რატომ არ შეიძლება იყოთ გადატვირთული ლიდერი

რატომ არ შეიძლება იყოთ გადატვირთული ლიდერი


ამ სტატიაში მინდა, პირადი გამოცდილება მოგიყვეთ და ლიდერობის ერთ-ერთ ასპექტზე შეგახედოთ. 

რამდენიმე წლის წინ მყავდა უფროსი, რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვალა კარიერული გზა. ამ ადამიანს ჰქონდა ერთი თავისებურება, დღის განმავლობაში რომ დაკვირვებოდი იფიქრებდი, რომ ბევრი საქმე არ აქვს. თავისუფლად, წყნარად და მშვიდად დადიოდა სამსახურში. ხშირად არასამსახურეობრივ საუბარზეც არ იხევდა უკან, გამოელაპარაკებოდა ყველა თანამშრომელს, საუბრობდა ტელეფონზე, ამ ყველაფერს კი არ მალავდა, საერთოდ სამუშაო ოთახში იჯდა და არ ჰქონდა ცალკე კაბინეტი.

მასთან საუბრისას მე, როგორც მისმა თანამშრომელმა ვუთხარი, რომ ეს ყველაფერი უცნაურად გამოიყურება და მაშინ, როდესაც ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვქონდა, ყველა ვხედავდით, რომ ის დიდად დატვირთული არ იყო.

პასუხად მივიღე, რომ რეალურად ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა. პირველ რიგში, გუნდს გვაცნობებდა, რომ საქმეები კარგად მიდის. როდესაც საქმე კარგად არ მიდიოდა, საკმაოდ რთული საურთიერთობო იყო, არ დაიხევდა უარყოფით უკუკავშირზე თუ შენიშვნაზე. მეორე მესიჯი კი იყო, რომ მას ჩვენთვის ყოველთვის ეცალა და თუ ადამიანებს მოუნდებოდათ მასთან დალაპარაკება, მაქსიმალურად ზრუნავდა, ბარიერები არ შექმნოდათ. 

შეიძლება ეს პასუხი სრულად ვერ გავიაზრე, მაგრამ დრომ და გამოცდილებამ მიჩვენა, რამხელა მნიშვნელობა აქვს ლიდერს, გუნდის ხელმძღვანელს, თუ პროექტის მენეჯერს ეტყობოდეს, რომ სცალია თავისი თანამშრომლებისთვის.

გახსოვდეთ, ლიდერისთვის თანამშრომლებთან ურთიერთობა კრიტიკულად მნიშნველოვანი საქმე და მოვალეობაა. 

თუ თქვენ გაავსებთ თქვენს კალენდარს შეხვედრებით, თანამშრომლებს მოუწევთ, „გამოგიჭირონ“ რამდენიმე წუთით თავიანთი სატკივარის გასაზიარებლად. 

ერთი საკითხია, გეცალოთ თქვენი გუნდის წევრებისთვის და მეორეა, გეტყობოდეთ რომ გცალიათ. თუ თქვენ მუდამ თქვენ კაბინეტში იქნებით გამოკეტილი, საქმეში თავჩარგულები და მხოლოდ მაშინ გახვალთ ოთახიდან, როდესაც შეხვედრაზე მიდიხართ, ეს ძალიან დიდ ბარიერს შექმნის თქვენსა და თქვენი გუნდის წევრებს შორის.

თუ მენეჯერი სულ დაკავებულია, სანამ საქმეს ცეცხლი არ წაეკიდება და სანამ სასწრაფო არ გახდება პრობლემების მოგვარება, მანამდე არავინ დაგელაპარაკებათ.

ბევრნაირი გზა არსებობს იმისთვის, რომ თქვენთან კომუნიკაციის ბარიერები მოხსნათ. მაგალითად, გქონდეთ დილის რიტუალები, რა დროსაც არაფორმალურ გარემოში გაესაუბრებით თანამშრომლებს, ან შეხვდეთ პირისპირ გუნდის თითოეულ წევრს. ან თუნდაც ჩემი უფროსივით, ყავის ჭიქით ხელში ისეირნოთ თანამშრომლებს შორის და გამოელაპარაკოთ ყველას. 

შეკითხვაზე, გცალიათ თუ არა, ყოველთვის გვქონდეს პასუხი, რომ გცალიათ. 

გვესმის რთულია, რომ საქმეს ხელი გაუშვათ. ხალხთან ლაპარაკი და მათი გამხნევება თითქოს საქმე არ არის, არადა რეალურად ეს არის ყველაზე მნიშნველოვანი საქმე.

გირჩევთ, დაფიქრდეთ, ყოველდღიურად გცალიათ თუ არა და ხედავენ თუ არა თანამშრომლები, რომ გცალიათ. შესაძლებელია თუ არა თქვენთან გამოლაპარაკება. 

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გახდეთ უკეთესი ლიდერი.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები