დამატებით შეხვედრას პროგრამის ხელმძღვანელთან ალექსანდრე ჯეჯელავასთან.

კურსის კორპორატიული ჯგუფში ჩატარების სურვილის შემთხვევაში ან სხვა, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: info@flowmaster.online

დარეგისტრირდი ღია ჯგუფში

 

Flowmaster.online — სტატიის ავტორი
12 სექტემბერი 2024 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

ტრენინგები კორპორატიული და ღია ჯგუფებისთვის

„ფლომასტერის“ კურსები სამი ძირითადი პროდუქტისგან შედგება: სამოტივაციო მიმართვები, ერთდღიანი ვორქშოფები, ტრენინგი . . .

MCP - მენეჯერის ქოუჩი 19 ოქტომბრიდან

„ფლომასტერი“ გთავაზობთ 10 კვირიან ინტენსიურ სასწავლო პროგრამას მენეჯერის ქოუჩი (MCP). . . .

Flowmaster LMS - პლატფორმა თვითგანვითარებისთვის

„ფლომასტერი“ გთავაზობთ სწავლის მართვის სისტემას (LMS), რომელიც თვითგანვითარებასა და წინსვლაში დაგეხმარებათ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები