როგორ მოვემზადო PMP სერტიფიკატისთვის?

როგორ მოვემზადო PMP სერტიფიკატისთვის?


ადამიანებს, რომლებსაც PMP სერტიფიკატის მიღება უნდათ, ხშირად მოგვმართავენ შეკითხვით თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ამისთვის, როგორ მოემზადონ და ა.შ. 

ამ სტატიაში უშუალოდ ჩვენს გამოცდილებაზე ვისაუბრებთ და იმ ნაბიჯებზე რომლებიც საჭიროა რომ გადაიდგას.

არის ორი მთავარი ფაქტორი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. 

პირველი, არის აპლიკაციის შევსება. 

აპლიკაციას კი ორი მთავარი მოთხოვნა აქვს. პირველი, ფორმალური განათლება, რომელიც ჯამში უნდა მოიცავდეს 35 საკონტაქტო საათს და ამ განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი. გაითვალისწინეთ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად და რა ფორმით გექნებათ ეს განათლება მიღებული. იქნება ეს უნივერსიტეტში გავლილი პროექტის მართვის საგანი, რომელიც მოიცავს 35 საკონტაქტო საათს, ონლაინ კურსი, ფიზიკური ტრენინგები და ა.შ. 

ჩვენ არ გირჩევთ რაიმე განსაკუთრებული, მაღალფასიანი კურსი გაიაროთ უშუალოდ ამ აპლიკაციისთვის, რადგან ეს უფრო ფორმალური განათლების მოთხოვნაა იმისთვის, რომ გამოცდაზე დასწრების უფლება მოიპოვოთ. ნებისმიერ ონლაინ პლატფორმაზე შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის შესაბამის პროექტის მენეჯმენტის კურსი. 

მეორე რასაც PMI ითხოვს, არის სამუშაო გამოცდილება. თუმცა, აქაც არ არის აუცილებელი, რომ უშუალოდ პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ყოფილიყავით.

აპლიკაციის შევსებასთან და მოთხოვნებთან დაკავშირებით უფრო დეტალურად სხვა სტატიაში ვსაუბრობთ.

მეორე ნაბიჯი, რაც გამოცდისთვის მოსამზადებლად უნდა გადადგათ არის შესაბამისი სამეცადინო ლიტერატურის მოძიება. შეგიძლიათ გამოიყენოთ თავად PMI-ს ლიტერატურა. ასევე, არსებობს კარგი ალტერნატივებიც, მაგალითად Rita Book PMP, Joseph Phillips-ის ლიტერატურა და ა.შ. 

მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ სამეცადინო ტესტები, როგორც წესი ლიტერატურას მოჰყვება ხოლმე ან უფასო ონლაინ ვარიანტები შეგიძლიათ გამოიყენოთ და ბოლოს, მოიძიეთ მოსამზადებელი ტესტები. მას შემდეგ, რაც წიგნის დამუშავებას მორჩებით დაგჭირდებათ საგამოცდო ტესტებთან მაქსიმალურად მიახლოებული მოსამზადებელი ტესტები. აქ უკვე სჯობს, რომ სერიოზული, გამოცდილი და აპრობირებული ტესტები შეარჩიოთ. იგივე რიტას ონლაინ ტესტები, რომელიც დაახლოებით 1600-მდე კითხვას მოიცავს. 

და ბოლოს, რაც გჭირდებათ არის გრაფიკი, ყოველდღიური, დაგეგმილი დროში გაწერილი სამეცადინო გეგმა. 

ამ გამოცდისთვის მომზადებას აქვს თავისებურება, რომ ფორმიდან არ უნდა ამოვარდეთ. თუ თქვენ ყოველდღიურობაში გამოყოფთ კონკრეტულ დროს მეცადინეობისთვის და გექნებათ გეგმა, გამოცდისთვის მომზადება იქნება გაცილებით პროდუქტიული და ნაკლებად სტრესული. 

 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
7 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები