საშუალოზე კარგის ეფექტი/Better than average effect

საშუალოზე კარგის ეფექტი/Better than average effect


თქვენ გუნდში, პროფესიაში ან კონკურენტ კომპანიებში, მეზობლებში, მეგობრებში ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, რომელშიც 10 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, რომელ ადგილზე გახვიდოდით? ანუ რომ განვმარტოთ, თუ ბუღალტერი ხართ ბუღალტრების ჩემპიონატი რომ ჩატარდეს, თუ ხართ გამყიდველი გამყიდველების ჩემპიონატი, თუ  ხართ დედა, ტრენერი, მოკლედ შეჯიბრი, რომ ჩატარდეს მერამდენე ადგილზე გახვალთ თქვენი აზრით?

პასუხების რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

·      10-დან გავიდოდი პირველ ან მეორე ადგილზე, ანუ ჩემპიონი ვარ.

·       პირველ ხუთეულში გავიდოდი.

·      მეორე ხუთეულში გავიდოდი. 

დაფიქრდით, დაუსვით თქვენ თავს ეს შეკითხვა, როგორ პროფესიული ასევე ნებისმიერი სხვა თვალსაზრისით. ფოტოგრაფია თუ გიტაცებთ ფოტოგრაფიის კონკურში რომელ ადგილზე იქნებოდით? ან იქნებ მღერით? ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, რომელსაც ხშირად სვამს ტრენინგებზე და ვორკშოპებზე, როდესაც დამკვეთების თანამშრომლებს ვემუშავებით.

რატომ ეს შეკითხვა? პირველ რიგში, ყველა ადამიანს სჭირდება თვითშეფასება, ამ ან მსგავს შეკითხვას ადამიანები ადრე თუ გვიან საკუთარ თავს მაინც უსვამენ. ასევე, ეს შეკითხვა დაკავშირებულია ეფექტთან, რომელსაც ჰქვია Better than average effect ანუ საშუალოზე კარგის ეფექტი, რომელიც გამოიყურება შემდეგნაირად: 

სტატისტიკურად, გამოკითხული 10 ადამიანიდან 8 იტყვის, რომ ტოპ 50%-ში ანუ პირველ ხუთეულში მოხვდება და 5 ადამიანი იტყვის, რომ პირველ-მეორე  ადგილზე გავა. ცხადია, ეს  შეუძლებელია ცხადია. 8 ადამიანები ვერ იქნება ხუთეულში და 5 ადამიანები ვერ იქნება ორეულში. 

რატომ გვაინტერესებს ეს ეფექტი და რა შეიძლება გაგვიკეთოს?

ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ეფექტი სახიფათოა პიროვნების განვითარებისთვის და ორგანიზაციის წინსვლისთვის. წარმოიდგინეთ, მე თუ მგონია რომ ტოპ 50%-ში ვარ, ეს მიბიძგებს ვიფიქრო, რომ სანერვიულო არაფერია, თუ ვფიქრობდი სწავლის გაგრძელებაზე, გვიანობამდე მუშაობაზე, შეიძლება გადავწყვეტო, რომ სხვებს ვჯობდი და მეორე 50%-მა იდარდოს და იფიქროს განვითარებაზე. მეტიც,თუ იმ 5 ადამიანში შევდივარ, რომელსაც პირველ ან მეორე ადგილზე ჰგონია თავი, არსებობს იმის რისკი, რომ საერთოდ შევწყვიტო განვითარება. ეს ცდუნება რეალურია. კომფორტის ზონაში დარჩენა კი დიდ საფრთხეს უქმნის ადამიანის განვითარებასა და წინსვლას.  

გარდა ამისა, კომპანიების შეფასების სისტემებისთვის დამანგრეველია. ანუ როგორც კი ობიექტურ შეფასების სისტემას დანერგავთ, რომელიც 8 ადამიანს პირველ ხუთეულში და 5 ადამიანს პირველ ორ ადგილზე ვერ დააყენებს, გაჩნდება უსამართლობის და უკმაყოფილების შეგრძნება თანამშრომლებში. როდესაც ადამიანს მოლოდინი აქვს სხვა და შედეგი დგება სხვა ამ დროს საქმე ფუჭდება. რთულდება უკუკავშირს გაცემაც და მიღებაც, განსაკუთრებით როდესაც უარყოფითი უკუკავშირის გაცემა უნდა მენეჯერს. 

 ეს ეფექტი ფაქტია და რეალობაა, მაშინ ვილაპარაკოთ რა ეშველება ამ საკითხს? 

1.     ერთმანეთთან შეჯიბრის ნაცვლად, ადამიანები შევაჯიბროთ საკუთარ გუშინდელ თავს. ანუ კონკრეტულ თანამშრომელს ვუთხრათ, რომ იმაზე კი არ იდარდოს მერამდენე ადგილზეა, იფიქროს იმაზე გუშინდელი დღის მერე ერთი ნაბიჯით წინ წაიწია თუ არა?  რეალურად, გუშინ პირველ ადგილზე რომც ყოფილიყავით, მაინც უნდა ისწავლოთ და განვითარდეთ.  

2.     იპოვეთ თქვენზე მაგარი გარემო. შეიძლება პროფესიულ ასოციაციაში, ტრენინგზე, მაგისტრატურაში თუ დოქტორანტურაში შემოიკრიბეთ ადამიანები, რომლებიც თქვენზე მაგრები იქნებიან გარკვეული თვალსაზრისით. 

3.     დაეტოლეთ არა თქვენ პოზიციაზე მყოფ თანამშრომლებს, არამედ თქვენს უფროსებს. მაგალითად, განყოფილების უფროსი თუ ხართ განყოფილების სხვა უფროსებს კი არ დაეტოლოთ, ან რიგითი თანამშრომელი თუ ხართ კოლეგებს კი არ დაეტოლოთ, დაეტოლეთ პროფესიულად თქვენზე უფრო წინ მდგომს. ამან შეიძლება თქვენი თვითშეფასება უფრო ჯანსაღი და რეალური გახადოს. 

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
12 სექტემბერი 2023 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები

რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .

როგორ გვაფასებენ ჩვენთვის უცხო ადამიანები ერთი შეხედვით?

არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები