მაქვს უფლება, რომ ვიყო მე?

მაქვს უფლება, რომ ვიყო მე?


ცხოვრება სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს: პირველი ეს არის 0-დან 20 წლამდე და არის სხვაზე დამოკიდებულების პერიოდი, 20-დან 40 წლამდე, ანუ თავისუფლების პერიოდი და 40 წლიდან იწყება ე.წ. შეგნებული ცხოვრება. 

ახლა რაზეც გვინდა, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილოთ არის, რომ ბავშვობაში სანამ სხვებზე ხართ დამოკიდებული თქვენ ვერ ხართ ისეთი, როგორიც გინდათ, რომ იყოთ. არსებობენ მშობლები, ბებიები და ბაბუები, მასწავლებლები, რომლებიც ფაქტობრივად თქვენს მაგივრად იღებენ გადაწყვეტილებებს. ცხოვრების შემდეგ ეტაპზე ამ ყველაფრისგან თითქოს თავისუფლდებით, მაგრამ ექცევით სამსახურის, კოლეგების, სოციუმის გავლენის ქვეშ. 

საბოლოოდ გამოდის, რომ თქვენი თავისთვის ვერ ცხოვრობთ. ხშირად, ადამიანებს შუახნის ასაკში ე.წ. „midlife” პერიოდში უჩნდებათ შეკითხვა, თუ როდის უნდა დაიწყონ საკუთარი თავისთვის ცხოვრება, როდის უნდა აკეთოს ის, რაც თავად სურთ? 

სწორედ ეს არის ე.წ. კრიზისული პერიოდი და ამ ტკივილების გავლის შემდეგ მოიპოვებთ იმ ყველაზე მთავარ უფლებას - ანუ იყოთ ის, ვინც ხართ. მაგრამ, იმისთვის, რომ იყოთ ის, ვინც ხართ და იცხოვროთ ისე, როგორც თავად გსურთ, ნიშნავს, ჩაეხსნათ იმ ფართოდ გავრცელებულ შეფასებებს, რომლის მიხედვითაც ნახევარი ცხოვრება იცხოვრეთ. ნაკლებად უნდა გაინტერესებდეთ, რას იტყვიან სხვები და წინა პლანზე უნდა წამოიწიოს, თუ რას ფიქრობთ თქვენ. 

რამდენი ნაცნობი გყავთ, რომლებიც თქვენს წინა ვერსიებს იცნობენ? ძველი სამსხურიდან, სკოლიდან, უნივერსიტეტიდან? რომლებმაც არ იციან, ახლა და დღეს როგორი ხართ. დაფიქრდით, ვის როგორი ახსოვხართ. შემდეგ დაფიქრდით, ვინ არიან ისინი, ვინც თქვენი თავის ახლანდელ ვერსიას იცნობენ? გიცნობენ ზუსტად ისეთს, როგორიც ხართ? ან საერთოთ თქვენ თუ იცნობთ რეალურად საკუთარ თავს? 

ამოცანაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ გაიცნოთ საკუთარი თავი. ეს პროცესი იწყება იმ ნებართვის მოპოვებით, რომ იყოთ ის, რაც ხართ. ცხოვრების მესამე ეტაპზე საკმარისად დიდი ხართ იმისთვის, რომ მისცეთ თავს უფლება, იყოთ ის, რაც ხართ და აკეთოთ ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. ამითი იწყება ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, გმირის გზა, ჩვეულებრივი მდგომარეობიდან არაჩვეულებრივ სამყაროში გადასვლა, ახალი სიმაღლეების შემეცნება, როგორც სულიერად, ასევე ინტელექტუალურად.

შედეგად ნახავთ, რომ მთელი სამყაროც თქვენთან ერთად შეიცვლება. გახდება ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ. არსებობს გამოთქმა, თუ გინდათ, რომ მსოფლიო შეცვალოთ, თქვენი თავით უნდა დაიწყოთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
29 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები