რატომ არის გულისყურით მოსმენა ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი?

რატომ არის გულისყურით მოსმენა ლიდერობის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი?


დაფიქრდით და გაიხსენეთ ისეთი ლიდერი, სამსახურიდან, სანათესავოდან, ოჯახიდან თუ სკოლიდან, ვინც თქვენი აზრით, თქვენს განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ყველას ჰყავს ასეთი ადამიანი, გაიხსენეთ ეს ადამიანი როგორ გისმენდათ, იმაზე კარგად გისმენდათ ვიდრე თქვენ უსმენთ სხვებს? აღმოაჩენთ, რომ სხვა თვისებებთან ერთად, ეს ადამიანები გამოირჩევიან მოსმენის უნარით. მშობლები, მასწავლებლები თუ სამსახურში ლიდერები გვითმობდნენ ყურადღებას მაშინ, როცა ჩვენ ველაპარაკებოდით.  

ეს დაკვირვება მჭიდრო კავშირშია თანამედროვე მენეჯმენტის თეორიასთან, ლიდერობასთან. უნარი, რომელიც ლიდერს უნდა ჰქონდეს არის გულისყურით მოსმენა. ეს ნიშნავს კონცენტრირებულ მოსმენას, მაშინ როდესაც მეგობარი გიყვებათ თავის ისტორიას, თანამშრომელი გიზიარებთ თავის პრობლემას და ა.შ.  

დაფიქრდით, თუ ლიდერობაზე გაქვთ პრეტენზია, თანამშრომლებს როგორ ესაუბრებით, როგორ უსმენთ და როგორ გაფასებენ სხვები ამ მიმართულებით. 

გულისყურით მსმენელი ლიდერი იმას არ ნიშნავს, რომ სულ სცალია და ვისაც როცა უნდა და რასაც უნდა იმას მოუყვება. ყურადღებიან ლიდერებს ხანდახან არ სცალიათ და რომ ვეტყვით, რომ დალაპარაკება გვინდა, შეიძლება პასუხად მივიღოთ რომ ახლა ის დაკავებულია. მთავარი ის არის, რომ როცა მოსასმენია ისმენს ძალიან ყურადღებით. შეიძლება ითქვას, რომ ლიდერისთვის ამაზე მნიშვნელოვანი უნარი არ არსებობს.  

კოლექტივშიც გამოიყოფა ასეთი ადამიანი, სწორედ მას ელაპარაკებიან, მას უზიარებენ პრობლემებს, მისგან იღებენ რჩევებს და ისინი ხდებიან არაფორმალურ და შემდეგ უკვე ფორმალური ლიდერები.  

დაფიქრდით, თქვენ როგორი მსმენელი ხართ. როცა გელაპარაკებიან თუ უსმენთ და მოლაპარაკე თუ ხვდება რომ გულისყურით უსმენთ, არ აწყვეტინებთ, როცა არ გცალიათ ვერ უსმენთ როცა გცალიათ კარგად უსმენთ, თქვენ როდესაც საუბრობთ რამდენად საუბრობთ ისე, რომ არ გაწყვეტინებენ, და მესამე ხომ არ საუბრობთ როცა იცით რომ არ გისმენენ. სამწუხაროდ ბევრ ადამიანს ახასიათებს ეს უნარი, რომ ხვდება როცა აღარ უსმენენ და ლაპარაკს აგრძელებს.  

გაიხსენეთ თქვენთვის მისაბაძი ლიდერი და დაფიქრდით როგორი მსმენელი და მოსაუბრე იყო.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 ოქტომბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები