რა მნიშვნელობა აქვს უკუკავშირს და რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ მისგან?
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
ეჯაილს მიდგომით, დროთა განმავლობაში, უფრო და უფრო მეტი კომპანია მუშაობს.
რა არის ეჯაილი? ეს არ არის არც მეთოდოლოგია და არ მეთოდი, ეს არის მუშაობის კონკრეტული მიდგომა, რომელიც ეჯაილის პრინციპებს და ფასეულობებს ემყარება. როდესაც კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ იმუშაოს ეჯაილ მიდგომით ეს ნიშნავს, რომ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლები თანხმდებიან ეჯაილის პრინციპებსა და ფასეულობებზე და მუშაობას განაგრძობენ ასე.
ეჯაილის შექმნის ისტორია 2001 წელს, ამერიკის ერთ-ერთ სათხილამურო კურორტზე დაიწყო, რა დროსაც შეიკრიბა აიტი დარგის 17 წარმომადგენელი და მსჯელობდნენ თავიანთ საქმიანობაზე, რა მოსწონდათ და არ მოსწონდათ. მივიდნენ დასკვნამდე, რომ გრძელვადიანი პროცედურები ხელს უშლიდათ, რომ სწრაფად და მოქნილად განეხორციელებინათ ცვლილებები. სწორედ ამ პრობლემის მოგვარების მიზნით საბოლოოდ იქვე შეიმუშავეს დოკუმენტი, რომელსაც ეწოდება ეჯაილ მანიფესტი და მოიცავს 4 ღირებულებას და 12 პრინციპს. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ეჯაილის პრინციპებსა და ღირებულებებს და ეს ითვლება ეჯაილ მიდგომის მუშაობის მთავარ დოკუმენტად.
ეჯაილ მანიფესტის დოკუმენტის მიხედვით მთავარი და მნიშვნელოვანი არის პიროვნება და შემდეგ მოდის უკვე ყველა ის პროცედურა, რომელიც პიროვნებებს ეხმარებათ განახორციელონ თავიანთი სამუშაოები და უფრო მოქნილი და ეფექტური გახადონ თავიანთი საქმიანობა.
გთავაზობთ 4 მთავარ ღირებულებას, რომელიც გაწერილია ეჯაილ მანიფესტში.
ეჯაილ მანიფესტის ხელმომწერები ამბობენ რომ:
1. პიროვნებებსა და ურთიერთობებს ვამჯობინებთ პროცესებსა და ინსტრუმენტებს.
2. მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას ვამჯობინებთ ამომწურავ დოკუმენტაციას.
3. დამკვეთთან თანამშრომლობას ვამჯობინებთ კონტრაქტის პირობების შეთანხმებას.
4. ცვლილებაზე რეაგირებას ვამჯობინებთ გეგმის ზედმიწევნით დაცვას.
მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ყველა კომპანია ეჯაილ მანიფესტის ღირებულებებსა და პრინციპებზე დაყრდნობით აყალიბებს საკუთარ ინდივიდუალურ მეთოდოლოგიებს. ეჯაილ მანიფესტის 12 პრინციპიდან ერთ-ერთი გულისხმობს სწორედ იმას, რომ კომპანიებმა გზადაგზა ცვალონ დამოკიდებულებები და უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა. ამით კომპანიებს საშუალება ეძლევათ, რომ ჩამოაყალიბონ განსხვავებული მიდგომები ადამიანების, ურთიერთობების და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
სწორედ ამ მიდგომაზე დაფუძნებით ჩამოყალიბდა ისეთი მეთოდოლოგიები, როგორიცაა სქრამი, კამბანი, სკრამბანი და ა.შ. დღეს ყველაზე აქტუალურია სქრამი და კამბანი, რომლებზეც დეტალურად შემდეგ სტატიებში მოგიყვებით.
უკუკავშირი მნიშვნელოვანი საჩუქარია განვითარებისთვის და გვეხმარება საკუთარი ქცევა სხვადასხვა მხრიდან დავინახოთ. . . .
მოგეხსენებათ, რომ კულტურების თემა ძალიან ფართო და მრავალფეროვანია. მასზე მსჯელობა ბევრი თვალსაზრისით შეიძლება. . . .
როგორ ახერხებენ თანამშრომლები იმას, რომ რაც მათ ევალებათ და მათი პასუხისმგებლობაა, ავალებენ თავიანთ ხელმძღვანელებს? . . .