როგორ „მოვპაროთ“ დრო შეხვედრებს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის?

როგორ „მოვპაროთ“ დრო შეხვედრებს მნიშვნელოვანი საქმეებისთვის?


ჩვენს დროში პანდემიის გამო ძალიან დაიტვირთნენ ადამიანები. ყოველდღიურად ვხვდებით ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, რომლებიც საღამოს 9-10 საათამდე შეხვედრებს ესწრებიან უწყვეტ რეჟიმში, ერთი შეხვედრიდან მეორეზე გადადიან, დასვენების დრო არ აქვთ და, უფრო მეტიც, მეორე შეხვედრისთვის მომზადების დროც კი არ აქვთ. თითქოს სახლიდან მუშაობის რეჟიმი უფრო მსუბუქი უნდა ყოფილიყო, მაგრამ სინამდვილეში საქმე უფრო გართულდა. 

ასეთ რეჟიმში მუშაობა პროდუქტიულობას აქვეითებს, სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში გვინდა იმ გამოსავალზე გესაუბროთ, რაც ჩვენ მოვიფიქრეთ. "ფლომასტერის" ტრენინგების მონაწილეებსაც იმავეს ვურჩევთ. 

ამ მეთოდის არსი ის არის, რომ შეხვედრებს „მოვპაროთ“ ცოტ-ცოტა დრო მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად.  ეს განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისი სამუშაო კულტურაც მუდმივი შეხვედრების გამართვაა. 

საკუთარი გამოცდილება რომ გაგიზიაროთ, წლების წინ ვმუშაობდი ორგანიზაციაში, სადაც იყო შეხვედრების კულტურა და ერთი შეხვედრიდან მეორე შეხვედრაზე ისე შევდიოდი, რომ მოსამზადებელი დრო, ამოსუნთქვის და წლის დალევის დროც კი არ მქონდა. რომ აღარაფერი ვთქვა სხვა მნიშნველოვანი საქმეების შესრულების დროზე.

რამდენიმე გამოსავალი მოვიფიქრე და ერთ-ერთი მინდა რომ გაგიზიაროთ. დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა, რომ ცოტათი ნაკლები დრო დაუთმოთ შეხვედრას. მაგალითად, თუ 1 საათიან შეხვედრას ესწრებით, ეცადეთ შეხვედრის დასაწყისშივე ითხოვოთ 15 წუთით ადრე გათავისუფლება. ეს ფორმა სრულიად მისაღებია, როდესაც ტოპ მენეჯერი ხართ. და იცით რა? აღმოაჩენთ, რომ 1 საათიანი შეხვედრის დამთავრება 45 წუთშიც სრულიად შესაძლებელია. თუ ნახევარ საათიან შეხვედრაზე ხართ 5-7 წუთის მოპარვა სრულიად საკმარისია. 

საერთო ჯამში ნახავთ, რომ თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მოემზადოთ, სხვა მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოთ. 

რა თქმა უნდა, სხვა მეთოდებიც არსებობს. პროდუქტიულობის ჯადოსნური სიტყვა არის „არა.“ როდესაც ხვდებით, რომ თქვენთვის არა საჭირო შეხვედრაზე გთხოვენ დასწრებას, შეგიძლიათ, საერთოდ უარი უთხრათ. 

საბოლოოდ, რჩევის სახით გეტყვით, რომ თითო შეხვედრიდან 5-10 წუთის მოპარვა შეხვედრის საქმეს არ გააფუჭებს, ხოლო თქვენს საქმეებს ნამდვილად წაწევს წინ. ეს გამოთავისუფლებული დრო სულ რომ დასვენებას და სულის მოთქმას მოახმაროთ, შემდეგ შეხვედრაზე გაცილებით პროდუქტიულები იქნებით. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
9 თებერვალი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები