როგორ მოვიქცე სამსახურის გასაუბრებაზე?

როგორ მოვიქცე სამსახურის გასაუბრებაზე?


ძალიან ბევრ, კარგ თუ ცუდ, გასაუბრებებზე დასწრების შემდეგ შეგვიძლია, გამოვყოთ სამი თემა, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც კომპანიის HR-ს ხვდებით.

  1. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, გამოხატეთ გულწრფელი ინტერესი ორგანიზაციისა და პოზიციის მიმართ, სადაც აპირებთ, დაიწყოთ მუშაობა. ძალიან ხშირია შემთხვევა, რომ ადამიანი სრულიად მოუმზადებელი მიდის გასაუბრებაზე და არაფერი იცის კომპანიისა თუ ვაკანტური პოზიციის შესახებ. მხოლოდ საკუთარი თავის წარდგენა საკმარისი არ არის. გასაუბრების მსვლელობისას კითხვების დასმით გამოხატეთ ინტერესი ორგანიზაციისა და მისი პროექტების მიმართ. მაგალითად, როგორ მიდის ონლაინ მაღაზიის საქმე, რომლის მართვაც თქვენ უნდა გადაიბაროთ, ეძებენ თუ არა დეველოპერებს, კონკრეტულად რომელი პროექტებისთვის სჭირდებათ კადრები და ა.შ. ინიციატივიანი და დაინტერესებული კანდიდატი ჯანსაღ ორგანიზაციებში აუცილებლად მოეწონებათ. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზომიერად დასვათ კითხვები, რათა პირიქით არ გამოგივიდეთ გასაუბრების ჩატარება.
  2. თქვენი თავის წარდგენას რაც შეეხება, ცხადია, თქვენი საუკეთესო მხარის გამოვლენა უნდა შეძლოთ. გასაუბრების სტრატეგია თქვენს ძლიერ მხარეებზე ააგეთ, ისაუბრეთ იმაზე, რაც ნამდვილად კარგად გამოგდით, ნუ დაიწყებთ CV-ს მოყოლას, სავარაუდოდ ის უკვე წაკითხული ექნებათ. მოიყვანეთ თქვენი საქმიანობის მაგალითები და არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ კონკრეტული გასაუბრებისთვის უნდა მოემზადოთ და არა ზოგადად, შაბლონურად ისაუბროთ ყველა კომპანიასთან ერთი და იგივე ტექსტებით.
  3. მესამე რჩევა ეხება თავდაჯერებულობას. მაქსიმალურად შეეცადეთ, იყოთ თავდაჯერებული. დაამყარეთ კომუნიკაცია ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს თვითშეფასებას აამაღლებენ, გაიყოლეთ გასაუბრებაზე თქვენი მეგობარი, რომელიც გაგამხნევებთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, მთავარია, დარწმუნებული იყოთ თქვენს შესაძლებლობებში.

საბოლოო ჯამში, მთავარია, შესაბამისად მოემზადოთ და სწორი განწყობა შეიქმნათ კონკრეტული გასაუბრებისთვის. "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებს ვეუბნებით, რომ შეიძლება გასაუბრების წინ ისეირნოთ, განიტვირთოთ და დაღლილი არ მიხვიდეთ გასაუბრებაზე იმისთვის, რომ შესაბამისად გამოიყურებოდეთ და მშვიდად საუბრობდეთ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 ოქტომბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები