როგორ შევავსოთ PMP აპლიკაცია

როგორ შევავსოთ PMP აპლიკაცია


ამ სტატიაში მოგიყვებით PMP აპლიკაციის თაობაზე, თუ როგორ შევავსოთ, როგორ გავაგზავნოთ და რა გვჭირდება ამისთვის. 

ჩვენი კვლევის მიხედვით, რა დროსაც გამოვკითხეთ 200 ადამიანი, რომელსაც ჰქონდა პროექტების მართვის გამოცდილება. კვლევის შეკითხვა მდგომარეობდა შემდეგში, რატომ არ ჰქონდათ PMP სერტიფიკატი? 100-მა ადამიანმა განაცხადა, რომ უბრალოდ არ უნდოდათ ეს სერტიფიკატი, ხოლო მეორე ნახევართან ორი მიზეზი გამოიკვეთა. 

პირველი, ეს იყო აპლიკაციის შევსება, რომელიც იმდენად კომპლექსური, რუტინული და ჩახლართული იყო, რომ აპლიკაციის შევსების დაწყების შემდეგ შუა გზაში ჩერდებოდნენ და მეორე მიზეზი იყო მომზადების, მეცადინეობის პროცესი. 

მეცადინეობის პროცესზე სხვა სტატიაში ვსაუბრობთ, ამ სტატიაში კი აპლიკაციის შევსებაზე ვილაპარაკებთ. 

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის აგვისტომდე აპლიკაციის შევსება ნამდვილად დიდ სირთულესთან იყო დაკავშირებული. 10 საკმაოდ მძიმე ნაბიჯი იყო გადასადგმელი სანამ ბოლოში გახვიდოდით. გარდა იმისა, რომ საიტი მომხმარებელზე ორიენტირებული არ იყო, ხშირად იჭედებოდა და ტექნიკური ხარვეზები ჰქონდა. ხშირად ვიზუალურადაც ვერ მიხვდებოდით რა ველში რა ინფორმაცია უნდა ჩაგეწერათ. 

სხვა რაღაცების შეცვლასთან ერთად PMI-მ შეცვალა და გაამარტივა აპლიკაციის შევსების და გაგზავნის პროცესი. ვისაც აქვს ძველი ვერსიის შევსების გამოცდილება, მიხვდება, რომ დღეს ის რადიკალურად შეცვლილია და სამი მარტივი ნაბიჯისგან შედგება.

პირველ რიგში, განათლების შესახებ უნდა შეიყვანოთ ინფორმაცია. იქნება ეს ბაკალავრის, მაგისტრატურის თუ სხვა აკადემიური განათლების შესახებ ინფორმაცია.  იქვე უთითებთ რომელ ქვეყანაში და რომელ წელს დაამთავრეთ სწავლა. 

მეორე ნაწილში უკვე უთითებთ პროექტის მართვის განხრით პროფესიულ განათლებას. აქ მოთხოვნა არის, რომ მინიმუმ 35 საკონტაქტო საათი უნდა გქონდეთ გავლილი. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება წინა და ახლანდელ ვერსიის მოთხოვნებს შორის. ადრე თუ ითხოვდნენ პროფესიული განათლების სერტიფიკატს PMI-ს მიერ აკრედიტებული ორგანიზაციებისგან, ახლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს და ნებისმიერი სატრენინგო ორგანიზაციის სერტიფიკატი ჭრის.   

შემდეგ უკვე იწყებთ გამოცდილების შესახებ ინფორმაციის შევსებას. აპლიკაციის წინა ვერსიაში ეტაპების მიხედვით უნდა შეგევსოთ რამდენი საათი იყავით კონკრეტულ პროექტში ჩართული. საათები უნდა გადაგეყვანათ დღეების რაოდენობაზე, რომ ზუსტი ინფორმაცია მიგეწოდებინათ. დღეს უთითებთ რომელ პროექტში, რომელ ორგანიზაციაში და რა თანამდებობაზე მუშაობდით - მენეჯერი იყავით თუ კოორდინატორი, რა სფეროში გაკეთდა პროექტი, რომელი მეთოდოლოგიით იმართებოდა - ეჯაილ, კლასიკური თუ ჰიბრიდული, პროექტის გუნდის ზომა რამხელა იყო, რა პერიოდში მიმდინარეობდა პროექტი და მისი მოკლე აღწერა. 

ადრე მოკლე აღწერის დაწერისას შეზღუდულები იყავით 500 სიმბოლოზე, რაც ძალიან ართულებდა საქმეს. ახლა 200-დან 500 სიტყვამდე შეგიძლიათ დაწეროთ, რაც საკმარისია პროექტის მოკლე აღწერისთვის. 

ჯამში საჭიროა 36 თვე გქონდეთ გამოცდილება. თუ ორ ან მეტ პროექტზე პარალელურად მუშაობდით, ამ პროექტების დროები არ შეიკრიბება და ჩაითვლება ერთი და იგივე პერიოდად. თანმიმდევრულად უნდა გქონდეთ 36 თვის გამოცდილება დაგროვებული. 

და ბოლოს არის გამოცდის დეტალების ნაწილი, სადაც უთითებთ თქვენს მისამართს, ტელეფონის ნომრებს, ელ-ფოსტებს და რომელ ქვეყანაში გინდათ გამოცდის ჩაბარება. 

თუ ადრე თქვენი შემაფერხებელი ფაქტორი აპლიკაციის შევსება იყო, დღეს ეს უკვე ძალიან მარტივია.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ვანო ნადირაძე — კონტენტის ავტორი
7 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

პროექტი - ავტობუსის გაჩერება

თუ ავტობუსის გაჩერებაზე დგომა სასარგებლოა, იდექით, მაგრამ თუ დაინახავთ, რომ რაღაც სწორად არ მიდის, დიდხანს დგახართ ერთ ადგილას, მიზანს ამ საქმის კეთებით ვეღარ მიაღწევთ, მინიმუმ ის შეკითხვა მაინც დაუსვით თქვენს თავს - ისევ რელევანტურია თუ არა გაჩერებაზე დგომა? რამე ხომ არ უნდა შეცვალოთ? . . .

პროექტის მენეჯერი, როგორც Google Map

რა კავშირში შეიძლება იყოს ერთმანეთთან პროექტის მენეჯერი და Google Map? ამ სტატიაში სწორედ ამ კავშირზე ვისაუბრებთ. . . .

PMP გამოცდის კითხვები

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ თუ როგორი, რამდენი და რა სტრუქტურის კითხვები შეგხვდებათ PMP გამოცდაზე. გამოცდაზე, რომელიც 4 საათის განმავლობაში გრძელდება, ჯამში 200 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი, ყველა მათგანს აქვს 4 სავარაუდო პასუხი და მხოლოდ 1 პასუხი არის სწორი. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები