საოცნებო და საჭირო საქმე

საოცნებო და საჭირო საქმე


წარმოიდგინეთ სცენარი როდესაც ოცნებობთ ჟურნალისტობაზე, თუმცა გარშემო მყოფებს, ოჯახის წევრებს, მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ თქვენი საოცნებო პროფესია, ისეთია, რომელსაც დიპლომის გარეშეც მიაღწევთ.  

როგორ შეიძლება ამ დროს მოიქცეთ?  

თქვენთვის ჟურნალისტობა არის ის რაც დილით ადრე წამოგახტუნებთ და ღამით გარეთ წვიმაში და ქარშიც დაგაყენებთ, გინდათ რომ ჟურნალისტიკაზე ჩააბაროთ, თუმცა ის ფიქრი არ გასვენებთ, რომ სხვა პროფესიის დიპლომიც გჭირდებათ.

როგორ შეიძლება მოიქცეს აბიტურიენტი ამ დროს? როდესაც ოცნებობს ჟურნალისტობაზე, უნივერსიტეტში ჩაბარებისას სხვა პროფესია უნდა აირჩიოს?  

იქნებ სჯობდეს სხვა პროფესია აირჩიოს როგორც Plan B და ჟურნალისტობა პარალელურად შეისწავლოს, როგორც Plan A? თუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბაროს და მხოლოდ ამ ერთი პროფესიის გარშემო იტრიალოს? ერთ-ერთი პრობლემა სხვა პროფესიის არჩევისას შეიძლება იყოს, რომ ახალგაზრდა ადამიანს არ ჰქონდეს სხვა პროფესიის შესწავლის მოტივაცია ან ინტერესი. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება.  

პირველ რიგში, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო როგორც Plan A-ს, ასევე Plan B-ის არსებობის აუცილებლობაზე. ეს იგივეა რაც ცხოვრებაში მოგეცეთ ორი შანსი და ერთ-ერთ მათგანზე განზრახ თქვათ უარი. ცხოვრება ისე არ არის მოწყობილი, როგორც ჩვენ გვინდა და ხშირად ისე იცვლება ყოველდღიურობა, რომ ამას წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავთ. მაგალითად, ხართ წარმატებული ჟურნალისტი, რომელიც ღამესაც ათენებს და წვიმაში და ქარშიც დგას, თუმცა ქმნით ოჯახს, გიჩნდებათ შვილები და ეს რეალობა აღარ გაძლევთ იმის საშუალებას რომ ღამით, წვიმაში, ქარში წაიყვანოთ რეპორტაჟი.  

რეალური მაგალითი რომ მოგიყვანოთ, ადამიანი, რომელიც ამერიკაში თავის საოცნებო უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად, მხოლოდ იმიტომ გამოუშვეს ქვეყნიდან, რომ ტრამპი გახდა ამერიკის პრეზიდენტი და იქ ყოფნაზე პრობლემა შეუქმნეს. ამ დროს კი Plan B-ის უქონლობა სასიკეთო ამბავი ნამდვილად ვერ იქნება.  

ვთანხმდებით, რომ რაზეც ოცნებობთ თუ ამისთვის ბევრს იშრომებთ და აიხდენთ ოცნებებს ეს საუკეთესო ვარიანტია, თუმცა ყოველთვის ასე ვერ ხდება და არც მარტივი გზა გელით წინ.  

Plan B-ს არჩევისას, პირველ რიგში, ამ დროს თქვენი საოცნებო პროფესია ჩამონათვალიდან ამოიღეთ, თუ ფიქრობთ რომ სხვას ვერაფერს დაუდებთ გულს და არ გექნებათ სწავლის მოტივაცია, პრობლემა შეგიძლიათ იმით მოაგვაროთ, რომ საოცნებო პროფესიის „ბიძაშვილ“ პროფესიაზე ჩააბაროთ, ანუ ისეთ პროფესიაზე, რომელიც კიდევ უფრო დაგეხმარებათ თქვენთვის საინტერესო სფეროს შესწავლასა და მიზნების მიღწევაში.  

ხშირად ახალგაზრდებს ოცნების კოშკზე ასვლა მარტივად წარმოუდგენიათ, რომ მიიღებენ განათლებას და მაშინვე ვიღაც მოკიდებს ხელს და საოცნებო სამსახურში წაიყვანს. ეს ასე არ ხდება. ყველაზე რადიკალური მაგალითი რომ მოვიყვანო, ადამიანი, რომელსაც საოპერო მომღერლობა სურდა, 15 წლის განმავლობაში 40-ჯერ დაიწუნეს მოსმენებისას, საბოლოოდ კი საოპერო თეატრში დამლაგებლად დაიწყო მუშაობა და როდესაც ყველამ გაიცნო და იქ მყოფ ადამიანებს დაუახლოვდა ერთ-ერთმა პროფესორმა მისთვის გაკვეთილების ჩატარება დაიწყო, შედეგად კი ეს ადამიანი დრეს სუპერვარსკვლავია.  

ეს კი საკმაოდ განსაკუთრებული შემთხვევაა, მაგრამ თქვენ თუ ჟურნალისტობაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ აირჩიოთ ისეთი პროფესია, რომელიც ტელევიზიაში მოგახვედრებთ და იქ დაიმკვიდრებთ თავს, შეიძლება დასაწყისში იყოთ პროდიუსერის თანაშემწე, ტექნიკური პერსონალი და საჭირო მომენტში საჭირო ხალხმა შეგამჩნიოთ და სასურველ პოზიციაზე დაგნიშნონ.  

მეზობელი პროფესიები ყველა პროფესიას აქვს. ვინც ფეხბურთელობაზე ოცნებობს შეუძლია ჯერ გუნდის ექიმი ან მენეჯერი გახდეს და საოცნებო გუნდთან ერთად თამაშებზე ივლის, ვინც როკ ვარსკვლავობაზე ოცნებობს შეუძლია მარკეტინგი ისწავლოს და როკ ვარსკვლავების მარკეტინგი აკეთოს, ამით თქვენი საოცნებო პროფესიის გარშემო ტრიალებთ და ცოდნასაც იღრმავებთ, რომ ის გამოხვიდეთ რაზეც ოცნებობთ და ასევე გაქვთ Plan B, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საოცნებო საქმეში წარუმატებლობის შემთხვევაში მაინც იმ საოცნებო პროფესიის გარშემო იტრიალოთ.  

გარდა ამისა, თქვენ უფრო მეტად დაფასებული იქნებით იგივე ჟურნალისტიკაში თუ დამატებით განსხვავებული პროფესიის დიპლომი გექნებათ და კონკურენტული უპირატესობა გექნებათ იმ ადამიანებთან მიმართებაში ვისაც მხოლოდ ჟურნალისტიკის დიპლომი აქვს. იმ რეალობაშიც კი სტაბილურობა გექნებათ, თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გინდათ გაჰყვეთ Plan A-ს და გინდათ კიდევ უფრო განავითაროთ Plan B-ის პროფესია.  

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 იანვარი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

რას უნდა დაეყრდნოს პროფესიული არჩევანი? რჩევები აბიტურიენტებისთვის

პროფესიის არჩევის ეტაპი ადამიანების ცხოვრებაში, იქნება ის აბიტურიენტი, თუ სტუდენტი, საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია. . . .

როგორ ვიშოვო პირველი სამსახური?

ძალიან ხშირად, დასაქმების საიტებზე, თუ სოციალურ ქსელებში შეხვდებით კომპანიების მიერ განთავსებულ ვაკანსიებს, სადაც ითხოვენ გამოცდილებას. ამას მოყვება ახალგაზრდების მხრიდან პრეტენზიები, როგორ უნდა იშოვონ პირველი სამსახური, თუ ყველა ითხოვს გამოცდილებას. . . .

Plan A და Plan B პროფესიის შერჩევისას

რაც უფრო ფართო დიპლომი გექნებათ, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაფარავს, მით უკეთესი, ხოლო შენ რა უნდა აკეთო ამას დიპლომი არ განსაზღვრავს. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები