როგორ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქტი

როგორ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქტი


როგორ შევქმნათ ხარისხიანი ქართული პროდუქტი

ზოგადად ხარისხზე, ხარისხის მართვაზე და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფაზე არსებობს მთელი რიგი კონკრეტული მეთოდოლოგიები, რომლებიც მკაცრად ითვალისწინებენ დარგობრივ სპეციფიკას და ყველა ინდუსტრიას, თუ ყველა კომპანიას არა, აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვითაც ისინი ხარისხიან პროდუქტს აწარმოებენ. 

არსებობს უნივერსალური წესების ნაკრები, რომელთა დაცვითაც არა მხოლოდ არ ვაწარმოებთ უხარისხო პროდუქტს, უბრალოდ ვერ გამოგვივა უხარისხო პროდუქტის შექმნა.

ამ სტატიაში სწორედ ამ წესებზე ვისაუბრებთ.

წესი ნომერი პირველი  არის - ვიცნობდეთ პროცესს. ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ პროცესი, რომლის შედეგადაც მიიღება ჩვენი პროდუქტი. 

შემდეგი წესის მიხედვით უნდა გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ხარისხზე და ჩავაშენოთ ხარისხი ამ ფაქტორებში. იქნება ეს ადამიანური, ტექნიკური თუ ტექნოლოგიური ფაქტორები. ხარისხის ჩაშენება მოიცავს იმ ღონისძიებების გატარებას, რომლის დროსაც შევძლებთ ხარისხიანი პროდუქტის წარმოებას.

მესამე წესის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვექნება კომპეტენცია პროცესზე, გვირჩევენ რომ გავიაზროთ უარესი შემთხვევების სცენარები და  შესაბამისად, გავატაროთ პროაქტიული ღონისძიებები მათი მინიმიზების მიზნით. თუ მაინც დადგა ეს საფრთხე, გავატაროთ ზომები, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული უხარისხობის გავლენა მომხმარებელზე. 

ამ მარტივი წესების დანერგვით შევძლებთ შევისწავლოთ პროცესი, დავნერგოთ ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც თავიდან აგვაცილებს უხარისხობას და დაგვეხმარება დავნერგოთ ხარისხის ხარვეზებთან დაკავშირებული საფრთხეების მართვის სისტემა, რომელიც პროაქტიული და რეაქტიული ღონისძიებების გატარებაში დაგვეხმარება.

მაგალითად, თუ ჩვენ განვიზრახეთ ვიდეოების გადაღება და გვინდა, რომ ეს ხარისხიანად გავაკეთოთ, პირველი წესის თანახმად კარგად უნდა შევისწავლოთ პროცესი. 

მეორე წესის თანახმად ჩვენ უნდა გავიაზროთ თუ რა ფაქტორებმა შეიძლება მოახდინოს გავლენა ხარისხიანი ვიდეოს ჩაწერაზე. იქნება ეს ადამიანური ფაქტორი, სპიკერთან დაკავშირებული პრობლემა თუ ტექნიკური პერსონალთან დაკავშირებული საკითხი და ვეცადოთ, რომ ამ კომპონენტებში შევიტანოთ ხარისხი.

მესამე წესის თანახმად ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ უარესი შემთხვევის სცენარი, რა შეიძლება ცუდად წარიმართოს და ხარისხთან მიმართებაში გავატაროთ პროაქტიული და რეაქტიული ღონისძიებები. 

ამ წესების დაცვით ჩვენ უბრალოდ ვერ გამოვუშვებთ უხარისხო ქართულ პროდუქტს. 

 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ეკა კოპლატაძე — კონტენტის ავტორი
25 მაისი 2022 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რატომ არის მითი, რომ "ხარისხიანი პროდუქტის შექმნა ძვირი ჯდება"?

არსებობს ხარისხის ხარჯების შეფასების მეთოდოლოგიები, რომლებიც ითვალისწინებენ კონკრეტული დარგის სპეციფიკას და კომპანიებს სთავაზობენ გარკვეულ სტრუქტურას, რაც ეხმარებათ ხარისხის ხარჯების შეფასებაში. ამ მოდელებში გადანაწილებული არის, როგორც შეუსაბამობების მოგვარებისთვის გაწეული ძალისხმევა. . . .

ვენდო თუ შევამოწმო ხარისხი

მნიშვნელოვანია კომპანიაში არსებობდეს სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კონკრეტულ თანამშრომლებზე, ცვლაზე ან ფილიალზე და მომხმარებელს ექნება საშუალება მუდმივად, სტაბილურად, დროში განვრცობილად მიიღოს ერთი და იგივე ხარისხის პროდუქტი. . . .

რა არის შვეიცარიული ყველის ეფექტი ხარისხის მართვაში?

ყოველდღიური სამუშო გარემო რომ წარმოვიდგინოთ, ვცდილობთ საქმე კარგად და ხარისხიანად ვაკეთოთ, გარშემო კი გვახვევია ხელისშემშლელი ფაქტორები ან შეიძლება შეცდომების ხელისშემწყობი ფაქტორები ვუწოდოთ, რომლებიც გავლენას ახდენენ სამუშაოზე. მაგალითად, ვიღაცა გვაჩქარებს, გეგმაა შესასრულებელი, პროგრამა ჭე . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები