მე ეს არ გამომივა

მე ეს არ გამომივა


ადამიანები ყოველდღიურად ამბობენ, რომ მათ რაღაც არ გამოუვათ, იქნება ეს მაგისტრატურაში სწავლა, უცხოეთში წასვლა, ბიზნესის აწყობა, პირადი ცხოვრება და ა.შ.

არსებობს ასეთი გამოთქმა, თუ თქვენ თვლით, რომ რაღაც გამოგივათ ან თვლით, რომ არ გამოგივათ, ორივე შემთხვევაში მართლები ხართ.

მთავარია, რაში დაარწმუნებთ საკუთარ თავს. თუ გჯერათ, რომ მიზანს მიაღწევთ, მაშინ ასეც მოხდება, ხოლო თუ მუდამ გაიმეორებთ, რომ რაღაც არ გამოგივათ, ასეც მოხდება.

ამ საკითხზე დავა, რა თქმა უნდა, შეიძლება. არსებობენ ადამიანები, ვისაც სჯერა, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. ყველაფერს ბედისწერას მიაწერენ, თუმცა ყველა კვლევა, წყარო, თუ გამოცდილება ამ მიდგომას ეწინააღმდეგება.

არ უარვყოფთ, რომ გამოცდილ, მომზადებულ ადამიანებს უმართლებთ. თუმცა, გამართლება მაშინ მოდის, როდესაც რაღაც საქმისთვის იბრძვით, წინ მიიწევთ და ვითარდებით. 

ამ სტატიაში, გვინდა გესაუბროთ იმაზე, რაზეც ფიქრობთ, რომ არ გამოგივათ.

წიგნში Get Out of Your Head and into Yout Life (Unfuck Yourself series), კარგად არის გადმოცემული ერთ-ერთი საკითხი - ადამიანები თავის თავს აპროგრამებენ წარუმატებლობაზე. თუ ამბობთ, რომ მაგალითად, პირადი ცხოვრება ვერ აგეწყობათ, რომ სულ გასაჭირში იქნებით, ბიზნესს ვერ გააკეთებთ, შემოსავალი მაღალი ვერ გექნებათ, რეალურად თქვენს შინაგან სამყაროს განაწყობთ და ამზადებთ წარუმატებლობისთვის. საბოლოო ჯამში, ასეთ დაპროგრამებას მივყავართ ზუსტად იმისკენ, რაზეც დავაპროგრამეთ ჩვენი გონება და როდესაც ზუსტად ეს შედეგები დგება, ვიყენებთ ჯადოსნურ ფრაზას: აი ხომ ვამბობდი. 

ადამიანის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული მტერი არის საკუთარი გონება, რომელიც აპროგრამებს მას წარუმატებლობაზე. 

მაგალითისთვის, განვიხილოთ სიგარეტისთვის თავის დანებება. ხშირად გვსმენია, რომ მწეველი ამბობს, არ უნდა თავის დანებება ან უნდა და ვერ შეძლებს, სწორედ ასეთი განწყობაა მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ვერ ანებებს ამ მავნე ჩვევას თავს. 

დაფიქრდით, თქვენს თავს რაში არწმუნებთ, საით მიგყავთ თქვენი გონება და ცხოვრება. 

გირჩევთ, დაიჯეროთ თქვენი თავის, რომ ყველაფერი გამოგივათ. თუ დიდი რაღაცის არ გჯერათ, დაიჯერეთ პატარ-პატარა ნაბიჯების და ნელ-ნელა მიდით გრანდიოზულ შედეგამდე. არ დაჯერებაში არაფერს გაძლევთ. საკუთარი თავის რწმენა მოქმედებისკენ, განვითარებისკენ გიბიძგებთ.

ნეგატიური აზროვნება ძალიან ამძიმებს ადამიანების ცხოვრებას. საბოლოოდ, დაგრჩებათ აზრები და საუბრები, რომ მთელი ცხოვრება ცდილობდით რაღაცას და არ გამოგივიდათ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
11 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები