როგორ გავხდე უფრო პროდუქტიული და ბედნიერი დილის რუტინის დახმარებით?

როგორ გავხდე უფრო პროდუქტიული და ბედნიერი დილის რუტინის დახმარებით?


სიტყვა რუტინა ჩვეულებრივ, ჩვენს რეალობაში უარყოფით კონტექსტში გამოიყენება. რუტინული სამსახური, რუტინული საქმე, ყოველდღიურობა რუტინად გადაიქცა, ეს ყველაფერი მოსაბეზრებელ საქმიანობასთან და მოწყენილობასთან ასოცირდება.

განმეორებით სასარგებლო ქმედებებს ადამიანის პროდუქტიულობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონია. მეტსაც გეტყვით, წარმატებული ადამიანების, როგორიცაა ბილ გეითსი, ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს დილის რუტინა იკავებს. მათ ეს პროცესი ხელოვნების დონეზე ჰყავთ აყვანილი. იმდენად სტაბილურად ახორციელებენ დილის რუტინას, რომ ღირს დაფიქრება, რამდენად არის კავშირში ეს მათ წარმატებასთან.

ჩვენ ვიზიარებთ მოსაზრებას, რომ დილის რუტინა ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტიული დღის დასაწყებად. 

დავიწყოთ გაღვიძებით -  კვირის ყველა დღეს, მათ შორის შაბათ-კვირას, ერთსა და იმავე დროს გაღვიძება ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რაც უფრო შეაჩვევთ ორგანიზმს დილით ადრე გაღვიძებას, დროდადრო უფრო გაგიმარტივდებათ დილის დაწყება. 

ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ორშაბათი ითვლება მძიმე დღედ, არის ის, რომ შაბათ-კვირას ვეშვებით, ვვარდებით რეჟიმიდან და ფაქტობრივად ყოველი კვირის დასაწყისში გვიწევს ხელახლა ფორმაში ჩადგომა. 

ახალგაზრდა პროფესიონალები ვერ ელევიან მეგობრებთან შეკრებებს და ამიტომ უჭირთ დილით გაღვიძება და მხნედ ყოფნა. თუ არ გყოფნით ძილი, მაშინ შესაბამის დროსაც უნდა დაიძინოთ. 

დილით ადრე გაღვიძებასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ არსებობს მოსაზრება, რაც უფრო უთენიაა, მით უფრო ჭირს გაღვიძება. ეს კი ეწინააღმდეგება მეცნიერებას, რომელიც ამტკიცებს, რომ არსებობს ღრმა ძილი და არსებობს მსუბუქი, ზედაპირული ძილი. ღრმა ძილის დროს გაღვიძება თითქმის შეუძლებელია და ზედაპირული ძილის დროს გაღვიძება საკმაოდ მარტივია. ეს ნიშნავს, რომ 8 საათზე ღრმა ძილის პერიოდი შეიძლება გქონდეთ და 8-ის ნახევარზე ზედაპირული ძილის. 

გირჩევთ რომ 20-30 წუთიანი შუალედებით მოძებნოთ გაღვიძების თქვენთვის იდეალური დრო. 

დილის რუტინის მეორე ნაწილი არის ვარჯიში. რა თქმა უნდა, მძიმე და დატვირთულ ვარჯიშს არ ვგულისხმობთ. ვიღაცისთვის ეს შეიძლება იყოს სეირნობა, ვიღაცისთვის 7-10 წუთიანი დილის გამამხნევებელი ვარჯიშები. არ ჩათვალოთ, რომ დილის ვარჯიში აუცილებლად 1 საათს გაგრძელდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ დილის რუტინაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საუზმეს.

კიდევ ერთი საინტერესო ეტაპია „არაფრის დრო“ - ეს არის დრო, რომელიც არაფრის გასაკეთებლად არის გამოყოფილი. ფიქრისთვის, სუნთქვისთვის, იმ მომენტში ყოფნისთვის. დილა უბრალოდ ცის, მზის, ბუნების თუ გარემოს შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. ამ დროს ჩვენი აზრები და სხეული ლაგდება და ბევრი სასარგებლო რამ ხდება. ზოგისთვის „არაფრის დრო“ შეიძლება იყოს  მედიტაცია, დილის ლოცვა და ა.შ. 

კითხვისთვის ძალიან კარგი დროა დილა, ნუ ჩათვლით რომ 1-2 საათი უნდა იკითხოთ. საუზმის დროს შეიძლება გაეცნოთ სტატიებს, სიახლეებს ან გადაიკითხოთ წიგნის ნაწყვეტი. 

ფიქრი - არ დაგავიწყდეთ, ჩვენ გვჭირდება კონცენტრირებულად ფიქრი. კონკრეტულ საკითხებზე, ოჯახის წევრებზე, სამსახურის პროექტებზე, განვითარებაზე და ა.შ. დილით სანამ დანარჩენი სამყარო გაიღვიძებს, საკმაოდ კარგი დროა ამის გასაკეთებლად.

და ბოლოს, მიმდინარე დღისთვის მომზადება. გადახედეთ დღის საქმეებს, ორგანიზება გაუკეთეთ მიმდინარე დავალებებს.  

ეს ყველაფერი ყოველი დღის წარმატებულად გატარებაში დაგეხმარებათ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები