მაჯლაჯუნები, ანუ შემზღუდავი რწმენები
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
ვიცით, რომ ყველა ადამიანს სჭირდება განვითარება, რასაც უნდა აკეთებდეს, როგორც უნდა აკეთებდეს, როგორი მაგარიც უნდა იყოს, მაინც საჭიროა განვითარება.
მეორე რეალობა არის, რომ ყველაფერს თქვენით ვერ მიხვდებით და საჭიროა სხვა ადამიანებმა რაღაც-რაღაცები გითხრან. მაგალითად, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენს ვიდეოებში/სტატიებში რა მოსწონთ სხვებს და რა არა. თუმცა, საქართველოში ამ მხრივ განსხვავებული გარემოა. შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში: ადამიანთან რომ იყოთ სტუმრად, რომ გაგასინჯოთ ღვინო, რომელიც არ არის კარგი, თუმცა მასპინძლის გაკეთებულია და თავად ძალიან მოსწონს, ან დიასახლისმა გაგასინჯოთ თავისი გაკეთებული ხაჭაპური და გკითხოთ თქვენი მოსაზრება, ჩვენ ის ქვეყანა ვართ, სადაც ცუდ ღვინოზე იტყვიან რომ კარგი ღვინოა და უგემურ ხაჭაპურზე იტყვიან რომ გემრიელია. რატომ? ასეთი ზრდილობა გვაქვს აღზრდაში, ვუფრთხილდებით სხვას, მიგვაჩნია, რომ ჩვენ რატომ უნდა ვუთხრათ სიმართლე, რატომ ვაწყენინოთ, სხვამ უთხრას და ა.შ. ხშირ შემთხვევაში თუ გითქვამთ კიდეც კრიტიკული შენიშვნა, აღმოაჩენდით, რომ საერთოდ არ უნდოდათ მასპინძლებს სიმართლის მოსმენა.
ჩვენ ვისწავლეთ, რომ სინამდვილეში შეიძლება საერთოდ არ უნდა ადამიანს კრიტიკული ინფორმაციის მოსმენა და მიღება. ეს არის რეალობა. ამ სტატიაში კი ვისაუბრებთ იმაზე, როგორ ავუაროთ ასეთ რეალობას გვერდი.
1. ეძებეთ, იპოვეთ და გაუფრთხილდით სიმართლის მთქმელ ხალხს. ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა არიან.
2. თქვენ გარშემო მყოფებს კი ეუბნებით, რომ სიმართლის მოსმენა გინდათ, მაგრამ თავიანთი გამოცდილებიდან გამომდინარე არ სჯერათ რომ მათი კრიტიკული აზრის მოსმენას მართლა ელით. ამიტომ „ასწავლეთ“ თქვენს გარშემო მყოფებს რომ მართლა გინდათ უკუკავშირის მოსმენა. ამისთვის საჭიროა განმეორებით სთხოვოთ მათი აზრის მოსმენა და ჯანსაღად მიიღოთ კრიტიკული უკუკავშირი.
მნიშვნელოვანია დადებით და უარყოფით უკუკავშირს ჯანსაღად მოეკიდოთ. ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომ კრიტიკაზე ადამიანები არაჯანსაღად რეაგირებენ. ნუ იქნებით ასე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ გადახვალთ იმ რეჟიმში, რომ ცუდ ღვინოზე გეტყვიან რომ კარგია და უგემურ ხაჭაპურზე გეტყვიან რომ გემრიელია.
რა არის რწმენები და რა პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში? რა გვიშლის ხელს, რომ მივაღწიოთ მიზნებს, ან ვცადოთ მაინც რამის დაწყება? რატომ ვიწყებთ რაღაცის კეთებას და ვტოვებთ შუა გზაში? . . .
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ანაღვლებს, თუ როგორ გამოიყურება ის სხვების თვალში, როგორ აფასებენ მას უცხო ადამიანები და რა რეპუტაციით სარგებლობს გარშემომყოფებში. . . .
ამ სტატიაში ერთი შეხედვით წვრილმან საკითხზე ვისაუბრებთ, რომელიც საკმაოდ დიდი საქმეების გაკეთებას უშლის ხელს. . . .