თქვენ მიხედეთ ხალხს და ხალხი მიხედავს საქმეს

თქვენ მიხედეთ ხალხს და ხალხი მიხედავს საქმეს


წარმოიდგინეთ ორკესტრის დირიჟორი, რომელიც დგას სახით ორკესტრისკენ და ზურგით დარბაზისკენ. პირველად, როცა ეს სცენა ვნახე, ცოტა უცნაურად გამოიყურებოდა, მუსიკოსები იყურებოდნენ დარბაზისკენ ხოლო დირიჟორს ზურგი ჰქონდა შექცეული და უყურებდა მუსიკოსებს.

რატომ არ უყურებს დირიჟორი დარბაზს და რატომ არ აინტერესებს, რა ხდება დარბაზში? წარმოიდგინეთ, რომ დირიჟორი არის გუნდის ლიდერი, მენეჯერი და დარბაზში იმყოფებიან დამკვეთები. 

რეალურად მას ყველაფერი აინტერესებს და ბოლოს ბრუნდება კიდეც დარბაზისკენ, მაგრამ სანამ პროცესი მიმდინარეობს დირიჟორი ორკესტრს უყურებს. სწორედ ამ საკითხზე გვინდა თქვენი ყურადღება გავამახვილოთ და დავფიქრდეთ, როგორც ლიდერები საით იყურებით? 

კიდევ ერთი მაგალითია, არტილერიაში, ქვემეხის ჯგუფის უფროსი არ იყურება ბრძოლის ველისკენ, ის იყურება საპირისპიროდ, მასაც ზურგი აქვს შექცეული ყველაზე საინტერესო ნაწილისკენ. გამოდის, რომ ლიდერისთვის პრიორიტეტი მისი ხალხია და მათკენ ყურადღების მიპყრობა უფრო მნიშვნელოვანია.

ვინ არის დარბაზში? დამკვეთები და გარე სამყარო იქნება ეს, მედია, ხალხი, პოტენციური ინვესტორები, მარეგულირებლები თუ ა.შ. ლიდერს, რა თქმა უნდა, სურს მათკენ იყურებოდეს, მიხვდეს როგორ მოსწონთ პროდუქტები თუ მომსახურება. მაგრამ ორივე მხარეს ვერ შეხედავს. საჭიროა დროისა და პრიორიტეტების სწორი განაწილება ისე, რომ უყუროს ორკესტრსაც და დარბაზსაც.  

ამ დროს სწორია, ჩაიხედოთ კალენდარში და ნახოთ, რას ხვდება მეტი დრო, საქმეს, კლიენტს, პროცესს, გარე კოლეგებს, ინვესტორებს თუ თქვენს გუნდს. 

თანამედროვე ლიდერობა გვეუბნება, რომ თქვენ, ლიდერებმა, უნდა მიხედოთ ხალხს, ანუ მუსიკოსებს და ხალხი მიხედავს საქმეს - ანუ დარბაზს. გამოდის, რომ მენეჯერმა მთელი ყურადღება უნდა გადაიტანოს გუნდზე და კლიენტებს ზურგი შეაქციოს. ეს ნიშნავს, რომ უნდა ენდობოდეს თავის ხალხს და იმედი ჰქონდეს, რომ ისე გააკეთებენ ყველაფერს, რომ დარბაზი კმაყოფილი იქნება.

სწორედ ასეთი ნდობის გამოჩენა ძალიან უჭირთ მენეჯერებს, თუმცა სხვა გზა არ არის, იმისთვის, რომ თქვენი ხალხი განვითარდეს, უნდა მისცეთ იმის კეთების საშუალებაც, რაც კარგად არ გამოსდით, უბრალოდ მეტი ყურადღება დაუთმოთ ამ საკითხებს. 

პრაქტიკაში ეს გადაწყვეტილება კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს. კალენდარში ნელ-ნელა მოუმატეთ დრო თქვენს გუნდს, წაიყვანეთ შეხვედრებზე, ჩართეთ რეპორტების კეთებაში. მათთვის გამოყოფილი დრო ყოველკვირეულად უნდა იზრდებოდეს. 

თანამშრომლების მოტივაციისა და სწორი განწყობის გარეშე შეუძლებელია, დირიჟორმა დარბაზის აღფრთოვანება გამოიწვიოს, ორკესტრის გარეშე ის ამას ფიზიკურად  ვერ მოახერხებს.

ირინა მამულაიშვილი — სტატიის ავტორი
ალექსანდრე ჯეჯელავა — კონტენტის ავტორი
16 ნოემბერი 2021 დაგვიკავშირდით

მსგავსი ბლოგები

იდეალური მენეჯერის 4 დამახასიათებელი თვისება: იცხაკ ადიზესის მოდელი

როგორი უნდა იყოს იდეალური აღმასრულებელი? საკმარისია თუ არა მხოლოდ შედეგებზე ორიენტირება და კარგი დისციპლინა? ამ კითხვებზე პასუხს ბლოგში იპოვით. . . .

ჯილდო და ჯილდოს მოლოდინი

რატომ არის ჯილდოს მოლოდინი ისეთივე ძვირფასი, როგორც თავად ჯილდო? . . .

რატომ და როგორ უნდა ვიყო უხილავი „ლიდერი“

რას ნიშნავს ლიდერობა? რას გულისხმობს ლიდერობა და რა არის მისი საზომი? . . .

გამოიწერეთ ვიდეოები და სიახლეები