ნულოვანი აზროვნების მეთოდი

ნულოვანი აზროვნების მეთოდი


ნულოვანი აზროვნების კლასიკური მაგალითია, როდესაც ორი ადამიანი ელოდება ტრანსპორტს გაჩერებაზე. ერთი მათგანი უკვე 25 წუთია იცდის და მეორე 3 წუთი. ავტობუსი კი მოვა 5 წუთში. უცბად რაღაც იცვლება და დაფაზე ეწერება რომ ავტობუსს აგვიანდება და 5 წუთის ნაცვლად მოვა 15 წუთში. ამ დაგვიანების გამო ორივე ადამიანს საქმე უფუჭდება და დანიშნულების ადგილზე დააგვიანდებათ. საინტერესოა, ამ დროს რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაელოდებიან თუ სხვა ტრანსპორტით წავლენ. 

ვინც დიდი ხანია იცდის, მისთვის რთულია გასული 25 წუთის წყალში გადაყრა და მიაჩნია, რომ კიდევ 10 წუთი ლოდინი არაფერს დააკლებს და რჩება, ხოლო ვინც 3 წუთია იცდის, მას რომ 8 წუთი უწევდა ლოდინი ახლა 18 წუთი უწევს და მიდის დანიშნულების ადგილზე სხვა ტრანსპორტით. 

იგივე ხდება ეკონომიკაში - ხშირად ადრე გაწეულ ხარჯებს ითვალისწინებენ სამომავლო გადაწყვეტილებებში. 

სამსახურეობრივი რეალობის მაგალითი რომ განვიხილოთ, დავუშვათ, ორ თანამშრომელს უსამართლოდ მოექცა ხელმძღვანელი, ერთი მათგანი ახალი მოსულია, ხოლო მეორე უკვე 7 წელია ამ კომპანიაში მუშაობს. ამ უსამართლობას გაცილებით ნაკლები უარყოფითი რეაქცია მოჰყვება ძველი თანამშრომლისგან, რადგან ის უფრო შეჩვეულია ორგანიზაციულ კულტურას, მას უფრო ბევრი რამ აკავშირებს ამ სამსახურთან. 

მოკლედ, ადამიანები მიჩვეულები არიან იმას, რასაც დიდი ხანია აკეთებენ და ძირითად შემთხვევაში იგივეს კეთება უნდათ. 

 

სწორედ აქ შემოდის ნულოვანი აზროვნების მეთოდი, საკმაოდ რადიკალური მიდგომა, მაგრამ საკმაოდ სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებისას.

ეს მეთოდი ამბობს, რომ, მაგალითად როდესაც დილით მიადგებით სამსახურის კარს, გაჩერდით, შეათვალიერეთ გარემო და დაფიქრდით, დღეს პირველად რომ შედიოდეთ ამ კარში, პირველი დღე რომ იყოს აქ მუშაობის, ზურგს უკან არაფერი რომ არ გქონდეთ ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული, შეხვიდოდით თუ არა. 

ამბობენ, რომ ეს მეთოდი გვეხმარება, რეალობა განვასხვავოთ ჩვენი სენტიმენტებისგან. 

ცოტა უფრო რადიკალური მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ჩვენ ყველა ძალიან ბევრ ადამიანთან ვურთიერთობთ. ნულოვანი აზროვნება გვეუბნება, რომ დაფიქრდით, ახლა რომ იყოს კონკრეტულ ადამიანთან დამეგობრების დრო, დაუმეგობრდებოდით თუ არა? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ყველაფერი რიგზეა. მაგრამ თუ დღეს აღარ დამეგობრდებოდით და მხოლოდ იმიტომ გაქვთ ურთიერთობა, რომ დიდი ხანია იცნობთ, საერთო მოგონებები გაქვთ, მაშინ კარგად უნდა დაფიქრდეთ.

ორგანიზაციის ხელმძღვანელებს ვურჩევთ, რომ დაფიქრდნენ თავიანთ თანამშრომლებზე, დღეს რომ იღებდნენ მათი დაქირავების გადაწყვეტილებას რას იზამდნენ?

ნულოვანი აზროვნება გვეხმარება, რეალობა განვასხვავოთ ჩვევისგან, მიჩვევისგან და ინერციისგან. 

თქვენი შემდეგი გადაწყვეტილებისას გამოიყენეთ ეს მეთოდი, რადგან შესაძლოა ის ძალიან გამოგადგეთ და დაგეხმაროთ კარიერულ წინსვლაში. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები