როგორ დავრჩე თავდაჯერებული და ამავდროულად თვითკრიტიკული

როგორ დავრჩე თავდაჯერებული და ამავდროულად თვითკრიტიკული


საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია ადამიანის სწორი თვითშეფასება, მაგრამ როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი ხაზი განმავითარებელ  თავდაჯერებულობასა და ჯანსაღ თვითკრიტიკულობას შორის.

საფრთხე ორივე შემთხვევაში არსებობს. ერთი მხრივ, თავდაჯერებულობა არ უნდა გადაიზარდოს თვითკმაყოფილებაში. ამ დროს არსებობს განვითარების შეფერხების საფრთხე, რადგან ადამიანს მიაჩნია, რომ ყველაზე მაგარი პროფესიონალია, რომ არაფრის სწავლა აღარ სჭირდება, რომ სხვებზე მაგარია და ა.შ. გარდა განვითარების შეწყვეტისა, ასეთი ადამიანი სხვებისთვისაც გამაღიზიანებელია.

მეორე მხრივ, პრობლემას წარმოადგენს დაბალი თვითშეფასება, როდესაც ადამიანს უჩნდება განცდა, რომ რასაც არ უნდა აკეთებდეს არაფერი გამოსდის. ამ შემთხვევაში იკარგება მოტივაცია, რეალურად უარესდება სამუშაოს ხარისხი და კოლეგებთან, მენეჯმენტთან, თუ დამკვეთებთან ურთიერთობები ფუჭდება. 

გამოდის, რომ საჭიროა ოქროს შუალედის დაცვა. ამისთვის ჩვენ შევიმუშავეთ თვითშეფასების მოდელი. 

ნებისმიერი საქმის დასრულების შემდეგ საუბარი გამართეთ თქვენს თავთან. ეს საუბარი შედგება ორად ორი წინადადებისგან.

პირველი, უთხარით თქვენს თავს - “ყოჩაღ, შენ ეს შეძელი, კარგად შეასრულე დაკისრებული სამუშაო“, და მეორე - „რაღაცების უკეთ გაკეთებაც შეიძლებოდა, უფრო დაგეხვეწა დეტალები, სამომავლოდ შეიძლება ამ საკითხების გაუმჯობესებაც.“

გამოდის, რომ ორ წინადადებაში გამოვხატავთ მადლიერებას გაკეთებული საქმის გამო. მეორე მხრივ კი ვიცით, რომ უნაკლო არავინაა და ჯანსაღი კრიტიკის საშუალებით ანალიზს ვუკეთებთ ჩვენს თავს და ვპოულობთ იმას, რისი გაკეთებაც უკეთესად შეიძლებოდა. 

ყველა საქმის შემდეგ ვცდილობთ, რომ ასეთი ანალიზი გავუკეთოთ შესრულებულ სამუშაოს, შევაქოთ საკუთარი თავი შესრულებული სამუშაოსთვის და ვიპოვოთ ხარვეზები სამომავლოდ გამოსწორებისთვის. 

ამ მეთოდით ხელმძღვანელობა შეიძლება სწავლაში, მუშაობაში, ოჯახში თუ პირად ურთიერთობებში. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
24 დეკემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები