როგორი სამსახური უნდა Z თაობას?

როგორი სამსახური უნდა Z თაობას?


დღეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ორგანიზაციებს აქვთ არის Z თაობასთან მათი ფასეულობების, სამუშაო გარემოს და მენეჯერული სისტემის მისადაგება. ამისთვის, პირველ რიგში, უნდა გავიგოთ Z თაობას როგორი სამსახური უნდა და როგორ შეიძლება მათი სურვილები კონკრეტულ ბიზნესში თუ ორგანიზაციაში დავნერგოთ.

როგორი სამსახური უნდათ Z-ებს? მოკლე პასუხი არის, რომ არანაირი სამსახური არ უნდათ. გრძელვადიანი, სტაბილური სამსახური დიდ ორგანიზაციაში, რომელსაც ყველა წინამორბედი თაობა ეძებდა დღეს ზეტებს საერთოდ არ იზიდავთ და არ აინტერესებთ.  

აბა როგორი უნდათ?

უნდათ ტრანზაქციული, სადაც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ. ფრილანსერობა უნდათ, ერთჯერადი საქმის კეთება უნდათ, იქნება ეს ბუღალტერიაში, გაყიდვებში, სოციალურ მედიაში თუ პროგრამირებაში. უნდათ, რომ გააკეთონ კონკრეტული სამუშო, მიიღონ გასამრჯელო და გააგრძელონ ცხოვრება. არ არის ეს ხალხი მომართული ერთი და იგივე საქმის კეთებაზე.

უფროსი თაობა კონვეიერის პრინციპს არის მიჩვეული. ბუღალტერი სულ ბუღალტერიას უნდა აკეთებდეს, მძღოლი სულ მძღოლი უნდა იყოს. ზეტებს აქვთ ფართო ცოდნა, რომლებიც ხშირად იცვლიან პროფესიებს, გადადიან ერთი სამსახურიდან მეორეში და მათი მთავარი დევიზი არის თავისუფლება, შესაბამისად საქმის კეთებაშიც და სამსახურიც უნდათ მაქსიმალური თავისუფლება.  

ისე არ გაგოთ რომ Z თაობა ვერ მოერგება ორგანიზაციის წესებს, ახლა ვსაუბრობთ იდეალურ შემთხვევაში მათ რა უნდათ. თუ ხედავენ, რომ ჯამში მათი მიზნები მიიღწევა, რა თქმა უნდა, კომპრომისებზეც წავლენ.  

გარდა ამისა, Z-ბეს უნდათ რომ მაქსიმალურად სწრაფად კეთდებოდეს საქმე.  ვერ უძლებენ ნელმავალ პროექტებს, რომლებიც ჯერ იურისტებმა უნდა გაიარონ, შემდეგ ბორდზე გავიდეს განსახილველად და ა.შ. - ეს ზეტებისთვის ჯოჯოხეთია. ვიდეოებსაც ზეტები სავარაუდოდ უყურებენ აჩქარებულად ან გადახვევებით, 15 წუთიან ვიდეოში არ დახარჯავენ 15 წუთს.  

ეჯაილ მენეჯმენტი სწრაფად ცვლადი და სწრაფად მიმდინარე ორგანიზაციებისთვის არის შექმნილი. ზეტები, ეჯაილი და ტექნოლოგიური პროექტები ძალიან შეესაბამებიან ერთმანეთს. ასევე, ზეტებს უნდათ აზარტული სამსახური, როგორიც კომპიუტერული თამაშებია, უნდათ, რომ  მიიღონ ქულები, გადავიდნენ დონეებზე, დაწინაურდნენ, ახალი წოდებები მიიღონ - ასეთი მუშაობის პრინციპს Gamification დაერქვა, ანუ სამუშაოს ათამაშება. ეს ტერმინი სულ უფრო და უფრო მკვიდრდება თანამედროვე მენეჯმენტში.  თქვენ თუ მენეჯერი ხართ უნდა იცოდეთ რა ხდება კომპიუტერულ თამაშებში და სამსახურში დანერგოთ იგივე პრინციპები.

ზეტებს უნდათ ტექნოლოგიების მაქსიმალურად გამოყენება. ეს არ ნიშნავს, რომ ზეტები არ არიან მუსიკოსები ან ხელოვანები, თუმცა მსგავს სფეროებშიც მაქსიმალურად აინტეგრირებენ ტექნოლოგიებს. არქაული, ძველმოდური მეთოდები მათთვის მიუღებელია. ეს არის ხალხი, რომელიც დაიბადა და გაიზარდა ინტერნეტთან ერთად. ასევე, ბევრ ხალხთან ზედაპირული კონტაქტი უნდათ, ის კი არ უნდათ, რომ 3 ადამიანთან გაატარონ მთელი პროფესიული ცხოვრება, უნდათ რომ სხვადასხვა ჯგუფებთან სხვადასხვა ტიპის სამუშაო შეასრულონ, სხვადასხვა განყოფილებებთან ჰქონდეთ საქმე.  

შემოსავალს რაც შეეხება, ბევრი ფული უნდათ ცოტა დროში, თუმცა, ეს ხალხი არა რეალისტი არ არის. არ ჰგონიათ, რომ ციდან დაეცემათ ფული, თუმცა ამის დიდი სურვილი კი აქვთ. ორგანიზაციამ ან კონკურენტული ანაზღაურება უნდა შესთავაზოს ან დაანახოს, რომ აქ ძალიან სწრაფად იმდენი რამის სწავლას შეძლებს, რომ შემდგომ სამსახურებში უკვე დიდ ანაზღაურებას შესთავაზებენ.  

განსხვავებით მილენიალებისგან, რომლებიც პრინციპებზე და იდეებზე არიან შეყვარებულები, ზეტები არიან ძალიან პრაგმატული ხალხი, ფულის შოვნაც იციან დაზოგვაც და დახარჯვაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სამსახურში კონკურენტული ანაზღაურება მიიღონ ან ისეთი რამეები ისწავლონ სწრაფად, რომ შრომის ბაზარზე მათი ფასი აიწიოს.  

და ბოლოს უნდა ითქვას, რომ თანაბარი ურთიერთობები უნდათ და ნაკლები ბიუროკრატია. ზეტები ვერ უძლებენ რომ პირველ სართულზე სხვანაირი ხალხი მუშაობს და ზედა სართულებზე მენეჯერები სხედან, ზემოთ სხვანაირ ყავას სვამენ და ქვემოთ სხვანაირს. არადემოკრატიული და ავტორიტარული სისტემები ზეტებისთვის მიუღებელია.  

დაფიქრდით, თუ ეს ყველაფერი ძალიან შორს არის თქვენი ორგანიზაციისგან, მაშინ ძალიან ბევრი გაქვთ სამუშაო, თუ უკვე დაწყებული გაქვთ ასეთი ცვლილებები ეს ძალიან კარგია და უფრო და უფრო მიმზიდველი გახდებით ზეტებისთვის.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

თაობა Z: ვინ არის და რატომ უნდა მაინტერესებდეს?

ხშირია შემთხვევები, როდესაც Gen Z-ის სამსახურებრივ და არა მარტო სამსახურებრივ გარემოში უფროს თაობას მათი არ ესმით . . .

Z თაობასთან მუშაობის პრობლემები

Gen Z-ის დარჩება ბურთი და მოედანი, ყოველმა შემდეგმა თაობამ აჯობა წინა თაობას, გამონაკლისი არც ეს ახალი თაობაა. . . .

"დაკიდება" ანუ Quiet Quitting

Quiet Quitting ანუ უჩუმრად წასვლა სამსახურიდან. ეს ტერმინი აღნიშნავს იმას, რომ ვრჩები ორგანიზაციაში და „ფეხებზე ვიკიდებ“ საქმის კეთებას . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები