რა ვუპასუხოთ შვილს, როცა "გამოგვეტირება" და სამსახურში "არ გვიშვებს"?

რა ვუპასუხოთ შვილს, როცა "გამოგვეტირება" და სამსახურში "არ გვიშვებს"?


მშობლებისთვის ნაცნობი პრობლემაა ბავშვის გამოტირება სამსახურში წასვლის წინ. შვილები ხშირად გთხოვენ, რომ არ წავიდეთ სამსახურში და დავრჩეთ მათთან სახლში. რეალურად, პრობლემა გამოტირება კი არ არის, არამედ ის თუ რას ვუპასუხოთ ჩვენ.

ტრადიციულად ვუპასუხოთ, რომ სამსახურში თუ არ წავედით კანფეტს ვერ გიყიდით, დაბადების დღეზე საჩუქარს ვერ მივუტანთ, ანუ აქცენტს მატერიალურ შედეგზე ვაკეთებთ. ამით კი ხაზს ვუსვამთ, რომ სამსახურში ჩვენც არ გვინდა წასვლა, მაგრამ მათი სურვილების დასაკმაყოფილებლად თუ ოჯახური ვალდებულებების შესასრულებლად მივდივართ, რაც  არის ბავშვის ტვინის საკმაოდ სახიფათო პროგრამირება.

საკუთარ შვილს ვაფიქრებინებთ და „ვასწავლით“, რომ სამსახური არის გარდაუვალი ბოროტება, ადგილი, სადაც ჩვენც არ გვინდა წასვლა, მაგრამ გვიწევს, რადგან ეს არის ერთგვარი მსხვერპლი იმისთვის, რომ მატერიალური მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ.

დღეს შეიძლება გგონიათ, რომ უწყინარ ფრაზას ეუბნებით შვილებს სამსახურში წასვლის წინ, მაგრამ ხვალ და ზეგ ეს აუცილებლად წინ დაგხვდებათ.

ჩაუღრმავდით ამ საკითხს და უკეთესი ვარიანტი მოიფიქრეთ, თუ რა პასუხის შეიძლება გასცეთ შვილს, მაშინ როდესაც სახლში დარჩენას და სამსახურის გაცდენას გთხოვთ.

საკუთარი მაგალითი, რომ გითხრათ, ჩემს შვილებს, რომლებიც ჯერ კიდევ პატარები იყვნენ და მთხოვდნენ არ წავსულიყავი სამსახურში, ვეუბნებოდი, რომ „შენ როგორც გჭირდები და გიყვარვარ და შენ როგორც გაქვს იმედი, რომ ერთად ვიქნებით, ზუსტად ესე მყავს მეგობრები სამსახურში და მე იქ აუცილებლად უნდა წავიდე და დავეხმარო იმ ხალხს იმის გაკეთებაში რასაც ერთად ვაკეთებთ.“

ასეთი პასუხი საკმაოდ მარტივად მიიღეს. დარწმუნებულები ვართ თქვენი შვილებიც კარგად გაგიგებენ.  

მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, რომ სამსახური მარტო კანფეტების საშოვნელი ადგილი არ არის და ეს თვითრეალიზების შესაძლებლობაცაა. გარდა იმისა, რომ თქვენი წასვლის მიზეზს სწორად უხსნით ბავშვებს, მათ ტვინებს აგებინებთ, რომ სამსახური ბოროტება არ არის, რომელიც მშობელს ძალით. ართმევს, უნდა იცოდნენ, რომ იქ ადამიანები ვითარდებიან და თვითრეალიზდებიან.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები. თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის . . .

ვის ვუყვარვართ?

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით. . . .

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები