მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
Google Workspace ჩემი ყოველდღიური სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. Gmail ყველაზე კომფორტული მეილი არის ჩემთვის უკვე წლებია. Jejelava-ს დომეინი 10-15 წლის წინ შევქმენი და დღემდე ჩემი შვილებიც აქტიურად იყენებენ. ორგანიზაციას flowmaster.online თავისი დომენი აქვს. ბევრჯერ მიცდია მეილის სხვა სოფტები გამომეყენებინა, outlook-ს საკმაოდ დიდი ხანი მოვიხმარდი, თუმცა, საბოლოოდ, ყველა სხვა მეილი რაც გამაჩნია, დაფორვარდებული მაქვს Jejelava-ს დომენზე. Gmail კარგად მუშაობის ყველა ტიპის სმარტფონზე და ინფორმაციის სინქრონიზაცია სხვადასხვა მოწყობილობაზე მარტივად ხდება.
დამატებით რჩევა: ვცდილობ წაუკითხავი მეილები არ მქონდეს.
კალენდარი, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის მეილზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამ ნაწილში რამდენიმე ასპექტს გაგიზიარებთ:
· კალენდარს ერთი კვირის ჭრილში ვუყურებ. ერთი დღის და ერთი თვის ჭრილი ჩემთვის დამაბნეველ ინფორმაციას იძლევა.
· კალენდარში მხოლოდ შეხვედრები არ მაქვს გაწერილი.
· ფერების მიხედვით მაქვს საქმეები დაყოფილი. მაგალითად, ნაცრისფერი გამოხატავს საქმეს, რომელიც ჩემი გასაკეთებელი არ არის, მაგრამ ინფორმაცია უნდა მქონდეს.
· კოლეგებთან ვაზიარებ შეხვედრებს
Google-ის კალენდარი კარგად მუშაობს როგორც დესკტოპ კომპიუტერზე, ასევე ლეპტოპსა და სმარტფონზე.
შემდეგი კომპონენტი არის დოკუმენტების თუ ფოტოების ონლაინ შენახვა ფოტოები. ამისთვის ვიყენებ 4 სხვადასხვა პროგრამას. პირველი, რომელსაც უკვე 20 წელია ვიყენებ არის evernote, აქ შენახული მაქვს არასტრუქტურირებული ინფორმაცია, დაწყებული პირადობის ფოტოთი, რეესტრის ამონაწერით და დამთავრებული ოფისის დოკუმენტებით, შეხვედრების ოქმებით და ა.შ.
შემდეგი არის Google Drive. სამუშაო პროცესში, ინფორმაციის გასაზიარებლად საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტია. აქ ვტვირთავთ დამკვეთებისთვის გამზადებულ შეთავაზებებს, კომპანიის სტრატეგიის დოკუმენტებს.
ცალკეა Google Photos, სადაც ატვირთული მაქვს როგორც პირადი ფოტოები ასევე სამსახურებრივი ღონისძიებების ფოტო მასალა.
და Drop Box არის ბოლო კომპონენტი. აქ ვინახავ კომპიუტერში არსებულ ფაილებს, რომლებიც ავტომატურად სინქრონიზირდება და ასევე ვაგზავნი დიდ, 2 გეგაბაიტიან, დოკუმენტებს.
შემდეგი ორი ინსტრუმენტი დიზაინის კატეგორიაში არის canva, სადაც პრაქტიკულად ყველაფრის დიზაინი, პრეზენტაციები, პოსტები, სლაიდები და ვიდეოები კეთდება.
მეორე არის Mindmaster, რომელიც არის mindmap-ების საკეთებელი ინსტრუმენტი. იქნება ეს პროექტის თუ საიტის სტრუქტურა, ბრეინსტორმინგის შედეგები, ტრენინგის სილაბუსის დიზაინი.
ოფისის პროგრამებს რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც Google-ს აპლიკაციებს ვიყენებთ, როგორებიცაა Google Docs, Google Sheets და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ მაიკროსოფტის Power Point-ს საკმაოდ ხშირად ვიყენებ და Google-ს ანალოგიამ მისი ჩანაცვლება ვერ მოახერხა.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
დიდი საქმეებისკენ სვლა არც ისე რთულია. მთავარია პატარა ნაბიჯებით დაიწყოთ. . . .