რა არის ლიდერის სამი მთავარი სიტყვა?

რა არის ლიდერის სამი მთავარი სიტყვა?


ლიდერობის თემაზე საუბრისას ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი გვახსენდება. ეს მაგალითი გაგვიზიარა უმცროსმა მერიოტმა. მერიოტის სასტუმროს დამაარსებლის შვილი ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალს უყვება თავის ისტორიას. ამ სტატიის სათაური გახლავთ ლიდერობის 4 მთავარი სიტყვა, ინგლისურად 4 სიტყვა, ხოლო ქართულად 3 სიტყვა გამოდის. 

ამბავს, რომელსაც შვილი მერიოტი იხსენებს, წლების წინ მოხდა და ის მაშინ 18 წლის იყო. მამა-შვილს სტუმრად ჰყავდათ, არც მეტი არც ნაკლები, ამერიკის მაშინდელი პრეზიდენტი ეიზენჰაუერი. 

სტუმრობის მეორე დილით გეგმაში ჰქონდათ სანადიროდ წასვლა. ამინდი კარგი არ გამოდგა, წვრილად ცრიდა, სიცივე იყო და საუზმეზე შეკრებილი სამეული განიხილავდა, ღირს თუ არა სანადიროდ წასვლა ასეთ ამინდში. მამა მერიოტმა, რა თქმა უნდა, აზრი პრეზიდენტს ჰკითხა, ღირდა თუ არა წასვლა სანადიროდ, თუ ჯობდა, სახლში დარჩენილიყვნენ. 

ამ დროს შვილი მერიოტი იხსენებს, რომ პრეზიდენტი მას მიუბრუნდა და ლიდერობის ჯადოსნური 4 სიტყვა წარმოთქვა: what do you think? შენ რას ფიქრობ? 

ამ ამბავში უმცროსი მერიოტიც და სტატიის ავტორიც ხაზს უსვამენ, თუ ვისზეა ლაპარაკი. ამერიკის პრეზიდენტმა, რომელსაც უწევს რთული, გლობალური გადაწყვეტილებების მიღება, უმარტივეს სიტუაციაშიც კი დასვა ეს შეკითხვა და აზრი 18 წლის ახალგაზრდას ჰკითხა.  

მერიოტი იხსენებს, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ქმედებამ, რადგან პრეზიდენტს იმდენად გამჯდარი აქვს სხვების აზრის მოსმენა და გათვალისწინება, რომ ამ სიტუაციაშიც კი იკითხა აზრი. 

რატომ ვანიჭებთ ამ სიტყვებს ამხელა მნიშვნელობას? 

პირველ რიგში, ლიდერის თუ ხელმძღვანელის მხრიდან ამ შეკითხვის დასმა გამოხატავს სხვების მიმართ პატივისცემასა და ყურადღებას.  

მეორე მხრივ, ჩანს, რომ ის არ თვლის, რომ მარტომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ იცის მას აქვს ამის უფლება. 

სხვების აზრის მოსმენით არსებობს იმის ალბათობა, რომ მიიღოთ საკმაოდ ღირებული მოსაზრება პროექტთან, თუ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, 2-3 მოსაზრების მოსმენის შემდეგ ყველა ვარიანტში საუკეთესო გადაწვეტილებას მიიღებთ, გარდა ამისა, გამოიჩენთ პატივისცემასა და ყურადღებას გუნდის წევრების მიმართ. 

არსებობს ლიდერობა სხვების აზრის მოსმენის გარეშე? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა. სწორედ ამიტომ „შენ რას ფიქრობ“ გახლავთ სწორედ ლიდერობის სამი მთავარი სიტყვა. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები