როდის ჩქეფს ცხოვრება?

როდის ჩქეფს ცხოვრება?


სიტყვა ჩქეფა ძალიან ჰგავს ინგლისურ ტერმინს „flow“, რომელიც პირდაპირ თარგმანში დინებად ითარგმნება. ეს ტერმინი, რომელიც ცნობილი ფსიქოლოგს ჩიქსენმიჰაის ეკუთვნის, ასახავს, რომ ადამიანი ძალიან მაღალი მოტივაციით და კონცენტრაციით აკეთებს საქმეებს.

შეკითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამთ არის - როდის ჩქეფს ცხოვრება? 

აქ შემოდის ჩიქსენმიჰაის მოდელი, რომელსაც ამ სტატიაში მარტივად გადმოვცემთ. 

მიჰაი ამბობს, რომ პირად თუ პროფესიონალურ ცხოვრებაში ორი რამე განსაზღვრავს ადამიანის განწყობას. 

სურათზე გამოსახული ვერტიკალური ხაზი ნიშნავს სირთულეს, ანუ რამდენად რთული ამოცანების წინაშე დგახართ ცხოვრებაში. სამსახურში შეიძლება გქონდეთ პერიოდი, როდესაც სრულიად ახალ საქმიანობას ითვისებთ, მაგისტრატურაში სწავლას იწყებთ, ახალ სამსახურში გადადიხართ, ოჯახში მატება გაქვთ, ახალ სახლში გადადიხართ და ა.შ. ანუ ყველაფერი, რასაც სირთულე შემოაქვს თქვენს ცხოვრებაში. ნეგატიური მოვლენების სირთულედ ითვლება. ვერტიკალური ხაზის ზედა მხარეს უფრო რთული საქმეებია, ქვემოთ უფრო მარტივი.

ჰორიზონტალური ღერძი გამოხატავს დახელოვნებას. ეს არის პროცესი, როდესაც ყოველ დღე რაღაცას სწავლობთ. ონლაინ ტრენინგები და მაგისტრატურა ცალსახად დახელოვნებასთანაა კავშირში, ახალი თანამდებობა თავისთავად რთულია და თუ გახსნილი გონებით მიუდგებით ამ ყველაფერს, ყოველდღე რაღაც ახალს ისწავლით.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზები დაყოფილია 4 სექციად. ქვედა მარცხენა კვადრატი ის ტერიტორიაა, სადაც სირთულეებიც დაბალია და დახელოვნებაც, ანუ ამ მდგომარეობაში ადამიანი დიდად ვერაფერს სწავლობს - ამას ეწოდება აპათიის მდგომარეობას. 

ავიდეთ ზედა მარცხენა ნაწილში, ანუ იქ, სადაც სირთულეები არის დიდი და დახელოვნება დაბალი. თუ ადამიანს ძალიან რთული საქმე ავალია, მაგრამ არ იცის, თავი როგორ გაართვას, ამ მდგომარებას ქვია ღელვა. ყველას გვქონია სიტუაცია, როდესაც არ ვიცით, რთულ დავალებას თავი როგორ გავართვათ. ახალ თანამდებობაზე ვღელავთ, ახალი დავალების მიღებისას ვღელავთ, კრიზისის დროს ვღელავთ, რადგან არ ვიცით როგორ გავუმკლავდეთ ამას და ა.შ. საქმე რთულადაა და არ იცით საიდან დაიწყოთ მოგვარება. ბევრს შეიძლება გეგონოთ, რომ ღელვის მდგომარეობა ცუდია, მაგრამ პირიქით, ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ადამიანები სწავლობენ და ვითარდებიან. 

ღელვიდან გადავინაცვლოთ მარჯვნივ, ეს არის ადგილი სადაც ამოცანების სირთულე შენარჩუნებულია და ყოველდღიურად წინ მივიწევთ. ხვდებით, რომ უახლოვდებით, შეიძლება ისევ გერთულებათ, მაგრამ ნელ-ნელა ართმევთ თავს. ახალი საქმის დაწყება ყოველთვის რთულია, მაგრამ რაღაცები რომ გამოგივათ სწორედ ის მდგომარეობა მოდის, რასაც ჩვენ ცხოვრების ჩქეფას და რასაც მიჰაი „flow”-ს უწოდებს.  

ჩვენ ვამბობთ, რომ ცხოვრება ჩქეფს მაშინ, როცა რთული ამოცანების შესრულებას იწყებთ და ხვდებით, რომ თავს ართმევთ ნელ-ნელა. სულ უფრო ძლიერი და მოტივირებული ხდებით. სწორედ ამ მდგომარეობისკენ უნდა ვისწრაფოდეთ.

ზედა მარჯვენა კვადრატიდან ჩამოვინაცვლოთ დაბლა, სადაც ხართ დახელოვნებულები, განვითარებულები, მაგრამ ამოცანის სირთულე არ იმატებს. რაც გავალიათ აკეთებთ მარტივად და ახალი არაფერი ხდება. ამ მდგომარეობას ჰქვია მოწყენილობა. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ არ ავალია ჯეროვანი საქმე და პასუხისმგებლობა. 

გამოდის, რომ თუ გინდათ, რომ ცხოვრება ჩქეფდეს და იყოთ ბედნიერები, უნდა გამონახოთ  და დაივალოთ რთული საქმეები. დიახ, საკმაოდ სარისკო გზაა.

რეცეპტი შემდეგია: სულ ახალ-ახალ „შარში“ უნდა გაეხვიოთ და შემდეგ უნდა ისწავლოთ და განვითარდეთ იმისთვის, რომ თავი გაართვათ ასეთ ამოცანებს

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 თებერვალი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები