იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი
როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .
ამ სტატიაში გვინდა, ერთი მთავარი საკითხი წამოვწიოთ წინ - რა არის ლიდერის მთავარი თვისება. ამ შეკითხვას "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებსაც ხშირად ვუსვამთ.
ერთი სიტყვით ლიდერის შეფასება რომ შეგვეძლოს, რა იქნებოდა ეს სიტყვა და ერთი ტესტის ჩატარება რომ შეგვეძლოს, რაზე ჩავუტარებდით ტესტს. ბევრი სპეციალისტის აზრით, მთავარი, რაც უნდა ახასიათებდეს ლიდერს არის პასუხისმგებლობის გრძნობა.
საჭიროა განვმარტოთ, რა იგულისხმება პასუხისმგებლობაში. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პასუხისმგებლობა, რომელზეც ვსაუბრობთ, არ არის გარედან დაკისრებული, ეს არის შინაგანი, საკუთარი თავისთვის დაკისრებული პასუხისმგებლობა, რომელიც ახასიათებს ლიდერს. ლიდერები არიან ადამიანები, რომლებიც კი არ გაურბიან პასუხისმგებლობას, არამედ ეძებენ შესაძლებლობას, რომ აიღონ პასუხისმგებლობები. წარმოიდგინეთ სამეზობლოში ადამიანი, რომელმაც შეამჩნია, რომ მოსაწესრიგებელია სადარბაზო და თვითონ დაიწყო ორგანიზება - მეზობლების მობილიზება, თანხის შეგროვება და პრობლემის მოგვარება. ესენი არიან კომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც სამუშაო აღწერილობით არ ევალებათ კონკრეტული სამუშაოს შესრულება თუ პრობლემის მოგვარება, მაგრამ ინიციატივით გამოდიან, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და უფრო ეფექტური გახდეს მუშაობა. ვიცნობთ ადამიანებს, რომლებიც ერევიან ახლობლების და თანამშრომლების კონფლიქტურ სიტუაციებში და ცდილობენ ეს ყველაფერი მოაგვარონ.
მოკლედ, პასუხისმგებლობის აღების პირველი კომპონენტი არის თავად პასუხისმგებლობის ძიება. ლიდერები ეძებენ შესაძლებლობას, რომ დაიკისრონ პასუხისმგებლობები და შედეგად, უკეთესობისკენ შეცვალონ რაღაც. რეალურად, ძალიან ბევრი ადამიანი პირიქით გაურბის პასუხისმგებლობებს, როგორც ზედმეტი რისკის მატარებელს. ამ მდინარეში კი ლიდერები საპირისპიროდ ცურავენ.
პასუხისმგებლობის გრძნობაში ასევე იგულისხმება სხვების წინაშე პასუხისმგებლობა, იქნება ეს მენეჯმენტის, გუნდის წევრების თუ დამკვეთების წინაშე. ლიდერი ასევე პასუხისმგებლობას გრძნობს შედეგებზე, ფინანსებზე და მიმდინარე დავალებების შესრულებაზე.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ პასუხისმგებლობებისთვის პრიორიტეტების მინიჭება ერთმანეთის ხარჯზე კი არ ხდება, არამედ ლიდერები პასუხისმგებლობებს ერთმანეთთან ათავსებენ.
არ დაივიწყოთ პასუხისმგებლობები კანონებისა და სტანდარტების წინაშე. ლიდერები კი არ ცდილობენ, თავი აარიდონ კანონებს, ნორმებს, ხარისხის სტანდარტებს, არამედ მიყვებიან მათ და ისე ასრულებენ დაკისრებულ სამუშაოს.
და ბოლოს, პასუხისმგებლობა ქვეყნის და საზოგადოების წინაშე. ამას ჩვენ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას ვუწოდეთ. ეს არ არის წესდებით და შინაგანაწესით დაკისრებული პასუხისმგებლობა, ეს არის ადამიანური პასუხისმგებლობა, ლიდერები ხვდებიან რომ ბიზნესს კონკრეტულ გარემოში აკეთებენ, კონკრეტული ადამიანების, საზოგადოების დამსახურებით აღწევენ შედეგებს და ამის სანაცვლოდ გრძნობენ პასუხისმგებლობას, რომ დაუბრუნონ სიკეთე უკან.
როდესაც ლიდერობაზე გვექნება საუბარი, ჩვენ შეგვიძლია, პირველ რიგში ამ თემას მივუბრუნდეთ და ამ კრიტერიუმით შევაფასოთ ადამიანი.
როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .
რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .
რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .