რა არის და რაში გვჭირდება ემოციური ინტელექტი

რა არის და რაში გვჭირდება ემოციური ინტელექტი


ემოციური ინტელექტის თემა ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული და აქტუალური გახდა ბევრი მოქმედი მენეჯერისთვის. ზოგადად ჩვენს დროში ბევრი საუბრობს ამ თემის მნიშვნელობაზე. 

ამ სტატიაში გვსურს, გაგიზიაროთ ჩვენი შეხედულება  ამ საკითხთან დაკავშირებით. 

პირველ რიგში, განვმარტოთ რა არის და რას წარმოადგენს ემოციური ინტელექტი. 

ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ემოციური ინტელექტი შედგება სამი კომპონენტისგან.

პირველი არის ის, თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავისი ემოციების გაშიფვრა, გამოცნობა და მათთან გამკლავება. მაგალითად, როდესაც ვარ მოწყენილი, შემიძლია მივხვდე, რატომ ვარ მოწყენილი, როდესაც ვარ დემოტივირებული, შემიძლია მივხვდე და გავიაზრო, რა არის ამის მიზეზი, ასევე გავიგო გაბრაზებული რატომ ვარ და ა.შ. მოკლედ, ემოციური ინტელექტის პირველი კომპონენტია საკუთარი ემოციების ამოცნობის და ემოციების გამომწვევი მიზეზების გაგების უნარი. 

მეორე კომპონენტია, როდესაც იგივე შემიძლია გავაკეთო სხვა ადამიანზე. თუ სხვა ადამიანი არის გაღიზიანებული, შემიძლია გავიაზრო, რატომ არის გაღიზიანებული და დავეხმარო გადალახოს ეს ემოცია, თუ არის მოტივირებული, გავიგო რა არის ამის მიზეზი და დავეხმარო მის შენარჩუნებაში. 

მესამე კომპონენტია სხვის მდგომარეობაში შესვლა ანუ ემპათია. მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა ემოცია შეიძლება მქონდეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და არ ვიზიარებ მეორე ადამიანის შეხედულებებს, შემიძლია მისი თვალით შევხედო სამყაროს და გავიაზრო, რატომ არის ამ ადამიანისთვის კონკრეტული ემოცია სწორი ან რატომ დაეუფლა ესა თუ ის განცდა. 

რომ შევაჯამოთ, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი, ერთი მხრივ, კარგად მართავს თავის თავს და შეუძლია მართოს და გააკონტროლოს ემოციები, მეორე მხრივ, შეუძლია სხვებსაც დაეხმაროს იგივეს გაკეთებაში და, მესამე, შეუძლია შევიდეს სხვა ადამიანის მდგომარეობაში, რომელსაც განსხვავებული ემოციები აქვს.

არამარტო მენეჯერისთვის, არამედ ნებისმიერი კოლეგისთვის მაღალი ემოციური ინტელექტი არის მნიშვნელოვანი კარიერული განვითარებისთვის.

კარგი ამბავი ის არის, რომ ემოციური ინტელექტის სწავლა და განვითარება შესაძლებელია. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
11 იანვარი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები