ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი


მენეჯერულ რეალობაში ბევრი ხელმძღვანელი იყენებს წახალისების მეთოდებს, ეს შეიძლება იყოს პირად დონეზე, თანამშრომლისთვის საჩუქრის ჩუქება დაბადების დღეზე თუ ახალ წელს, და შეიძლება იყოს ბონუსები თუ სხვადასხვა წახალისებები. 

არსებობს ჯილდოები, რომლის შესახებაც თანამშრომლებმა წინასწარ იციან და საშუალება აქვთ, რომ ამ ჯილდოსთვის იბრძოლონ. არის შემთხვევები, როდესაც ჯილდოს შესახებ მენეჯერები წინასწარ არ აწვდიან ინფორმაციას თანამშრომლებს, რომ მათი მუშაობა თუ დავალების შესრულება ჯილდოს მოლოდინზე და მიღების სურვილზე არ იყოს დამოკიდებული.  

ამ სტატიაში მოგიყვებით ერთი საინტერესო კვლევის შესახებ, რომელიც სტუდენტებში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, მათ საკმაოდ რთული დავალების შესრულება სთხოვეს, რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში გამარჯვებულს საშუალება ექნებოდა, აერჩია მისთვის საყვარელი და სასურველი ცნობილი ადამიანი, რომელიც დავალებული სამუშაოს შესრულების შედეგად კოცნით დააჯილდოვებდა. სტუდენტებს ასევე ჰქონდათ საშუალება, არჩევანი გაკეთებინათ, თუ როდის მიიღებდნენ დამსახურებულ კოცნას სასურველი ადამიანისგან: სამუშაოს შესრულებისთავანე, ერთ კვირაში ან ერთ თვეში. სტუდენტების უმეტესობამ კოცნის მიღება სამუშაოს დასრულებიდან 1 კვირის თავზე ამჯობინეს. 

კვლევის ავტორების განმარტებით, ადამიანებისთვის ჯილდოს მიღება ისეთივე სასიამოვნოა როგორც ჯილდოს მიღების მოლოდინი. ასეთ დროს გამარჯვებული ამაყად უზიარებს გარშემომყოფებს, რომ ის, პირობითად, ორშაბათს მიიღებს დამსახურებულ ჯილდოს  და გამარჯვების სასიამოვნო შეგრძნებაც უფრო ხანგრძლივია. ასეთ დროს, ფაქტობრივად, ადამიანი ორ ჯილდოს იღებს - თავად ჯილდოს და ჯილდოს მოლოდინს. 

ასეთი მიდგომა შეიძლება გამოგადგეთ თქვენს თავთან და თანამშრომლებთან იმისთვის, რომ უფრო სასიამოვნო გახადოთ მიღებული ჯილდოები. კომპანიისთვის დანახარჯი იგივეა, ეფექტი კი უფრო დიდი, თანამშრომლებში კომუნიკაცია ჯილდოს შესახებ არის მეტი, რადგან მათ ძალიან უხარიათ საამაყო ამბების გაზიარება, ეს კი კომპანიის მიზნებთან მოდის თანხვედრაში. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
4 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

როგორ გავხდე მომსახურე ლიდერი (servant leader)?

მომსახურე ლიდერობა მსოფლიოში გავრცელებული კონცეფციაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები