კრიტიკული აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა
კრიტიკული აზროვნების უნარების ჯგუფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. . . .
კრიტიკულ აზროვნების უნარების ჯგუფში პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინფორმაცია და აღმოჩენა. იგულისხმება, რომ, როდესაც ჩვენ ინტელექტუალური საჭიროება გვიჩნდება, ვიწყებთ ინფორმაციის მოძიებით და მასში ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი რაღაცების აღმოჩენით.
უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, ამ სტატიაში განვიხილავთ მაგალითს.
მენეჯმენტის თემაზე საკმაოდ ხშირად ვკითხულობ წიგნებს და ვცდილობ მუდმივად გავეცნო სიახლეებს, ამჯერადაც მინდა მენეჯმენტის თემაზე საინტერესო და კარგი წიგნების აღმოჩენა. როდესაც ვიწყებთ მოძიებას, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ უამრავი წყარო არსებობს, მილიონი ალტერნატივა, რომელიც ინახავს ჩვენთვის რელევანტურ ინფორმაციას, იქნება ეს საძიებო სისტემები თუ საიტები. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის ინფორმაციის მიღება გსურთ, იქნება ეს სუპის რეცეპტი თუ მენეჯმენტის წიგნების მოძიება, ამის საშუალება ულევია. მოკლედ, დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ მრავალფეროვნება არსებობს და არ ჩავთვალოთ რომ, მაგალითად, რასაც ტელევიზორში ამბობენ არ გვეგონოს ეს ერთადერთი რეალური საშუალება ინფორმაციის მიღების.
მაგალითისთვის განვიხილოთ საძიებო სისტემა Google. როდესაც რაიმე ინფორმაციის მიღება გვინდა, მაგალითად მენეჯმენტის თემებზე გვინდა რომ კარგი წიგნები წავიკითხოთ, „ვგუგლავთ“ მარტივი სიტყვებით - management books, პირველივე გვერდზე საძიებო სისტემა თავად შემოგთავაზებთ სხვადასხვა ვარიანტს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ამ ვარიანტებით შემოიფარგლოთ და აირჩიოთ სასურველი წიგნი, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ Google გთავაზობთ სხვადასხვა საიტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციებსაც.
შეგახსენებთ, რომ ბევრი წყარო არსებობს, თუმცა საჭიროა სანდო წყაროებს დაეყრდნოთ. ჩვენ შემთხვევაში Google გვთავაზობს Monday.com და amazon-ის საიტებს, რომლებიც გვირჩევენ საუკეთესო მენეჯმენტის წიგნებს. Google-მა თავისი საქმე გააკეთა, თვითონაც შემომთავაზა წიგნები და შემომთავაზა ტოპ საიტები, რომლებიც თავის მხრივ, ასევე მთავაზობენ იმ წიგნებს, რითაც ვარ დაინტერესებული.
გამოდის, რომ ფართო არჩევანიდან გადავდივართ ვიწრო სიაზე. ზოგადად რა წიგნები არსებობს იმაზე კი არ ვფიქრობთ, არამედ კონკრეტულ შემოთავაზებულ წიგნებს განვიხილავთ. თუ მე აღმოვაჩენ, რომ ჩემს მიერ არჩეულ წყაროებში მეორდება წიგნები მენეჯმენტზე, რა თქმა უნდა, ვიფიქრებ რომ ეს წიგნი ნამდვილად ერთ-ერთი საინტერესოა.
სწორედ აქ შემოდის კიდევ ერთი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს დასპონსორებული ყალბი და არა სანდრო წყაროების იდენტიფიცირებას და ამოგდებას თქვენი ძიებიდან. წარმოიდგინეთ, რომ ინტერნეტი არის ერთი დიდი ბაზრობა (marketplace) სადაც კომპანიები თუ ადამიანები ცდილობენ გაყიდონ თავიანთი პროდუქტი. თქვენ კი უნდა იცოდეთ, რომ როდესაც Facebook ან Google რაღაცას გთავაზობთ, ეს უპირობოდ არ ნიშნავს, რომ საუკეთესო პროდუქტია. კარგად დააკვირდით და აღმოაჩენთ, რომ ყველა დასპონსორებულ პროდუქტს თუ ინფორმაციას აუცილებლად აწერია “sponsored” ან ინფორმაციის მომწოდებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ესა თუ სტატია თუ პროდუქტი წარმოადგენს რეკლამას.
ასეთი ინფორმაციის გაფილტვრა კრიტიკული აზროვნების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
შემდეგი ეტაპი, რაზეც უნდა ვიფიქროთ არის უკვე მოძიებული ინფორმაციის შენახვა. როდესაც ვიპოვეთ კარგი წიგნები, შევადგინეთ სასურველი სია, შესაძლოა იმ მომენტში არ გაქვთ დრო, რომ დეტალურად გაეცნოთ ტოპ 20 თუ 50 წიგნის შესახებ ინფორმაციას. ძიების პროცესი არ არის ერთჯერად პროცესი, ხშირად როდესაც იწყებ მოძიებას შეიძლება ბოლომდე ვერ მიიყვანო საქმე. აღმოჩენილი წიგნების შენახვა ბევრი საშუალებით შეიძლება, მე პირადად საკმაოდ წარმატებით ვიყენებ სისტემას “evernote”, რაც არა მარტო მოძიებული ინფორმაციის შენახვის საშუალებას მაძლევს, არამედ მარტივად ვუზიარებ ამ ინფორმაციას სტუდენტებს თუ კოლეგებს.
ინფორმაციის შენახვა/გაზიარების შემდეგ მოდის საკვანძო თემებისა და პოზიციების აღმოჩენა. მე კი ავარჩიე რამდენიმე წიგნი, მაგრამ ახლა დროა ჩავუღრმავდე ამ ინფორმაციას და გადავწყვიტო რომელი კონკრეტული წიგნი თუ წიგნები მჭირდება ყველაზე მეტად. ხშირად ისეთ საიტებზე, როგორიც amazon.com არის გვხვდება მომხმარებლების შეფასებები, რომლებიც ძალიან გვეხმარება რომ რეალური ინფორმაცია მივიღოთ პროდუქტის შესახებ. გარდა ამისა, წიგნის შინაარსის გასაგებად არსებობს დამატებითი სერვისები, როგორიცაა “blinkist”- შემოკლებული წიგნების სერვისი, სადაც 20 წუთში არის მოქცეული მთელი წიგნის შინაარსი და სანამ წიგნის შეძენას და საფუძვლიანად წაკითხვას გადავწყვეტ ვუსმენ ან ვკითხულობ blinkist-ს. მეორე ალტერნატივა არის “twelveme”, ანუ 12 წუთში არის მოქცეული წიგნების შინაარსი. იმისთვის, რომ 2-3 დღე არ დავკარგო და წიგნი ჩემთვის გამოუსადეგარი არ აღმოჩნდეს ამ შუალედურ ეტაპსაც ვიყენებ გადამოწმებისთვის.
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წიგნის ასარჩევად მეტისმეტად რთული გზა გავიარე თუმცა მინდოდა იმის ილუსტრირება, რომ ინფორმაციის აღმოჩენის ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანია კრიტიკულად აზროვნების უნარი.
არ აქვს მნიშვნელობა რას ეძებთ, სალათის რეცეპტს თუ სამსახურს, უნდა იცოდეთ, რომ ბევრი წყარო არსებობს და იდენტიფიცირება გაუკეთოთ დასაყრდენ, სანდო წყაროებს და ყალბ წყაროებს, მოაგროვოთ ინფორმაციები სხვადასხვა არხიდან და შესაბამისად, თქვენი ინტერესების მიხედვით გაფილტროთ. რაც უფრო დიდ და მნიშვნელოვან ინფორმაციას ეძებთ, იქნება ეს ჯანმრთელობის საკითხები თუ ვაქცინაცია, შეცდომის საფასური უფრო დიდია. ამიტომ, ჩადეთ დროის რესურსი ინფორმაციის მოძიებაში და ისე მიიღეთ გადაწყვეტილებები.
კრიტიკული აზროვნების უნარების ჯგუფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. . . .
ინტერპრეტაცია და ანალიზი, ანუ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი სწორედ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზია, თუმცა ეს უნარი შეიძლება დამოუკიდებელ პროცესადაც წარმოვიდგინოთ. . . .