მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
პირველ რიგში, უნდა გავცეთ პასუხი შეკითხვას, თუ რატომ გვჭირდება პროდუქტიულობის სისტემა? და რას გაიგებთ ამ სტატიიდან?
თუ 21-ე საუკუნეში გინდათ იყოთ წარმატებული, მოგიწევთ ყოველ წელს მეტი საქმე გააკეთოთ იმდენივე დროში, ან ნაკლებ დროში გააკეთოთ იმდენივე საქმე. წლები გემატებათ, ჯანმრთელობას, დასვენებას, თქვენი თავის და თქვენი ოჯახის მიხედვას მეტი დრო დასჭირდება, თუმცა შემოსავლის შემცირება არავის უნდა და ამიტომ პროდუქტიულობა არ უნდა დაეცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რასაც ადრე აკეთებდით დღეში 8 საათში, დღეს უნდა გააკეთოთ დღეში 6 საათში, შემდეგ 4 საათში და იმედია კვირაში 4 საათზეც ჩამოხვალთ.
მეორე მიზეზი არის, რომ არც ერთი ჩვენგანი არ მუშაობს იზოლირებულად, გვყავს კოლეგები, თანამშრომლები, დამკვეთები და დაუშვებელია, რომ მათ ჩამორჩეთ. მაგალითად, ადამიანმა გითხრათ, რომ დროფ ბოქსით გაუგზავნოთ რაღაც, დაუშვებელია რომ არ იცოდეთ რაზე არის ლაპარაკი. ასევე წარმოუდგენელია არ იყოს იმ სოციალურ ქსელში, სადაც თქვენი დამკვეთები არიან.
და მესამე მიზეზი არის, რომ დრო მიდის, ტექნოლოგიური პროგრესი ხდება და რაღაც-რაღაცები კეთდება ახლებურად - თუ არ გექნებათ შესაბამისი საშუალებები და რესურსები უბრალოდ დროს ჩამორჩებით. მაგალითად, ChatGPT, რომელიც ამ სტატიაში ახალ შემომატებული ინსტრუმენტი იქნება. წარმოიდგინეთ Google- მდე და მეილამდე ცხოვრება და წარმოიდგინეთ ის ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამებს ვერ იყენებენ.
ამიტომ, აუცილებელია გქონდეთ პროდუქტიულობის სისტემა, რომელსაც პერიოდულად განავითარებთ.
ამ სტატიაში ვისაუბრებ ფიზიკურ რაღაცებზე, მათ შორის საკანცელარიო ნივთებზე და ტექნიკაზე, რომელსაც ვიყენებ.
დავიწყებ იმით, რომ სახლშიც და სამსახურშიც მაქვს დესკტოპ კომპიუტერი. ვიდეოების დასარედაქტირებლად ძირითადად მჭირდება მძლავრი სოფტები და დიდი მონიტორი.
გარდა ამისა, ვიყენებ საკმაოდ თხელ და მსუბუქ ლეპტოპს, რომელიც იდეალურია ტრენინგების და ლექციების ჩასატარებლად. აქვს თაჩ სქრინი და ტაბლეტის რეჟიმზე გადაყვანის შესაძლებლობა. Laptop Stander-ზე მოთავსების შემდეგ, ფაქტობრივად, დაფის ნაცვლად ვიყენებ. ვხატავ ეკრანზე სპეციალურად განკუთვნილი სახატავი კალმით და ყველაფერი აისახება პროექტორზე. ასევე კომფორტულად ვიყენებ მოგზაურობისას, შეხვედრებზე და ა.შ.
რაც შეეხება სმარტ ფონს, ვიყენებ ტელეფონს რომელსაც მოჰყვება სტილუსი, რომლის საშუალებითაც შეხვედრებზე, პროგრამებზე თუ ლექციებზე ვიწერ ნოუთებს, საკმაოდ მარტივად და სწრაფად ვაწერ დოკუმენტებს ხელს.
ჩანთაში სულ მიდევს კაბელიანი და უკაბელო ყურსასმენები.
ცალკე მაქვს პატარა ჩანთა სადაც მოთავსებულია კაბელები და დამტენები. ჩემი ჩანთის განუყოფელი ნაწილია ე.წ. power bank ანუ უსადენო ბატარეა.
და ბოლოს, თავად ჩანთა, რომელიც შემიძლია გადავიკიდო როგორც მხარზე ასევე ზურგზე.
საკანცელარიო ნივთებით ძირითადად არ ვსარგებლობ, მაგრამ სამი ფერის კალამს და ერთ ბლოკნოტს ჩემი სამუშაო მაგიდა ყოველთვის უკავია. კალმებს მოჰყვება თავისი საშლელი, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მათ მოხმარებას. ბლოკნოტის ყველა ფურცელზე ცალკეა გამოყოფილი to do list, ნოუთების, კომენტარების სექცია და ა.შ.
და ბოლოს, ჩემი განუყოფელი ნივთია ფლომასტერი, Oxi clean, რომელშიც მოთავსებულია სარეცხი საშუალება და პერანგის დასვრის შემთხვევაში, ძალიან მარტივად აცილებს ლაქას.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .