რა გვაძლევს მოტივაციას პროფესიის შერჩევისას?

რა გვაძლევს მოტივაციას პროფესიის შერჩევისას?


პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ცხოვრება და სწავლა არის საკმაოდ ძნელი და ადამიანს, როგორც მანქანას ესაჭიროება საწვავი იმისთვის, რომ არ გაჩერდეს. ანუ მანქანისთვის თუ მამოძრავებელი არის საწვავი, ადამიანისთვის არის მოტივაცია.  

მოტივაციის სამშობლო, მთავარი ელემენტი არის სიყვარული. ყველანაირი მოტივაციის წყაროა ყველანაირი სიყვარული, კერძების სიყვარული ჭამის და კეთების მოტივაციაა, ხელოვნების მიმართ სიყვარული მისი შექმნის და თვალიერების მოტივაციაა, რაღაცა თუ გიყვარს და გული მისკენ მიგიწევს, დილით ადრე სწორედ ეს სიყვარული წამოგახტუნებს. თუმცა ყველა და ყველაფერი ვერ გეყვარება, გეყვარება მხოლოდ მეგობრები, შეყვარებული, ოჯახის წევრები, ასევე არის პროფესიაშიც, სიმპათია შეიძლება გქონდეს ყველანაირი მეცნიერების მიმართ, მაგრამ სიყვარული არის უფრო ვიწრო გრძნობა. დაფიქრდით, რა არის ის რაც დილით ადრე გაღვიძებთ და ახალ დღეს მოტივაციით გაწყებინებთ?  

მოტივაციის მეორე წყარო არის მატერიალური. ბევრ ადამიანს დილით ხელფასის მოახლოება აღვიძებს. თუმცა, აქ ერთი პრობლემა არსებობს, ხელფასის სიყვარული მაქსიმუმ სამ თვეს გრძელდება. რაც ვიცით რომ ყოველთვიურად გვაქვს დროთა განმავლობაში ჩვენში მოტივაციას აღარ იწვევს, უბრალოდ ვეჩვევით.  

და მესამე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორი ადამიანების გარემოცვაში ხართ, ვისთან ერთად ისწავლით უნივერსიტეტში. არსებობს ასეთი ხუმრობა, რომ  ერთი-ერთი ავიაკომპანია აცხადებს, რომ სწორედ იქ მუშაობენ საუკეთესო პილოტები და გამცილებლები, მაგრამ არც ერთი მათგანი ამ რეისს არ ემსახურება. შეიძლება ძალიან კარგ უნივერსიტეტში სწავლობდეთ, მაგრამ მოხვდეთ ცუდ ჯგუფში. რეალურად კარგი უნივერსიტეტი, იმიტომ არის კარგი, რომ ცდილობს ასეთი ფაქტები ნაკლებად მოხდეს, მაგრამ ყველგან არსებობს ისეთი სტუდენტები, რომლებიც არ სწავლობენ. მნიშვნელოვანია როგორი ხალხი გეყოლებათ გარშემო, ოთახში ყველაზე ჭკვიანი თუ ხართ იქიდან უნდა გაიქცეთ, იქ ყველა შეგაქებთ, თქვენი ეგო დაკმაყოფილდება და მოტივაცია დაზარალდება. თქვენზე ჭკვიან ხალხში უნდა მოხვდეთ, ეს შეიძლება დიდად კომფორტული არ იყოს, სხვებმა უკეთ იცოდნენ რაღაცები, მაგრამ გასაღებიც სწორედ ამაშია. წინასწარ იმის გაგება თუ ვინ აბარებს კონკრეტულ უნივერსიტეტში და როგორი ხალხი სწავლობს იქ, რთული არ არის.  

მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებშიც კი როდესაც ადამიანები დიდ თანხას იხდიან იქ მოსახვედრად თანხის 30% იხდიან ცოდნის მიღებაში, 70%-ს კი იმ ადამიანებში ვინც უნდა გაიცნონ, ეს უკანასკნელი კი უფრო მეტადაც შეიძლება გამოგადგეთ მომავალში.  

სკოლის გამოცდილებიდანაც გეცოდინებათ კონკურენტული და სწავლაზე ორიენტირებული კლასი გაძლიერებთ და გამობილიზებთ და მოდუნებული ფეხი-ფეხზე გადადებული თანაკლასელები გაზარმაცებენ.  

უნივერსიტეტის ეტაპზე ამ ფაქტორს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ და უნდა მოხვდეთ კონკურენტულ ჯგუფში, იქ სადაც კონკურენცია და „კაი ტიპობა“ არ იქნება დამოკიდებული თუ რა ბრენდი გაცვიათ და რა ტელეფონი გიჭირავთ, მნიშვნელოვანია შედეგიანობაზე და სწავლაზე გქონდეთ ორიენტაცია აღებული.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები