კრიტიკული აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა

კრიტიკული აზროვნება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა


კრიტიკული აზროვნების უნარების ჯგუფში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება.  

უკეთ გასაგებად, შევეცდები თეორიულადაც განვმარტო მიზეზ-შედეგობრიობის კავშირების საკითხი და მაგალითიც მოვიყვანო ჩემი საქმიანობიდან.  

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ რა ინფორმაციაც ვიღებთ და ვაანალიზებთ არსებობს კონკრეტული კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ვადგენთ დაფარულ კავშირებსა და მიზეზებს.  

მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც მოღრუბლული ამინდია და ცოტა ხანში წვიმაც იწყება, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მოღრუბლულობა წინაპირობა იყო გაწვიმების. ასევე, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენივე განწყობა კავშირშია ჩვენს პროდუქტიულობასთან და ესეც მიზეზ-შედეგობრივი კავშირია. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ცდილობს, რომ გამოავლინოს კავშირები და არ ჰქონდეს ბრტყელი წარმოდგენა სამყაროზე.

მაგალითი რომ განვიხილოთ, ერთ-ერთ კომპანიაში, რომელსაც ვეხმარები განვითარებაში, ჩატარდა დირექტორთა საბჭოს სხდომა, რომელმაც ძალიან კარგად და პროდუქტიულად ჩაიარა, დამსწრეებიც და კომპანიის ხელმძღვანელი კმაყოფილები იყვნენ.  

მე დავიწყე გაანალიზება თუ რატომ მოხდა ასე. თუ მინდა რომ იგივე შედეგი მივიღოთ მომავალშიც, ისეთივე სხდომები ჩატარდეს და ყველა კმაყოფილი დარჩეს, აუცილებლად იდენტიფიცირება უნდა გავუგეშოთ ამ დადებითი შედეგების გამომწვევ მიზეზებს. ამიტომ ვიწყებ ფიქრს იმაზე თუ რა ხდებოდა იმ კონკრეტულ შეხვედრაზე.  

პირველი რაც გამახსენდა არის, რომ შეხვედრის დასაწყისშივე მკაფიოდ განისაზღვრა იმ შეხვედრის მიზნები. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი დრო წაიღო ამ ნაწილმა, ვთვლი, რომ ეს დრო დაკარგული არ არის და, პირიქით, საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ყველაფრის წინასწარ დაგეგმვა და მიზნების მკაფიოდ დასახვა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ შეხვედრამ პროდუქტიულად ჩაიარა.  

ამის შემდეგ მახსენდება, რომ ყველა კონცენტრირებული იყო, შეხვედრა დავიწყეთ დილით, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც თანამშრომლები არ იყვნენ სამსახურში მოსულები და ყურადღების გამფანტველი ფაქტორები არ გვიშლიდა ხელს შეხვედრის მიმდინარეობისას. საუბარი საკმაოდ გახსნილი და გულწრფელი იყო, პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მე, როგორც გარე კონსულტანტი ისე ვესწრებოდი შეხვედრას.  

შედეგებს, რომლებსაც ვხედავთ - სხდომამ საკმაოდ კარგად და პროდუქტიულად რომ ჩაიარა, კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, ნაბიჯების გადადგმაც საკმაოდ მალევე დაიწყეს, ეს ყველაფერი უნდა დავუკავშირო იმ რეალობებს, რაც შეხვედრის დროს მოხდა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ დილით ჩატარება კარგი აზრი იყო იმიტომ, რომ კონცენტრირებულები იყვნენ მენეჯერები, ფაქტია, რომ მომავალშიც გახსნილები უნდა იყვნენ, ამას ძალიან დიდი როლი აქვს გადაწყვეტილებების მიღებაში და მესამე, რომ წინასწარ მომზადებამ და დაგეგმვამ ნამდვილად გაამართლა.  

თეორიულად რომ შევხედოთ ამ ამბავს, ჩვენ უნდა გავაანალიზოთ, რომელი შედეგი, დადებითი თუ უარყოფითი, მოჰყვა რომელ კონკრეტულ მოქმედებას, რომელმა მიზეზებმა გამოიწვია ესა თუ ის შედეგები. ცხადია, რომ ყველა მიზეზი ყველა შედეგთან კავშირში არ არის. მაგალითად, შეხვედრა ჩატარდა გენერალური დირექტორის ოთახში, ესეც რეალობაა, ჩვენ, რომ ვიფიქროთ, რომ ამის გამო წარიმართა შეხვედრა დადებითად, ეს ფაქტი არ არის. მახსენდება სხვა შეხვედრებიც სხვა დირექტორების ოთახებში, სადაც გენერალური დირექტორები დომინირებდნენ და გახსნილი და დემოკრატიული შეხვედრა ნამდვილად არ ყოფილა. შესაბამისად ამ ფაქტს ვერ მივაკუთვნებ წარმატების მიზეზებს. მეორე ფაქტი არის, რომ ცოტანი ვიყავით და ვიწრო წრეში ყველას ჰქონდა გამოხატვის თავისუფლება და საშუალება, ესეც შეიძლება მივაკუთვნოთ ან არ მივაკუთვნოთ წარმატების მიზეზებს.  

ყოველ შემთხვევაში, იმის თქმა მინდა, რომ კრიტიკული აზროვნების ძალიან სერიოზული კომპონენტი არის სწორედ მუდმივი სწრაფვა, რომ რაღაცები დავუკავშიროთ რაღაცებს ანუ ვიპოვოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები.

არ არის ფაქტი, რომ ყოველთვის მართლები ვიქნებით და ჩვენი დასკვნები უპირობოდ ჭეშმარიტი იქნება, მაგრამ თვითონ მცდელობა მიზეზ-შედეგობრიობის კავშირების დადგენის, რომ ყველაფერს ჰქონდეს გამომწვევი მიზეზები, არის კრიტიკული აზროვნების განუყრელი ნაწილი და ამაზე დაყრდნობით შედგება კრიტიკული აზროვნების უნარების მთელი ჯგუფი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
22 ნოემბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

კრიტიკული აზროვნება: ინფორმაცია და აღმოჩენა

კრიტიკულ აზროვნების უნარების ჯგუფში პირველი და მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ინფორმაცია და აღმოჩენა. იგულისხმება, რომ, როდესაც ჩვენ ინტელექტუალური საჭიროება გვიჩნდება, ვიწყებთ ინფორმაციის მოძიებით და მასში ჩვენთვის საჭირო და გამოსადეგი რაღაცების აღმოჩენით . . .

კრიტიკული აზროვნება: ინტერპრეტაცია და ანალიზი

ინტერპრეტაცია და ანალიზი, ანუ ინფორმაციის მოძიების შემდეგ, რომელიც შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ პირველი ნაბიჯია, მეორე ნაბიჯი სწორედ ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზია, თუმცა ეს უნარი შეიძლება დამოუკიდებელ პროცესადაც წარმოვიდგინოთ. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები