რა განსხვავებაა მიზნებსა და გეგმებს შორის

რა განსხვავებაა მიზნებსა და გეგმებს შორის


90-იან წლებში ჰარვარდში ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანიც იყო, დაედგინათ ადამიანების ცხოვრებაში რამდენად  მნიშვნელოვანია მიზნებისა და გეგმების არსებობა.

ჰარვარდის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ჰკითხეს, ჰქონდათ თუ არა მიზნები და გეგმები.  

სტუდენტების 84%-მა თქვა, რომ არ ჰქონდათ არც გეგმები და არც მიზნები. მათი ძირითადი პასუხი იყო, რომ ჰარვარდის დასრულების შემდეგ გამოჩნდება სამსახური და ამის მიხედვით დაგეგმავენ კარიერულ ცხოვრებას.  

13%-მა თქვა, რომ ჰქონდათ მიზნები, მაგრამ დროში გაწერილი გეგმები, თუ როგორ მიეღწიათ ამ მიზნებისთვის - არა. 

მხოლოდ 3%-ს ჰქონდა მიზნებიც და კონკრეტული გეგმებიც. იცოდნენ, როდის რა ნაბიჯი უნდა გადაედგათ იმისთვის, რომ მიზნებამდე მიეღწიათ.  

მიღებული პასუხები 10 წლის განმავლობაში შემოდეს თაროზე. 10 წლის შემდეგ კი მოძებნეს კვლევაში მონაწილე ადამიანები და დააკვირდნენ მათ ცხოვრებას. 

აღმოჩნდა, რომ სტუდენტების 13%, რომლებსაც მხოლოდ მიზნები ჰქონდათ დასახული ცხოვრებაში, 2-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ 84%-ს. 

სტუდენტების 3%-ს, რომლებსაც მიზნებიც და კონკრეტული, დროში გაწერილი გეგმებიც ჰქონდათ, 10-ჯერ მეტი შემოსავალი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენ 97%-ს. 

ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღნიშნეს, რომ მანამდე მსგავსი კვლევა იელის უნივერსიტეტსაც ჰქონდა ჩატარებული და ახლა ისინიც თამამად და ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მიზნების და ამ მიზნებამდე მიღწევის დროში გაწერილი გეგმის არსებობა. 

არსებობს ცნობილი გამონათქვამი: „მიზანი გეგმის გარეშე მხოლოდ ოცნებაა.“ ნუ გექნებათ ასეთი ოცნებები, კონკრეტული მიზნები დაისახეთ და კონკრეტული სამოქმედო გეგმა იქონიეთ, რომ თქვენს მიზნებს მიაღწიოთ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ქეთევან ტყავაძე — კონტენტის ავტორი
22 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები