კრიტიკული აზროვნება: ინტერპრეტაცია და ანალიზი

კრიტიკული აზროვნება: ინტერპრეტაცია და ანალიზი


კრიტიკული აზროვნების ჯგუფის მორიგ უნარს წარმოადგენს ინტერპრეტაცია და ანალიზი, ანუ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი სწორედ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზია, თუმცა ეს უნარი შეიძლება დამოუკიდებელ პროცესადაც წარმოვიდგინოთ.  

მოძიებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი, თავის მხრივ, რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მეტი თვალსაჩინოებისთვის განვიხილოთ მაგალითი.

პირველი რაზეც ხაზი უნდა გავუსვათ, არის ინფორმაციის მოქცევა კონტექსტში. ერთია რა ინფორმაცია მივიღეთ სხვადასხვა წყაროდან და მეორეა, რომ კონტექსტში უნდა მოექცეს ეს ინფორმაცია.  

ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს სხვა ადამიები მოსაზრების და შეხედულებების მოსმენას და გათვალისწინებას. კრიტიკული აზროვნება თავისთავად გულისხმობს, რომ ჩვენი მოსაზრება არ იბადება ცარიელ სივრცეში და ის ითვალისწინებს კონტექსტსა და გარემოს.  

საბოლოოდ კი, რა ინფორმაციაც მივიღე უნდა მივუსადაგო და დავაკავშირო ჩემს მიერ დასახულ ამოცანასთან.

ზოგადად, კრიტიკული აზროვნების სისტემაში ნებისმიერი შეხება ინფორმაციასთან გულისხმობს რაღაც მიზნის არსებობას.

მაგალითად, ჩემი დღევანდელი ამოცანაა სამსახურის ლეპტოპის შეძენა. წინა ლეპტოპი უკვე წლებია მემსახურება და ვეღარ უძლებს დატვირთვას. იმისთვის, რომ ჩემს საჭიროებებზე მორგებული ლეპტოპი შევიძინო პირველ საინფორმაციო წყაროდ გამოვიყენე youtube.com, სადაც, საკმაოდ ბევრ ვიდეოს ვუყურე.  

შედეგად, ინფორმაციის მოძიების წყარო გადავლახე და გადავდივარ ინტერპრეტაციის და ანალიზის ეტაპზე.  

მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით amazon.com-ზე დავიწყე ლეპტოპების მოძიება. პირველ რიგში, ყურადღებას ვაქცევ დასპონსორებულ შედეგებს, რადგან ვიცი, რომ კონკრეტულმა ადამიანმა და თუ კომპანიამ გადაიხადა ფული, რომ ნებისმიერ საძიებო სისტემას შემოეთავაზებინა ჩემთვის კონკრეტული პროდუქტი. ასეთი შედეგები შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. ამიტომ ვამჯობინებ, რომ გავცდე დასპონსორებულ შედეგებს და ჩემს მიერ არჩეული საიტის შემოთავაზებული ვერსიები განვიხილო.  

წინასწარ ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით, როგორებიცაა 13 ინჩიანი ზომის ლეპტოპი, რომელიც Apple, Deli ან HP ბრენდის უნდა იყოს, 1000$-ის ფარგლებში, ვიწყებ ლეპტოპების შერჩევას. ჩამოთვლილ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაფილტრული მაქვს ინფორმაცია და უკვე დავიწროებულად ვეძებ სასურველ პროდუქტს. ინფორმაციის კონტექსტში მოქცევა სწორედ იმას ნიშნავს, რომ ყველა ლეპტოპი კი არ უნდა დავათვალიერო რასაც amazon.com მთავაზობს, არამედ ჩემი მოთხოვნების და მიზნების მიხედვით გავფილტრო ვარიანტები.  

სხვების მოსაზრების გაცნობა და გათვალისწინება amazon.com-ზე მარტივია, ყველა პროდუქტის ქვემოთ ნახავთ მომხმარებლების შეფასებებს. არ დაგვავიწყდეს, რომ ვინც ფლობს უკვე კონკრეტულ ლეპტოპებს, მათი აზრის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. ამ დროს არ დაგვავიწყდეს, რომ სხვების მოსაზრებები უნდა შევადაროთ ჩვენს მიერ მიღებულ ცოდნას და დავრწმუნდეთ, რომ სწორი და რელევანტური ინფორმაცია გვაქვს ინტერნეტიდან მიღებული.    

გამოდის, რომ ჩვენთვის საჭირო კრიტერიუმების გამოყენება მიღებული ინფორმაციის ანალიზის პროცესში კრიტიკული აზროვნებისთვის მნიშვნელოვანი უნარია.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 ნოემბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

კრიტიკული აზროვნება: ინფორმაცია და აღმოჩენა

კრიტიკულ აზროვნების უნარების ჯგუფში პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინფორმაცია და აღმოჩენა. იგულისხმება, რომ, როდესაც ჩვენ ინტელექტუალური საჭიროება გვიჩნდება, ვიწყებთ ინფორმაციის მოძიებით და მასში ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი რაღაცების აღმოჩენით . . .

კრიტიკული აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა

კრიტიკული აზროვნების უნარების ჯგუფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები