ორგანიზაციული განვითარება



"ფლომასტერი” გთავაზობთ ტრენინგებს ორგანიზაციებისთვის, როგორც ცოცხალ, ისე ონლაინ და ჰიბრიდულ რეჟიმში. ჩვენს ტრენერებს აქვთ 15+ წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროებში. ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე და ამიტომ, დროის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა რეალური სიტუაციების, ამოცანებისა თუ პროექტების განხილვას. „ფლომასტერის“ გამოცდილი ტრენერები დაეხმარებიან თქვენს ორგანიზაციას წინსვლაში და გუნდს - პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაში. 

"ფლომასტერი" გთავაზობთ ორგანიზაციული განვითარების პროექტებს შემდეგი მიმართულებით:

- მენეჯმენტი (პროექტების მენეჯმენტი, IT მენეჯმენტი, ფინანსური მენეჯმენტი) 

- პროექტის მართვა (ტრადიციული მეთოდები, ეჯაილი) 

- გუნდურობის განვითარება

- ლიდერობა (კომუნიკაციის სტილები,  უკუკავშირი და შეცდომების ანალიზი, ემოციური ინტელექტი) 

- ბიზნეს კომუნიკაცია 

- პროდუქტიულობა (დროის მენეჯმენტი, მოტივაცია) 

- ხარისხის მართვა 

- გაყიდვების და მოლაპარაკების უნარები

თუ ამ ჩამონათვალში ვერ იპოვეთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ თქვენი გუნდის საჭიროებები, შევარჩიოთ შესაბამისი კურსი და დავუკავშირდეთ საქართველოში მომუშავე ნებისმიერ ტრენერს. 

მსგავსი ბლოგები

მსგავსი ბლოგები არ მოიძებნა

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები