როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?


მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ სამსახური არ გექნება, ვერ გექნება გამოცდილება და თუ გამოცდილება ვერ გექნება, ვერ გექნება სამსახური. 

მოდით ამას სხვა კუთხით შევხედოთ. ეს კომპანიები ხელფასიანი სამსახურის გამოცდილებას კი არ ითხოვენ, ითხოვენ გამოცდილებას, რომლის მიღება სკოლის პერიოდიდანაც კი არის შესაძლებელი. საქმე იმაშია, რომ გამოცდილების მიღება აუცილებელი არ არის ხელფასიან სამსახურში ხდებოდეს. 

დღეს ნებისმიერ სტუდენტს ძალიან დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ უფასოდ ან მინიმალური ანაზღაურებით იმუშაოს სხვადასხვა ორგანიზაციაში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალისხმევა სჭირდება, რომელსაც სტუდენტების უმეტესობა არ იჩენს. 

რა გამოცდილებაზეა საუბარი? ბიზნეს მიმართულებით გინდათ გამოცდილების მიღება? რამე გაყიდეთ, დაეხმარეთ ვინმეს რამის გაყიდვაში, იქნება ეს სუვენირების, ხელნაკეთი ნივთები და ა.შ. იურიდიული მიმართულებით გინდათ პრაქტიკული ცოდნის მიღება? დაეხმარეთ მეზობლებს, უბნელებს, ნათესავებს, რომ, მაგალითად საჩივარი შეადგინონ. გაუწიეთ იურიდიული კონსულტაციები ადამიანებს, რომლებსაც ცოდნა არ აქვთ ამ მიმართულებით. თქვენ ხომ უნივერსიტეტში იღებთ თეორიულ ცოდნას? 

გამოიყენეთ თქვენი ყველანაირი ცოდნა პრაქტიკაში. არსებობს არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მოხალისეებს იყვანენ და საკმაოდ კარგ გამოცდილებას აძლევენ.

სანამ ფასიანი სამსახურს დაიწყებთ და გახდებით ღირებული კადრი, უნდა მოახერხოთ უფასო სამსახურის შოვნა. თუ კარგად სწავლობთ, თქვენი ლექტორები დაგეხმარებიან. თუ თქვენი ოჯახი დაკავებულია რაიმე ბიზნეს საქმიანობით, იქ შეგიძლიათ ჩაერთოთ. 

დაიწყეთ გამოცდილების დაგროვება რაც შეიძლება ადრე. ცოდნის მიღების პარალელურად იზრუნეთ გამოცდილების მიღებაზე, ეს ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაშიც დაგეხმარებათ. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .

რა არის პროფესიის არჩევის თანამედროვე მეთოდი?

თანამედროვე, წარმატებული, 21-ე საუკუნის ადამიანი საშუალოდ 6-ჯერ იცვლის პროფესიას, ვიღაცები მეტჯერ, ვიღაცები ნაკლებჯერ . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები