როგორ შევავსოთ ელექტრონული კალენდარი

როგორ შევავსოთ ელექტრონული კალენდარი


ამ სტატიაში თქვენს ყურადღებას გავამახვილებთ იმაზე, რა უნდა ჩასვათ კალენდარში.

პირველი არის განმეორებადი საკითხები, რომლებიც რაღაც სიხშირით მეორდება. მაგალითად, შეიძლება გაქვთ ორშაბათის ყოველკვირეული თათბირი, პარასკევს დღის ბოლოს გაქვთ გუნდის შეკრების ტრადიცია და კონკრეტული საკითხების გავლა. ასეთი საქმეები სჯობს გქონდეთ კალენდარში მუდმივად ჩასმული. გამონაკლისი არც სამსახურის გარეთ არსებული მუდმივი საქმიანობაა, მაგალითად, თუ ვარჯიშობთ, დადიხართ რაღაცის წრეზე - ესეც ჩასვით კალენდარში. 

მეორე, რაც ჯდება კალენდარში, არის ერთჯერადი საკითხები. აქ იგულისხმება ის, რაც გვაქვს გასაკეთებელი ჩვენს თავთან ერთად. შეიძლება დოკუმენტი გაქვთ დასაწერი, სტრატეგიაზე გვაქვს სამუშაო და ა.შ. 

მესამე, რასაც ვსვამთ ელექტრონულ კალენდარში არის შეხვედრები. როგორ წესი, ადამიანები მხოლოდ შეხვედრების ჩასანიშნად იყენებენ კალენდარს, რაც სწორი არ არის. სხვა საკითხების ჩასმაც მნიშვნელოვანია. 

და მეოთხე რასაც გირჩევთ, არის გამოყოფილი დროები. ეს გულისხმობს, ერთგვაროვანი საკითხებისთვის გამოყოფილ დროის რაღაც მონაკვეთს. მაგალითად, დილაობით ერთი საათი გქონდეთ გამოყოფილი მეილების შემოწმებისთვის და გაგზავნისთვის, დღის განმავლობაში გამოყოფილი გქონდეთ დრო გამავალი ზარებისთვის და ა.შ. კალენდარში, როგორც წესი, არ ვუთითებთ ისეთ საკითხებს, რასაც დიდი დრო არ სჭირდება, მაგრამ შეგიძლიათ ჩასვათ გამოყოფილი დროები.  

კიდევ ორი რჩევა, რაც არის გასათვალისწინებელი, არის ის, რომ კალენდრის მოხმარების დროს სამსახურებრივი და პირადი საკითხები უნდა იყოს ერთად, ერთ კალენდარში მოქცეული. ხშირად ადამიანები ელექტრონულ კალენდარს მხოლოდ სამსახურის საქმიანობისთვის იყენებენ. თუმცა, ხშირად, პირადი საქმეები გვავიწყდება. მაგალითად აღარ გვახსოვს ექიმთან ვიზიტი, დაპირებული საქმის გაკეთება ახლობლისთვის და ამ დროს კალენდარში ვნიშნავთ სამსახურის შეხვედრას. თუ თქვენ ყველაფერი გექნებათ მითითებული კალენდარში, ასეთი გაუგებრობები და გადაკვეთები არ მოხდება. 

ამიტომ, გირჩევთ, რომ ყველანაირი ინფორმაცია ერთად იყოს თავმოყრილი და ნებისმიერი ახალი ინფორმაციისას და განრიგის ცვლილებისას აუცილებლად ჩაიხედეთ კალენდარში და დარწმუნდით, რომ თავისუფალი ხართ.

მეორე რჩევა, არასდროს გაავსოთ კალენდარი სრულყოფილად. თუ თქვენ 8 საათს სრულიად დაგეგმავთ, წინასწარ იცოდეთ, ეს იქნება მიუღწევადი, იმიტომ, რომ რთულია ყველაფერი ისე შეასრულოთ, როგორც წინასწარ დაგეგმავთ. სტატისტიკურად, დღის განმავლობაში გეგმა 60-65%-ით იცვლება. ამიტომ, მინიმუმ კალენდრის 30% დატოვეთ თავისუფალი გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი საკითხებისთვის.

კალენდარი შეიძლება გახდეს სტრესის წყარო თუ არასწორად გამოიყენებთ მას.  

სრულყოფილად და პროდუქტიულად გამოიყენეთ კალენდარი და მისი საშუალებით შეიმსუბუქეთ სამუშაო დღეები.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ქეთევან ტყავაძე — კონტენტის ავტორი
2 მარტი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები