რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის
პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .
რით განსხვავდება პროფესიის არჩევის თანამედროვე მეთოდი 30-50 წლის წინანდელი მეთოდისგან? უფროსი თაობის წარმომადგენლები, მშობლები თუ მასწავლებლები, რომლებიც 30-50 წლის წინ ირჩევდნენ პროფესიას, დღეს ისინი ახალგაზრდებს აძლევენ რჩევებს ამ საკითხთან დაკავშირებით. უდავოა, რომ ამ ადამიანებს შვილებისთვის თუ მოსწავლეებისთვის სიკეთე უნდათ, თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პროფესიული გარემო წლების წინ რადიკალურად განსხვავებული იყო ვიდრე ახლაა.
პირველი, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ პროფესიის არჩევაზე საუბრისას, ამბობენ რომ თანამედროვე, წარმატებული, 21-ე საუკუნის ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ იცვლის პროფესიას, ვიღაცები მეტჯერ, ვიღაცები ნაკლებჯერ. 30-50 წლის წინ პროფესიის არჩევის დრამატულობა უფრო მაღალი იყო, რადგან ირჩევდნენ ერთ პროფესიას, რომლითაც მთელი ცხოვრება უნდა ემუშავათ. დღეს კი ირჩევ, ასე რომ ვთქვათ, ჯერ პირველი ტურის პროფესიას, ამ დროს, ცალსახად, ნაკლებია დრამატიზმი. 30 წლის წინ სჯეროდათ, რომ მთელი ცხოვრება ერთი პროფესიისთვის უნდა ემსახურათ, მაგრამ, თუ უფროს თაობას გამოვკითხავთ, აღმოაჩენთ, რომ მათაც არ მოუწიათ მთელი ცხოვრება ერთი პროფესიით ემუშავათ და ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შეცვლის ან სხვა პროფესიის შეთავსების საჭიროება დაუდგათ. პროფესიის არჩევის პირველი ელემენტიდან გამომდინარე, ფრაზა „პროფესიის არჩევა“ შეიცავს შეცდომას, რადგან არის მხოლობით რიცხვში, უფრო სწორი ფორმულირებისთვის შეგვიძლია ვუწოდოთ პროფესიული გზის არჩევა, პროფესიული გეგმის შემუშავება.
მეორე ელემენტი შეეხება მშობლების და შვილების განსხვავებულ შეხედულებებს. თქვენ ყველას გექნებათ თქვენს თავზე გამოცდილი უფროსებთან ჭიდილი პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით. შეიძლება მეგობრული საუბარი გქონიათ, შეიძლება კამათი, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა უმეტესწილად ფიგურირებს. მშობლები სხვა მხრიდან უყურებენ ამ ამბავს და შვილები სხვა მხრიდან.
სწორედ აქ შემოდის მეორე კომპონენტი, ჩვენ ვამბობთ, რომ ახალგაზრდები იწყებენ პროფესიული ოცნების კოშკზე ცოცვას, რა დროსაც ცდილობენ რომ დაწინაურდნენ და მწვერვალს მიუახლოვდნენ. ზოგი მუსიკოსობაზე ოცნებობს, ზოგი მეცნიერობაზე, ზოგი ენტერპრენერობაზე, თუმცა არავისთვისაა მწვერვალზე აცოცება მარტივი. აცოცებისას კოშკიდან გადმოვარდნის ალბათობა ძალიან დიდია, საკითხი კი იმაში მდგომარეობს თუ სად დაეცემით. ერთი ვარიანტია დაეცეთ ძირს, რაც ძალიან ცუდია, ხოლო მეორე ვარიანტია დაეცეთ თქვენს მიერ შექმნილ უსაფრთხოების ბადეზე. თქვენი მშობლები რაზეც დარდობენ არის არა ოცნების კოშკი, არამედ ეს უსაფრთხოების ბადე. თქვენ რომ კონცენტრირებული ხართ რომ გამოხვიდეთ ის რაზეც ოცნებობთ, თქვენი მშობლები ფიქრობენ იმაზე, რომ რა იქნება თქვენი ალტერნატიული, უსაფრთხო გზა საოცნებო საქმე რომ არ გამოგივიდეთ. დავარქვათ ამას Plan B, თუ ვერ ადიხართ ოცნების კოშკზე სად ჩერდებით? რას აკეთებთ? გამოდის, რომ ადამიანს პირველ ტურში ასარჩევი აქვს ორი რამ, საყვარელი საქმე (Plan A) ანუ ოცნების კოშკი და ისეთი საქმე, რომელიც სანამ მწვერვალებს მიაღწევს, უსამსახუროდ არ რომ დატოვებს (Plan B). ეს ორი არ არის ერთი და იგივე არჩევანი. სწორედ არჩევანის ორმაგობა არის პროფესიის არჩევის მეთოდის მეორე კომპონენტი.
მესამე კომპონენტი არის იშვიათი უცხო ენა, თქვენი მრჩევლები, პედაგოგები ოჯახის წევრები გირჩევენ რომ უცხო ენა ისწავლოთ, იმიტომ, რომ თავის დროზე უფროსები წააწყდნენ ამ პრობლემას, როდესაც ბევრმა მათგანმა არ იცოდა უცხო ენა და კონკურენციას ვერ გაუძლო. თუმცა, ახალგაზრდებმაც კარგად იცით უცხო ენის მნიშვნელობა პროფესიულ ცხოვრებაში. საქმე იმაშია, რომ ენა მაშინ არის უცხო, როდესაც არავინ იცის, ადრე უცხო ენად ითვლებოდა ინგლისური, რადგან გასაუბრებაზე მისულ 10 კანდიდატს შორის მხოლოდ 1-მა იცოდა ინგლისური და კომპანიებიც სწორედ მასზე აკეთებდნენ არჩევანს. დღეს, ამ გაგებით, ინგლისური ენა უცხო არ არის, რადგან გასაუბრებაზე მისული 10 კანდიდატიდან ინგლისური იცის 9 ადამიანმა. ამიტომ, კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად საჭიროა დღეს იცოდეთ იშვიათი უცხო ენა, რომელიც 10 ადამიანიდან 2-მა იცის.
მეოთხე და ბოლო კომპონენტი არის რომ სანამ სწავლობთ, სკოლაც იგულისხმება და უმაღლესიც, მნიშვნელოვანია რომ განივითარო უნარები. ანუ ძალიან ადვილია რომ ბიოლოგია ისწავლოთ და ხალხთან ურთიერთობა ვერ ისწავლოთ, ადვილია პროგრამირება ისწავლოთ და ვერ ისწავლო დისკუსია, ადვილია ისწავლოთ ქიმია და ვერ ისწავლოთ მოქნილობა თქვენს შეხედულებებში და ურთიერთობებში. ბევრი უნარია, რომელიც არის რთული სასწავლი და ყურადღების მიღმა გვრჩება ხოლმე. ვისაც ქიმიკოსობა უნდა, როგორც წესი კითხულობს იქ ქიმიას როგორ ასწავლიან, იმას კი არ კითხულობს ხალხთან ურთიერთობას ისწავლის თუ არა საპირისპირო აზრს მოისმენს თუ არა. დღეს ეს უნარები არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორც კონკრეტული პროფესიის ცოდნა.
პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .
ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .
რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .