რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?

რატომ უნდა ვისწავლოთ სიბერემდე?


ამ თემასთან დაკავშირებით გავეცანით ერთ საინტერესო სტატიას, რომლის შინაარსიც გვინდა რომ გაგიზიაროთ.

სკანდინავიის ქვეყნებში ჩაატარეს კვლევა, რომელიც იკვლევდა ხანდაზმული, 70-80 წლის ადამიანების აქტივობას და ცხოვრების ხარისხს. რეალურად ეს კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს და იკვლევს ამ ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. დაახლოებით 30 წლის წინაც გამოიკვლიეს მაშინდელი 70-80 წლის ხალხის ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

კარგი ამბავი ის არის, რომ დღეს სკანდინავიაში ხანდაზმული ადამიანები გაცილებით უფრო კარგად გრძნობენ თავს და გაცილებით უფრო აქტიურები არიან ვიდრე 30 წლის წინ ხანდაზმული ადამიანები.  

მიზეზების დასადგენად გაგრძელდა კვლევა, რაც მიზნად ისახავდა დაედგინა თუ რა შეიცვალა ამ 30 წელში.

პირველი ნაწილი ეხებოდა ფიზიკურ მდგომარეობას. ჩაატარეს ტესტები ფილტვების და გულის მუშაობაზე, აღმოაჩინეს, რომ ამ მხრივ ბევრი არაფერი შეცვლილა. დროის და ასაკის გავლენა ადამიანზე იგივე დარჩა. ერთადერთი განსხვავება რაც ფიზიკურ ნაწილში გამოიკვეთა იყო, რომ დღეს ადამიანები ბევრად აქტიურები არიან და უფრო მეტს მოძრაობენ.

მეორე ნაწილი შეეხებოდა ინტელექტუალურ აქტივობას და ამით გამოწვეულ კმაყოფილებას, რაც აღმოჩნდა, რომ არის ძალიან მაღალი. ლოგიკური მსჯელობით და ყველა სხვა ტესტის შედეგებით და პარამეტრებით ახლანდელი ხანდაზმულები სჯობნიან 30 წლის წინანდელ ხანდაზმულებს.

შემდეგი კვლევა კი ემსახურება იმას, რომ გაეგოთ თუ რატომ მოხდა ეს. ერთ-ერთი საინტერესო აღმოჩენა იყო, რომ ახლანდელმა ხანდაზმულებმა ბოლო 30 წლის განმავლობაში გააგრძელეს სწავლა და ახალი რაღაცების ათვისება, რამაც გამოიწვია მათი მენტალური ახალგაზრდობის შენარჩუნება.

ამას მივდივართ იმ კონცეფციამდე, რაც ჩვენთვის უცხო არ არის - სწავლა სიბერემდე.

მარტივი რეცეპტი არსებობს ადამიანისთვის, რომელსაც უნდა, რომ ასაკშიც აქტიური იყოს მენტალურად და ტვინი მუდამ ფორმაში ჰქონდეს, უბრალოდ მუდამ უნდა შეისწავლოს ახალი რაღაცები.

ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თუ ფიზიკური კარგად ყოფნისთვის საჭიროა უფრო მოძრავი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ა.შ. ინტელექტუალურად ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭიროა სწავლა და ტვინის მუდმივი განვითარება.  

გარდა იმისა, რომ კარიერაზე და უახლოეს მომავალზე უნდა ვიზრუნოთ ყოველდღიურად, მუდმივი განვითარებით უნდა ვიზრუნოთ ბედნიერ და აქტიურ სიბერეზე, რაც ყველა ჩვენგანს უნდა.

მეორე მხრიდანაც გვინდა შეგახედოთ „lifelong learning”-ის საჭიროებაზე. არსებობს საკმაოდ გლობალური, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ნაშრომი სახელად „Skills for the 21th century”, სადაც 21-ე საუკუნის უნარებზეა საუბარი.

ამ ნაშრომში საუბარია, რომ თუ გასულ საუკუნეში ადამიანების უნარები ძველდებოდა 20-30 წლის შემდეგ, დღეს ეს დრო ჩამოსულია 5-6 წლამდე. ანუ ვამბობთ, რომ ადამიანი მე-20 საუკუნეში, 1960 წელს თუ ისწავლიდა მენეჯმენტს ბიზნეს სკოლაში, მისი განათლდება 1980 წლამდე მეტ-ნაკლებად „ქაჩავდა“ და შეესაბამებოდა გარემოს, რადგან გარემო ნელა იცვლებოდა.

ალბათ, გახსოვთ რომ ბიზნეს სკოლაში ერთხელ სწავლა საკმარისი იყო იმისთვის, რომ შემდეგ ადამიანს მუშაობა დაეწყო ამ განხრით და მთელი ცხოვრება მენეჯერად ემუშავა.

დღეს მენეჯმენტი, მედიცინა, ფსიქოლოგია და ნებისმიერი სხვა პროფესია რადიკალურად იცვლება საკმაოდ მოკლე დროში. რაც 5 წლის წინ ვისწავლეთ დღეს შეიძლება აქტუალური და გამოსადეგი აღარ იყოს.

ამ რეალობაში კი გამოდის, რომ საერთოდ არ უნდა შევწყვიტოთ სწავლა იმისთვის, რომ ჩვენი უნარები და ცოდნა შეესაბამებოდეს დროს.

დღესაც ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ თუ ინგლისური ენა ერთხელ ისწავლა მთელი ცხოვრება მიეცემოდნენ, ან საზღვარგარეთ მიიღო განათლება და მთელი ცხოვრება ამ განათლებით შეძლებს წინ და წინ სიარულს. ეს დრო დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა. სულ უნდა გავაგრძელოთ სწავლა თუ გვინდა რომ არ ჩამოვრჩეთ რეალობას.

ამ ყველაფრის კეთილი დასასრული კი ის არის, რომ სიბერეშიც მახვილი გონება გექნებათ.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
7 ივლისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

ვის ვუყვარვართ?

როგორც არ უნდა შევცვალოთ და განვავითაროთ ჩვენი ცხოვრება, თუ საკუთარი თავის სიყვარული არ გვექნება, თუ ამ სიაში ნომერ პირველი ადგილი თავად არ გვექნება დაკავებული ბედნიერები რეალურად ვერასდროს ვიქნებით. . . .

რას ნანობენ ადამიანები სიკვდილის წინ? მომაკვდავთა 5 სინანული

ბრონი ვეარმა, ავსტრალიაში მოღვაწე ექიმმა, რომელსაც საკმაოდ რთული სამსახური ჰქონდა, ტერმინალური პაციენტების უვლიდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით Top 5 Regrets of Dying. . . .

რა ვუპასუხოთ შვილს, როცა "გამოგვეტირება" და სამსახურში "არ გვიშვებს"?

მშობლებისთვის ნაცნობი პრობლემაა ბავშვის გამოტირება სამსახურში წასვლის წინ. შვილები ხშირად გთხოვენ, რომ არ წავიდეთ სამსახურში და დავრჩეთ მათთან სახლში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები