მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
როდესაც ცვლილებებზე ვსაუბრობთ და ცვლილებების მართვაზე, რა თქმა უნდა, უნდა შევეხოთ წინააღმდეგობების თემას. ნებისმიერ ცვლილებას შეხვდება წინააღმდეგობა. რაც უფრო მასშტაბურია ცვლილება, მით უფრო მეტი წინააღმდეგობა შეხვდება. პირველ რიგში, დავსვათ შეკითხვა რატომ არსებობს ეს პრობლემა? რატომ უნდა შეხვდეს ყველა ცვლილებას წინააღმდეგობა? პასუხი არის კომფორტის ზონა. ასეთი გამოთქმა არსებობს, “კომფორტის ზონა არც ისეთი კომფორტულია". კომფორტს კარგი გაგებით არ ვგულისხმობთ, უფრო შეჩვეულის გაგებით ვახსენებთ. ამისთვის ქართველებს გვაქვს სწორი გამოთქმა “შეჩვეული ჭირი.” უნდა ვიცოდეთ, რომ ხალხი ეჩვევა თავის ცხოვრებას, შეიძლება ისეთ ცუდ სისტემებს იყვნენ შეჩვეულები, რომ როგორც ახალ თანამშრომელს, როგორც ინოვატორს გიკვირდეთ. ძალიან გიკვირდეთ როგორ შეიძლება შეეჩვიო ასეთ ცუდ ოფისს, გარემოს, სისტემას, ურთიერთობებს და ა.შ. თუმცა ადამიანის ადაპტაციის უნარი ზუსტად მაგაში მდგომარეობს, რომ შეჩვეული არიან ისეთ რამესაც, რაც შეიძლება თქვენ ვერ წარმოიდგინოთ. “შეუჩვეველს ნუ მიაჩვევო” ასეთი მოწოდებაც გვაქვს რაც, რა თქმა უნდა, ცვლილებების მართვიდან არ არის, მაგრამ ადამიანებს არ უნდათ, რომ შეჩვეულს გადაეჩვიონ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და შევეგუოთ რომ ცვლილებას ახლავს წინააღმდეგობა.
თქვენ თუ რაღაცას ცვლით და დიდი წინააღმდეგობა არ არის, ეს ნიშნავს რომ ისეთს არაფერს ცვლით, ან ხალხი არ აპირებს ამ ცვლილების გამოყენებას. აიტი ბიზნესში, სადაც 20 წელი გავატარე, შემხვედრია პროექტები, რომელზეც დიდად არავინ ღელავდა, ეს ძალიან ცალსახად ნიშნავს, რომ ხალხი არ აპირებს გადაეწყოს ამ ახალ რაღაცაზე და აპირებენ რომ ეს თემა მშვიდობიანად გაატარონ. იგივე შეეხება ტრენინგებს, სადაც ზოგი მონაწილე ღელავს, ჩართულია, კითხვებს სვამენ და გვედავებიან ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად უდგებიან ცვლილებას, თუ ისე გისმენენ როგორც მუსიკას ან რადიო გადაცემას ეს ნიშნავს, რომ დიდად არ აპირებენ ცვლილებებს. ამიტომ, წინააღმდეგობაზე კი გული გვწყდება და ვნერვიულობთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ, პირიქით, ეს კარგის მანიშნებელია. წინააღმდეგობა არის ცვლილების ნიშანი, ამიტომ ეს ამ პროცესის როგორც ბუნებრივი ნაწილი ისე უნდა მივიღოთ.
მეორე ასპექტი არის, ცვლილების სისწრაფე. როგორც ბუნებაში მოძრაობის სიჩქარე ზრდის ჰაერის, გარემოს და წყლის წინააღმდეგობას, ასევე სწრაფი ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის წინააღმდეგობას. თქვენ თუ ნერგავთ ახალი შეფასების სისტემას ან ახალ სოფტს და დანერგვის ვადას გაანახევრებთ, ეს ორჯერ კი არ გაზრდის წინააღმდეგობას, შეიძლება გაზარდოს ათჯერ. ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალოთ რეალურად რა სისწრაფით შევძლებთ ცვლილებების შემოტანას. იქნება ეს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები, ევროინტეგრაციასა, კულტურის ცვლილება თუ სხვა ნებისმიერი.
კიდევ ერთი რაც წინააღმდეგობაზე საუბრისას აუცილებლად უნდა ვთქვათ არის, რომ არსებობს რაციონალური წინააღმდეგობა, როდესაც ადამიანი გვიხსნის თუ რის გამო ეწინააღმდეგება მაგალითად, ახალ პროგრამაზე გადასვლას, რომ რეპორტი ვერ კეთდება, ინტეგრირებული არ არის საგადასახადო კანონმდებლობასთან და ა.შ. ეს საკითხი უნდა მოვაგვაროთ და საწინააღმდეგოში დავარწმუნოთ. და არსებობს ირაციონალური წინააღმდეგობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში რაციონალური წინააღმდეგობის უკან იმალება. ამ დროს წინააღმდეგობის მიზეზებია: არ ვიცი, მეზარება, მეშინია, მითხრეს რომ კარგი არ არის, რაღაც მსმენია, ჭორები მოვიდა, კურილკა მუშაობს და ა.შ. ამიტომ მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხუთი რაციონალური არგუმენტი თუ გითხრეს, ამით არ მთავრდება მიზეზები. ადამიანებს დაუჯერებელი რამეების სჯერათ და ირაციონალური წინააღმდეგობა საკმაოდ ყურადსაღები კომპონენტია. საჭიროა სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს. როგორც ნებისმიერ პირად ურთიერთობაში არ შეიძლება სუბიექტური მომენტების იგნორირება, ასევე არ შეიძლება ცვლილებების მართვაში.
რა ვქნათ? აქ მოკლედ გავცემ ამ შეკითხვას პასუხს. შემდეგ შეიძლება უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამაზე. პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ წინააღმდეგობები ცვლილებების მართვის პროცესის ნაწილია. იმის თქმა მინდა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ჩვეულებრივი ამბავია და მიეხედება ყველა წინააღმდეგობას. ხან შენელება მოგვიწევს, ხან მეტი კომუნიკაცია, ხან მეტი პატივისცემის გამოხატვა, საბოლოო ჯამში, აუცილებლად მოვერევით ნებისმიერ წინააღმდეგობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოგვერევა. პროექტები რომ ვარდება და იწელება ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ბუნებრივი პროცესების აღიარება არ მოხდა.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .