პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map


პირადად მე, სახლიდან გასვლის წინ ხშირად ვიყენებ Google Map-ს. ჩემთვის უცნობ ადგილზე მარტივად მისასვლელად, ახალი, უფრო მარტივი გზების აღმოსაჩენად და საცობებისგან ყველაზე განტვირთული გზების სანახავად. თუმცა, Google Map-ის გამოყენება ხშირ შემთხვევაში ბევრი ადამიანისთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, რადგან ნაცნობი გზით სიარული უფრო მისაღებია, მარტივია, ნაკლები ფიქრი და თავის ტკივილი სჭირდება. 

პროექტის მენეჯერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სანამ კონკრეტული მიმართულებით დაიწყებს სიარულს,  საუკეთესო მარშრუტი ჰქონდეს შერჩეული ან გზადაგზა შეეძლოს ახალი და უკეთესი გზების აღმოჩენა. Google Map-ის გამოყენების მსგავსად, პროექტის მენეჯერი მუდმივად ახალი და მარტივი გზების ძიებაში უნდა იყოს. ერთი და იგივე საშუალებების გამოყენებით შეიძლება, პროექტის განვითარება შეფერხდეს.

თქვენ, როგორც პროექტის მენეჯერი, ალტერნატიული გზების შემთავაზებელი უნდა იყოთ დამკვეთისთვის. გარემო ძალიან ცვალებადია და გუშინდელი ახალი გზა დღეს უკვე შეიძლება მოძველებული აღმოჩნდეს. ამიტომ, თქვენ მიერ შეთავაზებული გზები აქტუალური და დროის შესაბამისი უნდა იყოს.  

ხშირად ხდება, რომ ჩვენამდე დამკვეთი გამზადებული გზით მოდის და წინასწარ აქვს დაგეგმილი, როგორ უნდა ვმართოთ პროექტი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენი გზების შეთავაზება ან არსებული კურსიდან გადახვევა არ შეგიძლიათ, თუ ამას საჭიროება მოითხოვს.

ჩვენ შეიძლება ყოველ დილით სამსახურში ერთი და იგივე გზებით დავდივართ, მაგრამ დროთა განმავლობაში ახალი, მოკლე და ნაკლებად გადატვირთული გზების აღმოჩენა მიზნამდე უფრო სწრაფად მიგვიყვანს. იგივე შეიძლება ითქვას პროექტის მენეჯერზეც, Google Map-ის მსგავსად, მას სწორედ ასეთი გზების მოძიება და შეთავაზება უნდა შეეძლოს დამკვეთისთვის. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

როგორ შევავსოთ PMP აპლიკაცია

ჩვენი კვლევის მიხედვით, რა დროსაც გამოვკითხეთ 200 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პროექტების მართვის გამოცდილება. კვლევის შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რატომ არ ჰქონდათ PMP სერტიფიკატი? 100-მა ადამიანმა განაცხადა, რომ უბრალოდ არ უნდოდათ ეს სერტიფიკატი, ხოლო მეორე ნახევართან ორი მიზეზი გამოიკვეთა. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები