ქალი ლიდერების უპირატესობა

ქალი ლიდერების უპირატესობა


ნუ შეხედავთ ამ კვლევას ისე, თითქოს ვინმე ქალების უპირატესობის დამტკიცებას ცდილობდეს, ან პირიქით, მცდარი იყოს ეს კვლევა და კაცების დაჩრდილვის მორიგი პროპაგანდა გეგონოთ.

დაახლოებით 12 წლის წინ ერთ-ერთ ჟურნალში გამოქვეყნდა სტატია, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ თუ მამაკაცს შეხვდა ქალი იმავე იერარქიულ საფეხურზე, როგორზეც თავადაა, არ გეგონოთ, რომ ის არის მამაკაცის დონის, იცოდეთ რომ მას აქვს ორჯერ მეტი ნაშრომი, ორჯერ მეტი ნასწავლი, ორჯერ მეტი ნაწვალები და ორჯერ მეტი წინააღმდეგობა გადალახული იმისთვის, რომ იმავე საფეხურზე მიეღწია როგორზეც მამაკაცია. 

თქვენ თუ დააკვირდებით თქვენს საფეხურზე მყოფ ქალებს მიხვდებით, რომ ნამდვილად ასეა.

რატომ ხდება ეს ამბავი? რატომ შეესაბამება ეს რეალობას? 

საქმე იმაშია, რომ ქალებს გაცილებით უფრო მეტი ბარიერის გადალახვა უწევთ კარიერის და პროფესიული განვითარების გზაზე იმისთვის, რომ იმ დონეზე ავიდნენ, რაზეც მამაკაცები გაცილებით მარტივად ადიან. 

პირველი, რასაც გვინდა ხაზი გავუსვათ არის ის, რომ მენეჯერულ პოზიციაზე მამაკაცის წარდგენის მეტი ალბათობაა, ვიდრე ქალის. ამ დროს შეიძლება, კომისიის წევრი ქალიც იყოს, თუმცა სტერეოტიპულად კაცს „ბუნებრივად“ აქვს უპირატესობა მინიჭებული.

რა ხდება მაშინ, თუ წარადგინეს და შესთავაზეს დაწინაურება ქალს. ამ დროს მამაკაცები გაცილებით ადვილად თანხმდებიან დაწინაურებას, ქალები ცდილობენ 100-ჯერ აწონონ და მერე მიიღონ გადაწყვეტილება და ხშირად, კვალიფიციური და სრულიად შესაბამისი კანდიდატი ქალები უარს ამბობენ დაწინაურებაზე.

ასევე, მამაკაცებისგან განსხვავებით, ბიზნესის დაწყებისას ქალები უფრო ბევრს ფიქრობენ და ხშირად ბიზნეს შესაძლებლობაზე უარს ამბობენ. 

ამ ბარიერების არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ ქალმა, რომელიც მამაკაცის დონეზეა იერარქიულად, გაცილებით მეტი პრობლემა გადალახა იმისთვის, რომ აქამდე მოსულიყო. ჯერ სხვებმა არ წარადგინეს, მერე თვითონ ჰქონდა ეჭვები, მერე რისკზე წასვლა არ უნდოდა და თუ მოხდა ისე, რომ ეს ყველაფერი გადალახა და მამაკაცის დონეზე ავიდა, იცოდეთ მამაკაცებო, რომ მას გაცილებით მეტი აქვს ნასწავლი და ის გაცილებით ძლიერი კადრია. 

საბოლოო ჯამში გამოდის, რომ ერთ თანამდებობაზე მყოფი ხალხის შესწავლა სულაც არ გულისხმობს ერთი დონის ხალხის შესწავლას. ერთი და იგივე თანამდებობაზე გაცილებით მაღალი კვალიფიკაციის ქალებიი არიან ვიდრე მამაკაცები.

ამიტომ, კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ ქალები კრიზისის დაძლევაში სჯობნიან მამაკაცებს რეალობაა. 

თუ ქალბატონი ბრძანდებით, ყოველთვის გაარღვიეთ ბარიერები, მამაცებმა კი ყველანაირად ეცადეთ, რომ ხელი შეუწყოთ ამ ქალბატონებს წინსვლაში. თუ სახლში ქალბატონები გეზრდებათ ყოველთვის გაუმეორეთ, რომ ყველაფრის შესაძლებლობა აქვთ, აუხსენით, როგორ სამყაროში ცხოვრობენ და გააგებინეთ, რომ ამ ყველაფრის დაძლევას და გადალახვას შეძლებენ.  

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები