Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას


წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ადრეული ასაკიდან გამომძიებლობაზე ოცნებობდა, თუმცა გარკვეული ფიქრის შემდეგ, როდესაც პროფესიის არჩევაზე მიდგა საკითხი უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლას საკმაოდ წარმატებით ართმევდა თავს სწავლას. თუმცა არსად წასულა გამომძიებლობაზე ფიქრი და ოცნება და სწორედ ამ მისწრაფებამ უბიძგა იმისკენ, რომ იურიდიულ ფაკულტეტზე გადასულიყო. მშობლებისგან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ამ ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ის საქმე ეკეთებინა რაც მოსწონდა

საკითხი მდგომარეობს შემდეგში, პირველ რიგში, ყველა ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც უნდა, თუმცა როდესაც ვსაუბრობთ მშობლებისგან წამოსულ წინააღმდეგობაზე, უნდა იცოდეთ, რომ ისინი არ დარდობენ იმაზე თუ კონკრეტულად რას გააკეთებთ, რა საქმიანობა გექნებათ, მთავარია გქონდეთ საქმიანობა და სამსახური, მათ თქვენი დიპლომი ანაღვლებთ, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სამსახურს გაშოვნინებთ.  

მაგალითად, მე ვარ ტრენერი, არასდროს არავის ჩემი დიპლომი არ შეუმოწმებია. რეალურად რა დიპლომი უნდა ჰქონდეს ტრენერს? ფილოლოგი უნდა იყოს გამართულად რომ საუბრობდეს? თუ მეცნიერი ფილოსოფოსი? ძალიან ბევრი პროფესია არსებობს, რომლებიც პირდაპირ დიპლომთან მიბმულ არ არის.   

თუ შენი საქმიანობა გამომძიებლობაა შეიძლება გქონდეს იურისტის დიპლომიც, კრიმინალისტის დიპლომიც და ქიმიკოსის დიპლომიც. ისეთ პროფესიებშიც კი, რომლებიც შედარებით მომთხოვნია დიპლომის მიმართ, გაჩნდა თავისუფალი არჩევანი. თუ ვსაუბრობთ დიპლომზე, სჯობს ფართო არჩევანის დიპლომი გქონდეთ. უნივერსიტეტების არჩევისას შეამჩნევდით, რომ ზოგან წერია, რომ მიიღებთ ეკონომისტის დიპლომს, ზოგან კი წერია რომ მიიღებთ ეკონომისტის დიპლომს აგრარული სფეროს კიდევ უფრო სპეციფიკური მიმართულებით.

ჩვენ ვამბობთ, რომ, რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. მხოლოდ სამართლის დიპლომით 50-ზე მეტი საქმიანობა არსებობს, რაც შეიძლება რომ აკეთო, საზოგადოებრივი მეცნიერების დიპლომი კიდევ უფრო მეტ რამეს მოიცავს.  

განვიხილოთ ადამიანი, რომელიც სწავლობს სამართალზე ნომინალურად, ანუ მინიმალურ ბარიერებს სცდება, ხოლო მთელ დროს უთმობს პროგრამირებას. როგორ ფიქრობ უნდა გადავიდეს პროგრამირების ფაკულტეტზე თუ არა?  

არც ერთ პროგრამისტს არავინ დიპლომს არ უმოწმებს, თუ პროგრამისტი ხარ მოგცემენ დავალებას და კარგად შესრულების შემთხვევაში აგიყვანენ სამსახურში. რეალურად, იურისტის დიპლომიანი პროგრამისტი უფრო მეტს ფასობს, ვიდრე პროგრამისტის დიპლომიანი პროგრამისტი, რადგან პირველ შემთხვევაში ჩანს, რომ ადამიანმა იცის პროგრამირება და ასევე მინიმალური წარმოდგენა აქვს იურიდიული სფეროზე.  

შენ ყოველთვის შეგიძლია თქვა, რომ ოცნებობ გამომძიებლობაზე და მოაყოლო, რომ გავლილი გაქვს ტრენინგი ამ მიმართულებით, შეჯიბრებებში გაქვს მონაწილეობა მიღებული, ქეისები გაქვს შესწავლილი, პრაქტიკა გაქვს გავლილი და ა.შ. ხოლო თუ გარკვეულ ეტაპზე გამომძიებლად ვერ დაიწყებ მუშაობას უნდა შეგეძლოს, რომ, მაგალითად, პროგრამისტად დაიწყო მუშაობა, იცოდე კორეული ენა და ეს ცოდნა დაგეხმაროს იყო კონკურენტული სხვა სამსახურში კანდიდატების არჩევისას და როცა ძალებს მოიკრებ შემდეგ კიდე მიუბრუნდე გამომძიებლობას.

როგორ ფიქრობ, ვისაც გამომძიებლობა, ელჩობა ან ფეხბურთელობა უნდა ყველა აღწევს საწადელს? შენ შეიძლება გაქვს ოპტიმისტური ხედვა, მიზანდასახული ხარ და ამბობ, რომ ბოლომდე ახვალ ოცნების კოშკზე, თუმცა, სანამ მიზნამდე მიაღწევთ შეიძლება 10 წლიანი უხელფასობა მოგიწიოს რა დროსაც ვერ გადარჩები, გჭირდება შემოსავლის წყარო, ალტერნატივა, თუნდაც იმიტომ, რომ ოცნების კოშკზე სიარული შეძლო. სწორედ ეს შემოსავლის წყაროა Plan B და სწორედ ეს Plan B არის რაზეც მშობლები ნერვიულობენ. აქ შემოდის ფართომასშტაბიანი დიპლომის საჭიროება, ვინც დასაწყისშივე შეავიწროვა ალტერნატივები უფრო გაუჭირდება ფინალში გასვლა. ვინც ოცნებობს გახდეს ცნობილი ტელეწამყვანი ან ტრენერი, როგორ ფიქრობთ 100 ადამიანიდან რამდენი აიხდენს ამ ოცნებას? 100-ვე? 50? 3? თუ 1? ალბათ ყველაზე რეალური ციფრი 3-ია, მაგრამ არა იმიტომ, რომ ამ 3 ადამიანს რაიმე ჯადოსნური უნარები აქვთ, მათ მოთმინება და მიზანდასახულობა ამოძრავებთ. როდესაც საქმეს აკეთებ და არ გამოგდის, კიდევ იმავეს აკეთებ და კიდევ არ გამოგდის არ ნებდები და აგრძელებ მიზნისკენ სწრაფვას, სწორედ ეს არის უნარი, რომელიც ოცნების კოშკის ბოლოში გაგიყვანს. Plan B კი სწორედ ამ საყვარელი საქმიანობის, Plan A-ს, მიღწევაში დაგეხმარება. შენ თუ გექნება საშუალება, რომ წარუმატებლობის შემთხვევაში დროებით გზიდან გადაუხვიო და დასახმარებლად Plan B-ის მიმართო, ეს მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯის წინ გადადგმაში დაგეხმარება.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .

რა არის პროფესიის არჩევის თანამედროვე მეთოდი?

თანამედროვე, წარმატებული, 21-ე საუკუნის ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ იცვლის პროფესიას, ვიღაცები მეტჯერ, ვიღაცები ნაკლებჯერ . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები