იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი
როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .
ლაო ძის გამონათქვამის მიხედვით, ლიდერი საუკეთესოა მაშინ, როდესაც მისი არსებობის შესახებ თითქმის არ იცის ხალხმა. ხოლო, როდესაც მისი სამუშაო დასრულებულია და მიზანი მიღწეული, ხალხი იტყვის, რომ ყველაფერი თავისით გააკეთეს. ეს გამოთქმა ძალიან საინტერესოა და ღირს დაფიქრება.
გამოდის, რომ ლიდერობა თითქოს დაუფასებელი საქმეა, მიზნის მიღწევის შემდეგ ხალხი ლიდერს კი არ შეასხამს ხოტბას, არამედ იტყვიან, რომ თავად გააკეთეს ყველაფერი.
გამოდის, რომ ლაო ძი მიგვითითებს უანგარობის უპირატესობაზე.
მეორე საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, გახლავთ როგორ შევაფასოთ ლიდერი, როგორ გამოვიტანოთ დასკვნა მის შესახებ. ორგანიზაციებში ვიცით, რომ ფინანსური შედეგები მენეჯერული მიღწევაა. ლიდერობა კი ადამიანების ხელმძღვანელობას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, ლიდერობის საზომი ადამიანურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.
ლიდერები თანამშრომლების მიღწევებით და წარმატებით ფასდებიან. ფაქტობრივად, გამოდის, რომ სიტყვიერად კი არ აღიარებენ ლიდერების მიღწევებს, არამედ იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებულები ხდებიან ადამიანები მასთან მუშაობის შემდეგ.
ლიდერები თავიანთზე უფრო მაგარი ხალხის აღმზრდელები არიან და სწორედ ეს ხალხია მათი მთავარი საზომი.
თუ ამ კუთხით შევხედავთ ლიდერობას, ბევრი რამის სხვანაირად დანახვა და გადაფასება შეიძლება.
ლიდერობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი სამსახურით, ის უფრო მთელი ცხოვრების პროფესიაა.
როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .
რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .
მომსახურე ლიდერობა მსოფლიოში გავრცელებული კონცეფციაა, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. . . .