როგორ გავაუმჯობესო პროდუქტიულობა ერთი საქმის ერთხელ მიხედვის პრინციპით

როგორ გავაუმჯობესო პროდუქტიულობა ერთი საქმის ერთხელ მიხედვის პრინციპით


ყველამ კარგად ვიცით, რომ ჯობს, როდესაც ერთი საქმის კეთებას დავიწყებთ ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და ისე გადავიდეთ შემდეგ საქმეზე. ეს დარიგება შეიძლება ბავშვობიდანაც გეცნობათ, ხშირად გვიმეორებდნენ მშობლები, მასწავლებლები, აღმზრდელები. დღეს ამ დარიგების შესასრულებლად ძალიან რთული დრო დადგა, ყოველდღიურად მილიონი საქმე გვაქვს გასაკეთებელი და  ის რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო ხელის შემშლელი ფაქტორების გარეშე რთულია.  

გავიხსენოთ ნეგატიური მაგალითი, რომელიც დარწმუნებულები ვართ არაერთხელ მოგსვლიათ, მნიშვნელოვანი რეპორტი გქონიათ დილიდან დასაწერი, მაგრამ შუალედში მოხდა ისე, რომ მოულოდნელად შეხვედრა ჩაგინიშნეს და მოგიწიათ რეპორტის წერის მიტოვება, შეხვედრის შემდეგ გადაწყვიტეთ, რომ შეხვედრაზე მიღებული დავალებები უცბად მოგეგვარებინათ, შუალედში ისევ გააგრძელეთ რეპორტის წერა და ა.შ. მთელი დღის ან მთელი კვირის განმავლობაში შეიძლება გაგიგრძელდეთ ამ რეპორტის წერა. საბოლოოდ კი იმაზე მეტი დრო დაუთმეთ რეპორტის წერას ვიდრე საჭირო იყო.  

ასეთ დროს შეგვიძლია გირჩიოთ, რომ საქმეს, რომელსაც დავუშვათ მაქსიმუმ 1 საათი სჭირდება ერთ ჩაჯდომაზე უნდა მივხედოთ, თუ თანამშრომლებს უნდა შეხვდეთ და ამისთვის დღეს არ გცალიათ, ჯობს ხვალისთვის დაგეგმოთ, ანუ მაშინ, როცა გეცლებათ, თუ რეპორტია დასაწერი და იცით, რომ არ გეყოფათ ერთი საათი, ჯობს დაყოთ თავებად და იცოდეთ, რომ სანამ პირველი თავის დაწერას არ მორჩებით არ შეეშვათ ამ საქმეს.  

სანამ კონკრეტულ საქმეს მოკიდებთ ხელთ, განსაზღვრეთ გცალიათ თუ არა, რა დროს წაიღებს, გაცლიან თუ არა სხვები, თუ ფიქრობთ რომ ახლა ამ საქმის გაკეთება არ გამოგივათ, ჯობს ისეთი საქმე დააპრიორიტეტოთ, რომლის დაწყებას და დასრულებას შეძლებთ. საუბარია იმაზე, რომ თუ კონცენტრირებული იქნებით ერთ საქმეზე უფრო მაღალ პროდუქტიულობას მიაღწევთ. გარდა ამისა, სტრესის შესამცირებლადაც საკმაოდ ეფექტურია ეს მიდგომა.

დღე დაყავით, პირობითად 20 წუთიან პატარა მონაკვეთებად და თუ რეკავთ დამკვეთებთან შემდეგი 20 წუთის განმავლობაში სულ ამ საქმეს მიჰყევით. მთავარია ერთგვაროვან საქმეებს მოუყაროთ თავი ერთად.  

ყველა მეთოდოლოგია გვეუბნება რომ 2 წუთიანი საქმეების ბლოკნოტში ჩაწერა ზედმეტი დროის ხარჯვაა და არასწორია. ასეთი საქმეები უნდა მოგვარდეს მაშინვე, როგორც კი გაჩნდება. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
5 ოქტომბერი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები