რა არის შვეიცარიული ყველის ეფექტი ხარისხის მართვაში?

რა არის შვეიცარიული ყველის ეფექტი ხარისხის მართვაში?


ამ სტატიაში ვისაუბრებთ ნიშნავს თუ არა ხარისხიანად მუშაობა უშეცდომოდ, უნაკლოდ მუშაობას და განვმარტავთ თუ რას ნიშნავს შვეიცარიული ყველის ეფექტი ხარისხის მართვაში.

ხშირად გვეკითხებიან იმ კომპანიაში სადაც  ხარისხის მაღალი სტანდარტებია არავის არასდროს არაფერი ეშლება და არასდროს შეცდომები არ მოსდით?

ცხადია ასე არ არის.

ყოველდღიური სამუშო გარემო რომ წარმოვიდგინოთ, ვცდილობთ საქმე კარგად და ხარისხიანად ვაკეთოთ, გარშემო კი გვახვევია  ხელისშემშლელი ფაქტორები ან შეიძლება შეცდომების ხელისშემწყობი ფაქტორები ვუწოდოთ, რომლებიც გავლენას ახდენენ სამუშაოზე. მაგალითად, ვიღაცა გვაჩქარებს, გეგმაა შესასრულებელი, პროგრამა ჭედავს, პროცედურა ახალია და ჯერ კარგად ვერ გავერკვიეთ, ქაღალდის დოკუმენტებში ვირევით და ა.შ.

ეს ფაქტორები დღის განმავლობაში ჩვენს გარშემო ტრიალებენ და დღის ერთ კრიტიკულ მომენტში ყველა ერთ ხაზზე გამწკრივდება და შვეიცარიული ყველის მსგავს ნასვრეტებში შეცდომები იპარება ხოლმე - სწორედ ამას ეძახიან შვეიცარიული ყველის ეფექტს.

ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ პირობებში როგორ ვმართოთ ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ჩავაშენებთ ხარისხს კონკრეტულ ელემენტებში - გვექნება კარგი პროგრამა, კარგი სამუშაო გარემო, ახალ პროცედურებს დავნერგავთ და დავატრენინგებთ თანამშრომლებს, მაინც იარსებებს ე.წ. ადამიანური ფაქტორები და შეცდომები.

ერთი საინტერესო გამოთქმა გვაქვს  „შეცდომა გაიპარა.“ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და თუ მაინც მოხდება, როგორ ავიცილოთ თავიდან მისი ასახვა პროდუქტის ხარისხზე, მომსახურების ხარისხზე და საბოლოო ჯამში ცხადია ჩვენ მომხმარებელზე.

იმისთვის, რომ კომპანიებმა თავიდან აიცილონ შეცდომები ან უკიდურეს შემთხვევაში შეარბილონ მისი ზეგავლენა, პირველ რიგში, კარგად უნდა იცოდნენ მიმდინარე პროცესები და შეცდომის ხელისშემწყობ ფაქტორებზე შეეძლოთ ზეგავლენის მოხდენა.

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ კომპანიაში შეიქმნას შეცდომებზე ღიად საუბრის, აღიარების და ღია განხილვის ატმოსფერო, რათა არ იყოს დადანაშაულების კულტურა, დამნაშავის მოძიების და მისი დასჯის მექანიზმი, რომ ადამიანებმა არ დამალონ შეცდომები. პირიქით, აღიარონ და ხმამაღლა ისაუბრონ ამის შესახებ.

არსებობს პრაქტიკები როდესაც კომპანიაში დაუჯილდოებიათ შეცდომების დამშვები პირები. ასეთი კომპანიები იაზრებენ, რომ შეცდომის დამალვით გამოწვეული ეფექტი შეიძლება ძალიან დამაზიანებელი იყოს კომპანიისთვის და ცდილობენ წაახალისონ ის ადამიანები, რომლებიც შეცდომებზე ღიად საუბრობენ.

როგორი მკაცრი კონტროლის სისტემებიც არ უნდა დავნერგოთ, მაინც იარსებებს ე.წ. ადამიანური ფაქტორები, რომლებიც გავლენას იქონიებენ პროდუქტის ხარისხზე.  

ამიტომ, საბოლოოდ მნიშვნელოვანია კომპანიაში გვქონდეს ისეთი კულტურა დანერგილი რა დროსაც ყოველგვარი დასჯის მექანიზმის გარეშე ვიკვლევდეთ შეცდომების არსს.

ხშირად შეცდომის აისბერგის თავი ჩანს ხოლმე, როგორც ადამიანის შეცდომა და წარმატებით ვარქმევთ სახელს, რომ ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია კონკრეტული მოვლენა, თუმცა აისბერგის ქვედა ნაწილში არის ყველაზე საინტერესო სისტემური ხარვეზები, რაც აუცილებლად უნდა გამოვავლინოთ, და თუ არ გვექნება შეცდომებზე ღიად საუბრის კულტურა გაგვიჭირდება ამის გაკეთება.

შევთანხმდეთ იმაზე, რომ როდესაც კონკრეტულ პრობლემას გამოვიკვლევთ ხოლმე, რომელსაც სახელად ადამიანურ შეცდომას დავარქმევთ დავიწყოთ პრობლემის გარკვევა კითხვებით სად მოხდა შეცდომა, რა ვითარებაში, როდის. კითხვა, როგორიცაა ვინ დაუშვა შეცდომა დავსვათ ბოლოს და დიდი სიფრთხილით.

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ეკა კოპლატაძე — კონტენტის ავტორი
25 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ არის მითი, რომ "ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძვირი ჯდება"?

არსებობს ხარისხის ხარჯების შეფასების მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებენ კონკრეტული დარგის სპეციფიკას და კომპანიებს სთავაზობენ გარკვეულ სტრუქტურას, რაც ეხმარებათ ხარისხის ხარჯების შეფასებაში. ამ მოდელებში გადანაწილებული არის, როგორც შეუსაბამობების მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევა. . . .

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქტი

ხარისხზე, ხარისხის მართვაზე და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე არსებობს მთელი რიგი კონკრეტული მეთოდოლოგიები, რომლებიც მკაცრად ითვალისწინებენ დარგობრივ სპეციფიკას და ყველა ინდუსტრიას, თუ ყველა კომპანიას არა, აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვითაც ისინი ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ . . .

ვენდო თუ შევამოწმო ხარისხი

მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებობდეს სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ თანამშრომლებზე, ცვლაზე ან ფილიალზე და მომხმარებელს ექნება საშუალება მუდმივად, სტაბილურად, დროში განვრცობილად მიიღოს ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტი. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები