რატომ არის მნიშვნელოვანი წარუმატებლობა?

რატომ არის მნიშვნელოვანი წარუმატებლობა?


ამ სტატიაში თქვენი ყურადღება სწორედ წარუმატებლობის მნიშვნელობაზე და მისი აღიარების აუცილებლობაზე გვინდა გავამახვილოთ.  

ალბათ შეამჩნევდით, რომ ბოლო დროს ძალიან პოპულარულია წიგნებში თუ საჯარო გამოსვლებში წარუმატებლობაზე ლაპარაკი. გამოცდილი და წარმატებული ადამიანები აქტიურად ალაპარაკდნენ წარუმატებლობის მაგალითებზე.

რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?

არსებობს უსაფრთხო თამაშის სტრატეგია ე.წ. „play safe“. ამ სტრატეგიით ადამიანები ხელმძღვანელობენ სამსახურში, სანათესაოში, ოჯახში, სპორტში თუ კონკრეტულ პროექტში. Play Safe მიდგომა გულისხმობს საფრთხეების თავიდან აცილებას, ანუ მაქსიმალური შედეგების მიღწევის და დაწინაურების ნაცვლად, მიზნად ისახავს უსაფრთხოდ დარჩენას, მაგალითად, სამსახურში ისეთი გეგმების დასახვას, რომელიც აუცილებლად და მარტივად შესრულებადია. 

ამბობენ, რომ უსაფრთხო თამაშის სტრატეგია ძალიან გავრცელებულია. ამ მიდგომას ერთი სერიოზული ნაკლი აქვს, ამაზე საშიში არაფერი არ არის. საშიშროება გულისხმობს, რომ თქვენ ცხოვრებაში მიაღწევთ იმის ნახევარს, რისი მიღწევაც შეგეძლოთ. მიიღოთ მხოლოდ უსაფრთხო გადაწვეტილებები და არ გარისკოთ არც ერთ ასპექტში, ნიშნავს, რომ ცხოვრებას გაცილებით მწირი თვითრეალიზებით და წარმატებით გაივლით. ეს საფრთხე ყველა საფრთხეზე უფრო დიდია. სჯობს, ადამიანმა 5-ჯერ დაკარგოს სამსახური და გააგრძელოს მაქსიმალურად გარისკვა და მობილიზება, თუ უნდა რომ განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია წარუმატებლობის აღიარება. ძალიან მარტივია თქვენი წარუმატებლობის სხვისთვის გადაბრალება. მაგალითად, თუ კარგ ვიდეოს ვერ გადავიღებთ, მარტივია, დავაბრალოთ ტექნიკურ შეფერხებას, თუ მიზნებს ვერ მივაღწევთ, მარტივია, დავაბრალოთ პანდემიას. მოკლედ იმის თქმა გვინდა, რომ გარემო პირობებზე თუ სხვა ადამიანებზე გადაბრალება ყოველთვის ყველაზე მარტივი გამოსავალი იქნება. 

გადაბრალება ფართოდ გავრცელებული უნარი და ჩვევაა.

წარუმატებლობები აუცილებლად ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ მათი აღიარება, სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია. არსებობს მაგიური სიტყვა - უიღბლობა, რომელზე გადაბრალებაც ყველაზე მარტივი და ერთი შეხედვით ლოგიკური ქმედებაა. „სამყარო ჩემს წინააღმდეგ მოქმედებს“  - ასეთი ზოგადი და არარეალისტური მიზეზების მოგონებაც კი არსებობს, მაშინ, როდესაც რეალურად იმაზე უნდა დაფიქრდეთ, თუ რა გააკეთეთ ან რა ვერ გააკეთეთ სწორად.  

თუ არ აღიარებთ წარუმატებლობას და არ იღებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას, გაკვეთილსაც ვერ ისწავლით.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აღიარებთ თქვენს წარუმატებლობას და აიღებთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობას? თქვენი კოლეგების, მეგობრების და ახლობლების წინაშე ხდებით უფრო ღია, გახსნილი და გულწრფელი ადამიანი. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ადამიანები გაურბიან აღიარებებს, ისაა, რომ მათ ჰგონიათ, ეს მათ სისუსტეებს წარმოაჩენს - სისუსტის კი ადამიანებს გასროლილი თოფივით ეშინიათ. ამიტომ, ბევრი ადამიანი ირგებს უდარდელი ადამიანის ნიღაბს. თუმცა ეს არც ახლობლებში და არც მენეჯმენტში გამართლებული სტრატეგია არ არის. 

თანამედროვე თეორია გვეუბნება, რომ უნდა გამოავლინოთ თქვენი თავი და ვინც დამფასებელია ის დააფასებს, ვინც ცუდად მომქცევია, მას მაშინვე დაინახავთ. ცალსახად სჯობს, იცოდეთ, ვინ არის კარგის და ცუდის მსურველი.

შეცდომების აღიარების კიდევ ერთი სიკეთე დადასტურდა რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევით, რომლის მიხედვითაც ფიზიოლოგიურად დამტკიცდა, რომ მიელინი, რომელიც თავის ტვინის ნივთიერებაა და პასუხისმგებელია ტვინის ხვეულებზე, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, დამატებითი ტვინის გამომუშავებაზე, გამოიყოფა მხოლოდ იმ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი რაღაცას ნანობს. სინანულის შეგრძნება კი ვერ გექნებათ, თუ არ აღიარებთ წარუმატებლობას და დაშვებულ შეცდომებს.   

ადამიანი, რომელიც წარუმატებლობას თვალებში არ შეხედავს, ვერ გაიზრდება და ვერ გაძლიერდება. 

წარუმატებლობას არავის ვუსურვებთ, მაგრამ მის აღიარებას ნამდვილად გირჩევთ

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
24 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები