რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული


თემაზე, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, საკმაოდ სევდის მომგვრელია, თუმცა დასაფიქრებელიც და გამოსადეგიც, მათთვის, ვისთვისაც რაღაცების შეცვლა ცხოვრებაში ჯერ კიდევ არ არის გვიან.

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. ეს წიგნი, მან სწორედ იმ ადამიანებზე დაკვირვების შედეგად დაწერა ვისაც ის მკურნალობდა.

წიგნში კონკრეტული ადამიანების მაგალითებიც არის მოყვანილი ვისთანაც ბრონი მუშაობდა და ვისგანაც გაიგო ეს ცხოვრების სიბრძნე, თუმცა მათთვის ძალიან გვიანი იყო ამის გააზრება.

ამ წიგნის მიხედვით, გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ თუ რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ.

გაითვალისწინეთ, რომ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში საკმაოდ წარმატებული და გამომდგარი ადამიანები იყვნენ. აქ არ არის ლაპარაკი ბედის უკუღმართობის მქონე ადამიანებზე და ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ სინანულს.

  1. პირველი დარდი და სინანული არის, რომ „ნეტავ ისე მეცხოვრა როგორც მე მინდოდა და არა ისე როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან.“ ეს ხალხი იმას არ გულისხმობს, რომ მხოლოდ თავის თავის სიამოვნებაზე ყოფილიყვნენ კონცენტრირებულეი, აქ საუბარია, რომ საზოგადოების თარგით არ უნდა ვიცხოვროთ. ძალიან ბევრი ჩვენგანი აწყდება ცხოვრებაში ამ დილემას და უწევთ გადაწყვეტილების მიღება როგორი გადაწყვეტილება მიიღონ, რავ მათ ჰგონიათ სწორი თუ რაც საზოგადოებას მიაჩნია სწორად.  
  2. მეორე სინანული ეხება მუშაობას - „ნეტავ ამდენი არ მემუშავა.“ პრაქტიკულად ყველა ადამიანი სიკვდილის წინ თვლის, რომ ის დრო რომელიც დაუთმეს გადაჭარბებულ შრომას დაკარგულია. ის ქონება, რომელიც ამ შრომის შედეგად შეიქმნა მნიშვნელობას კარგავს სიცოცხლის მიწურულს.  
  3. მესამე სინანული არის, რომ „ნეტავ მქონოდა ჩემი გრძნობების გამოხატვის სითამამე.“ ხაზგასასმელია, რომ ეს ხალხი უარყოფითი გრძნობების გამოხატვის სითამამესაც გულისხმობს. მათ ისევე უნდოდათ, რომ გამოეხატათ სიყვარული საყვარელი ადამიანების მიმართ, როგორც ნეგატიური გრძნობები მათთვის არასასიამოვნო ადამიანების მიმართ.  
  4. მეოთხე სინანული მეგობრებს ეხება და მათთან დროის გატარებას. ეს ადამიანები ძალიან ჩაბმულები იყვნენ ყოველდღიურობაში და სიკვდილის წინ ნანობდნენ იმ დაკარგულ დროს, რომელიც მეგობრებთან ერთად არ გაატარეს.
  5. და მეხუთე სინანული არის, რომ „ნეტავ ჩემი თავისთვის უფლება მიმეცა, რომ უფრო ბედნიერი ვყოფილიყავი.“ ეს შეიძლება ყველა წინა სინანულთან დავაკავშიროთ, მაგრამ აქ ავტორი აქცენტს აკეთებს, რომ ეს ხალხი ხვდება, რომ საკუთარი ბედნიერების მოწინააღმდეგე თვითონ იყვნენ ცხოვრებაში. მათ აირჩიეს, რომ არ შეეგრძნოთ ბედნიერება, დაკონცენტრირდნენ პრობლემებზე, წარსულზე, იმაზე თუ რა არ გამოსდიოდათ, არ მისცეს თავის თავს უფლება, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ.

ამ ადამიანებისგან განსხვავებით, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შანსი, რომ სიკვდილის წინ ჩვენს იგივე სინანული არ დაგვეუფლოს. ბოლოდან შეხედეთ თქვენს ცხოვრებას. დაფიქრდით, საზოგადოების მიერ დადგენილ სტანდარტებში ხომ არ ხართ გახვეულები, რამდენად დიდ დროს ატარებთ საყვარელ ადამიანებთან და უმეორებთ თუ არა რომ გიყვართ ისინი, რამდენად გულწრფელები ხართ თქვენი გრძნობების გამოხატვაში და ბოლოს, რამდენად აძლევთ საკუთარ თავს უფლებას რომ ბედნიერები იყოთ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები. თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის . . .

ვის ვუყვარვართ?

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით. . . .

რა ვუპასუხოთ შვილს, როცა "გამოგვეტირება" და სამსახურში "არ გვიშვებს"?

მშობლებისთვის ნაცნობი პრობლემაა ბავშვის გამოტირება სამსახურში წასვლის წინ. შვილები ხშირად გთხოვენ, რომ არ წავიდეთ სამსახურში და დავრჩეთ მათთან სახლში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები